საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გაცემა, რომელსაც მოაქვს სიხარული
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 დეკემბერი
    • [ჩარჩო⁄სურათები 6 გვერდზე]

      ასწავლიდნენ ეკლესიის მამები ძველად, რომ აუცილებელი იყო მეათედის გადახდა?

      „ვინც მდიდარია ჩვენ შორის, ღარიბებს ეხმარება... შეძლებულები ნებაყოფლობით აძლევენ სხვებს იმას, რაც სურთ“ („პირველი აპოლოგია“, იუსტინე წამებული, ახ. წ. 150 წელი).

      „იუდეველები მართლაც თავიანთი ქონების მეათედს უძღვნიდნენ მას [ღმერთს], მაგრამ ისინი [ქრისტიანები], ვინც თავისუფლება მიიღო, მთელ თავის ქონებას ღვთის საქმეს უძღვნიან... ისინი იმ ღარიბი ქვრივის მსგავსად მოქმედებენ, რომელმაც თავისი საბადებლიდან ყველაფერი ღვთის საგანძურში ჩადო“ („ერესის წინააღმდეგ“, ირინეოსი, ახ. წ. 180 წელი).

      „თუმცა ჩვენც გვაქვს საგანძური, მაგრამ იქ ხსნის მოსაპოვებელ ფულს არ აგროვებენ, თითქოს რელიგია მექრთამე იყოს. თუ ვინმეს სურს, თვეში ერთხელ მცირე შესაწირავს ყრის საგანძურში; მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურს და ამის საშუალებაც აქვს. არავითარი ძალდატანება. ყველაფერი ნებაყოფლობითია“ („აპოლოგია“, ტერტულიანე, ახ. წ. 197 წელი).

  • გაცემა, რომელსაც მოაქვს სიხარული
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 დეკემბერი
    • როგორ უნდა გაიღონ შესაწირავები ქრისტიანებმა

      მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად დღესაც საჭიროა შესაწირავების გაღება. იესოს მითითების თანახმად, მისი მოწაფეები უნდა ყოფილიყვნენ „მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). მორწმუნეთა რიცხობრივ ზრდასთან ერთად იზრდებოდა ქრისტიან მასწავლებლებსა და ზედამხედველებზე მოთხოვნილება, რომლებსაც კრებები უნდა მოენახულებინათ და გაემხნევებინათ. დროდადრო ქვრივ–ობლებსა და გაჭირვებაში მყოფ სხვა ქრისტიანებსაც ესაჭიროებოდათ დახმარება. როგორ ფარავდნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ამასთან დაკავშირებულ ხარჯებს?

      დაახლოებით ახ. წ. 55 წელს ევროპასა და მცირე აზიაში მცხოვრებ არაიუდეველ ქრისტიანებს სთხოვეს, გაღატაკებულ კრებებს დახმარებოდნენ იუდეაში. კორინთის კრებისათვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე ხსნიდა, თუ როგორ გაეწია ორგანიზება „წმიდათათვის შეგროვებას“ (1 კორინთელთა 16:1). შეიძლება გაგაოცოთ კიდეც იმან, რასაც პავლეს სიტყვებიდან გაიგებთ ქრისტიანების მხრიდან შესაწირავების გაღებასთან დაკავშირებით.

      მოციქული პავლე არ ცდილობდა თანამორწმუნეთა დაყოლიებას, რომ მათ შესაწირავები გაეღოთ. სინამდვილეში, მაკედონელი ქრისტიანები, რომლებიც „შევიწროებული“ იყვნენ და „სიღატაკეში“ ცხოვრობდნენ, ‘დიდი დაჟინებით ითხოვდნენ, რომ მონაწილეობა მიეღოთ წმიდათა მომსახურებაში’ (2 კორინთელთა 8:1—4).

      მართალია, პავლე შედარებით შეძლებულ კორინთელებს მოუწოდებდა, გულუხვობაში მიებაძათ მაკედონელი ძმებისათვის. მიუხედავად ამისა, როგორც ერთ ნაშრომშია აღნიშნული, მას „არ მიუცია პირდაპირი მითითებები, არამედ თხოვნის, მოწოდების და შეთავაზების სახით გადასცა თავისი სათქმელი. ძალდატანების შემთხვევაში კორინთელები გულითადად და სითბოთი არ გაიღებდნენ შესაწირავებს“. პავლემ იცოდა, რომ „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ და არა ის, ვინც „შეწუხებით ან ძალდატანებით“ გასცემს (2 კორინთელთა 9:7).

      თანაქრისტიანებისადმი გულითად სიყვარულთან ერთად, დიდ რწმენასა და ცოდნას უნდა აღეძრა კორინთელები, რომ ნებაყოფლობით გაეღოთ შესაწირავები (2 კორინთელთა 8:7, 8).

      „როგორც გულით აირჩია“

      პავლე რაღაც კონკრეტულ რიცხვს ან პროცენტს არ ადგენდა, არამედ ასეთ რამეს სთავაზობდა მათ: „ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, წარმატებისამებრ“ (1 კორინთელთა 16:2). თუ კარგად დაგეგმავდნენ და რეგულარულად გადადებდნენ გარკვეულ თანხას, კორინთელები პავლეს მონახულების დროს არც უხალისოდ და იძულებით გაიღებდნენ შესაწირავებს და არც ემოციებზე აყოლით. თითოეულ ქრისტიანს თავად უნდა გადაეწყვიტა, რამდენს შესწირავდა, ისე, როგორც ამას ‘გულით აირჩევდა’ (2 კორინთელთა 9:5, 7).

      კორინთელებს უხვად უნდა დაეთესად, რომ უხვად მოემკათ. უკანასკნელი გროშის გაღებაზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ‘არა იმისათვის, რომ თქვენ გაჭირვება გქონდეთ’, — არწმუნებდა პავლე მათ. შესაწირავები მიიღებოდა ‘იმის მიხედვით, ვისაც რა ჰქონდა და არა იმის მიხედვით, რაც არ ჰქონდა’ (2 კორინთელთა 8:12, 13; 9:6). თავის შემდგომ წერილში მოციქული ასეთ გაფრთხილებას იძლეოდა: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე... იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). პავლე არ მოუწოდებდა ქრისტიანებს, რომ ამ პრინციპის დარღვევის ხარჯზე გაეღოთ შესაწირავები.

      აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პავლე მეთვალყურეობას უწევდა გაჭირვებაში მყოფ „წმიდათათვის შეგროვებას“. საღვთო წერილში ვერსად შეხვდებით ცნობებს იმის შესახებ, რომ პავლე ან სხვა მოციქულები ორგანიზებას უწევდნენ მეათედის შეგროვებას თავიანთი მსახურების დასაფინანსებლად (საქმეები 3:6). პავლე ყოველთვის მადლიერი იყო იმ ძღვენისა, რომელსაც კრებები უგზავნიდნენ და კეთილსინდისიერად ცდილობდა, „ტვირთად“ არ დასწოლოდა ძმებს (1 თესალონიკელთა 2:9; ფილიპელთა 4:15—18).

      შესაწირავების ნებაყოფლობით გაღება დღეს

      ნათელია, რომ პირველ საუკუნეში ქრისტეს მიმდევრები ნებაყოფლობით გასცემდნენ შესაწირავებს და არ აგროვებდნენ მეათედს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება