-
საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
-
-
5 იანვრის საღამოს „ტრეს რეიეს მაგოს“-ებმა („მოგვები“) სათამაშოები უნდა მიუტანონ ბავშვებს.
-
-
საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
-
-
ამ დროის განმავლობაში დიდ ყურადღებას უთმობენ „ნასიმიენტოს“ (საშობაო სცენა). რა არის ეს? ხალხის თავშეყრის ადგილებში, ეკლესიებსა თუ სახლებში ამ სცენებს ფაიფურის, ხის ან თიხის (დიდი ან პატარა) ფიგურებით დგამენ და ბაგაში მწოლიარე ახალშობილთან მუხლმოყრილ იოსებსა და მარიამს წარმოადგენენ. ხშირად სცენაში ჩართული არიან მწყემსები და „ლოს რეიეს მაგოს“ (მოგვები).
-
-
საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
-
-
როდესაც ეგრეთ წოდებული სამი ბრძენი მამაკაცი, რომლებიც სინამდვილეში ასტროლოგები იყვნენ, ცხოველების სადგომში შევიდნენ იესო და მისი მშობლები იქ აღარ იყვნენ. გავიდა დრო და ისინი საცხოვრებლად სახლში გადავიდნენ. თქვენთვის ძალზე საინტერესო იქნება ამ დეტალის ღვთის შთაგონებით დაწერილ მათეს 2:1, 11-ში წაკითხვა. იმასაც შენიშნავთ, რომ ბიბლია არაფერს ამბობს ასტროლოგების რაოდენობაზეa.
ლათინურ ამერიკაში სანტა კლაუსი მოგვებმა შეცვალეს. დღეს იქაც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მრავალი მშობელი სახლში სადმე გადამალავს ხოლმე სათამაშოებს, შემდეგ კი 6 იანვარს, დილით, ბავშვები, თითქოს მოგვების მოტანილ, სათამაშოებს ეძებენ. გამყიდველებისთვის ეს ფულის გაკეთების დროა და, როგორც მრავალი გულწრფელი ადამიანი ხვდება, ისინი მხოლოდ და მხოლოდ შეთხზული ამბების წყალობით იღებენ დიდძალ შემოსავალს. მოგვების შესახებ მითმა საკმაოდ ბევრის თვალში, მათ შორის პატარა ბავშვების თვალშიც კი, დაკარგა დამაჯერებლობა. თუმცა მრავალს არ მოსწონს, რომ ეს მითი კარგავს მორწმუნეებს, რას შეიძლება ადამიანი მოელოდეს შეთხზული ისტორიიდან, რომელიც მხოლოდ ტრადიციების დასაცავად და ფულის მოსაგებად განაგრძობს არსებობას?
-
-
საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
-
-
ასტროლოგები
მათე გვამცნობს, რომ მოგვები ანუ ასტროლოგები აღმოსავლეთიდან მივიდნენ იერუსალიმში, რათა ენახათ იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა. მეფე ჰეროდე ძალიან დაინტერესდა ამ საკითხით, მაგრამ მას კარგი არაფერი განუზრახავს. «წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვოთ, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას“». მოგვებმა იპოვეს ჩვილი, „გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური“. მაგრამ ისინი უკან, ჰეროდესთან არ დაბრუნებულან. მოგვები „სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან“. გარდა ამისა, ღმერთმა იოსები ანგელოზის მეშვეობით გააფრთხილა და ჰეროდეს განზრახვა გაუმხილა. იოსები და მარიამი თავიანთ ბავშვთან ერთად ეგვიპტეში გაიქცნენ. ულმობელმა მეფე ჰეროდემ კი, ახალი მეფის მოკვლის მიზნით ბეთლემსა და მის შემოგარენში ორი წლისა და ამაზე უმცროსი ბიჭების დახოცვა ბრძანა (მათე 2:1—16).
რას გვასწავლის ეს ცნობა?
სტუმრად მოსული მოგვები — რამდენიც უნდა ყოფილიყვნენ ისინი — ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები არ ყოფილან. ერთ-ერთი ბიბლიის თარგმანის სქოლიოში აღნიშნულია: „გრძნეულები მეფეები არ ყოფილან. ისინი მკითხავები და წარმართული რელიგიის მღვდელმსახურები იყვნენ“ (La Nueva Biblia Latinoamérica, 1989). ისინი მხოლოდ ვარსკვლავთმხრიცხველობასთან დაკავშირებული თავიანთი ცოდნის გამო მივიდნენ, ხოლო ვარსკვლავთმრიცხველობა მათთვის ყველაფერი იყო. ღმერთს რომ ყრმასთან მათი მიყვანა ნდომოდა, ის მათ პირდაპირ ჩვილთან მიიყვანდა და თავიდან იერუსალიმში, ჰეროდეს სასახლეში არ წაიყვანდა. შემდეგ ჩაერია ღმერთი და, ბავშვის დასაცავად, მათ გეზი აცვლევინა.
-