-
რა არის „ღვთის დასვენება“?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
-
-
ზოგი ვერ შევიდა ღვთის დასვენებაში
13, 14. რა კავშირი იყო მოსეს კანონის დაცვასა და ღვთის დასვენებაში შესვლას შორის ა) მოსეს დღეებში? ბ) პირველ საუკუნეში?
13 პავლემ ებრაელ ქრისტიანებს იმიტომ მისწერა წერილი, რომ ზოგი მათგანი ღვთის განზრახვის შესაბამისად არ მოქმედებდა (წაიკითხეთ ებრაელების 4:1 ). რა გაგებით? რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისინი ჯერ კიდევ ცდილობდნენ მოსეს კანონიდან ზოგიერთის დაცვას. დაახლოებით 1 500 წლის განმავლობაში ნებისმიერ ისრაელს, რომელსაც სურდა ღვთის განზრახვის თანახმად ცხოვრება, მოსეს კანონი უნდა დაეცვა. მაგრამ იესოს სიკვდილის შემდეგ მოსეს კანონის დაცვა აუცილებელი აღარ იყო. თუმცა იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც არ აღიარებდნენ ამას და დაჟინებით მოითხოვდნენ მოსეს კანონიდან ზოგის დაცვას.b
14 პავლემ იმ ქრისტიანებს, რომლებიც მოსეს კანონის დაცვის მომხრენი იყვნენ, აუხსნა, რომ მღვდელმთავარი იესო, ახალი შეთანხმება და სულიერი ტაძარი ბევრად აღმატებული იყო, ვიდრე ის, რასაც ისრაელის მღვდელმთავარი, ისრაელთან დადებული შეთანხმება და ფიზიკური ტაძარი განასახიერებდა (ებრ. 7:26—28; 8:7—10; 9:11, 12). პავლემ მოსეს კანონში მოცემული შაბათის დღის შესახებ კანონის საფუძველზე ახსნა, თუ როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს შევიდნენ იეჰოვას დასვენების დღეში: „ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს. ვინც ღვთის დასვენებაში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან“ (ებრ. 4:8—10). იმ ებრაელ ქრისტიანებს აღარ უნდა ეფიქრათ, რომ იეჰოვას მოწონების დამსახურება მოსეს კანონის დაცვით შეეძლოთ. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ღმერთმა თავისი კეთილგანწყობა გულმოწყალედ გადმოაფრქვია მათზე, ვინც იესო ქრისტესადმი რწმენას ავლენდა.
15. რატომ არის მორჩილება მნიშვნელოვანი, თუ ღვთის დასვენებაში შესვლას ვაპირებთ?
15 მოსეს დღეებში რამ შეუშალა ხელი ისრაელებს, შესულიყვნენ აღთქმულ მიწაზე? ურჩობამ. პავლეს დღეებში რამ შეუშალა ხელი ზოგ ქრისტიანს შესულიყო ღვთის დასვენებაში? ისევ ურჩობამ. მათ ვერ გააცნობიერეს, რომ მოსეს კანონმა თავის მიზანს მიაღწია და ახლა იეჰოვას თავისი ხალხი სხვა მიმართულებით მიჰყავდა.
-
-
რა არის „ღვთის დასვენება“?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
-
-
b ცნობილი არ არის, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ რომელიმე ებრაელი ქრისტიანი ცდილობდა თუ არა გამოსყიდვის დღის აღნიშვნას. ამგვარად მოქმედება ნამდვილად იქნებოდა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი უპატივცემლობა. მაგრამ ზოგი ებრაელი ქრისტიანი ბოლომდე ებღაუჭებოდა კანონთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტრადიციას (გალ. 4:9—11).
-