საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • 9. რა დასკვნამდე მივიდნენ შობასთან დაკავშირებით ბიბლიის მკვლევრები?

      9 ბიბლიის მკვლევრებმა საფუძვლიანად გამოიკვლიეს შობის დღესასწაული და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შობის საწყისები და ტრადიციები ღმერთს შეურაცხყოფს. 1927 წლის 14 დეკემბრის „ოქროს ხანაში“ დაიბეჭდა სტატია „შობის წარმოშობა“, რომელშიც აღინიშნა, რომ შობა დროსტარებაზე გათვლილი და კერპთაყვანისმცემლობაზე აგებული წარმართული დღესასწაული იყო. მასში გასაგებად ეწერა, რომ ქრისტეს თავისი მიმდევრებისთვის შობის აღნიშვნა არ დაუბარებია. სტატია მწვავე შენიშვნით მთავრდებოდა: „ის ფაქტი, რომ ქვეყნიერების, ხორცისა და თვით ეშმაკის სურვილი ამ დღესასწაულის აღნიშვნა და მისი უკვდავყოფაა . . . საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ იეჰოვას მიძღვნილმა მსახურებმა ის აღარ აღნიშნონ“. გასაკვირი არ არის, რომ იმ წლის დეკემბრიდან ბეთელის ოჯახს შობა აღარ უზეიმია.

      „შობა, მისი დასაბამი და მიზანი“

      1928 წლის დეკემბერში რადიოთი გადაიცა ძმა რიჩარდ ბარბერის (შემოხაზულია სურათზე) შთამბეჭდავი მოხსენება შობაზე, რომელიც იმავე წლის 12 დეკემბრის „ოქროს ხანაში“ დაიბეჭდა სათაურით „შობა, მისი დასაბამი და მიზანი“. მოხსენება შეიცავდა შემდეგ აზრებს:

      • „გამოსასყიდის გაუფასურების მიზნით სატანამ შთააგონა ხალხს, რომ ჩვილი იესოს დაბადებისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭებინათ, ვიდრე ზრდასრული იესოს სიკვდილისთვის“.

      • „ყველამ ვიცით, რომ შობის დღესასწაულზე ხშირია თავაშვებულობა, ლოთობა და ღრეობა . . . ასეთი საქციელი არც იეჰოვას მიაგებს პატივს და არც მის ძეს“.

      • „ეშმაკმა ეკლესიას წარმატებით დაამკვიდრებინა თავისი შეთითხნილი დღესასწაულები, მარხვის დღეები და სხვა რელიგიური წეს-ჩვეულებები . . . მან ხალხს ის გააკეთებინა, რაც თავად უნდოდა, და ეს ყოველივე ქრისტიანული სახელებით მოანათვლინა, რათა უზენაესი იეჰოვა ღმერთისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა“.

      ბრუკლინის ბეთელში შობა ბოლოჯერ 1926 წელს აღინიშნა; სურათზე შემოხაზულია რიჩარდ ბარბერი

      ბრუკლინის ბეთელში შობა ბოლოჯერ 1926 წელს აღინიშნა

      10. ა) რა დამატებითი მამხილებელი ფაქტები გახდა ცნობილი ბიბლიის მკვლევრებისთვის 1928 წლის დეკემბერში? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „შობა, მისი დასაბამი და მიზანი“). ბ) რა გაიგო ღვთის ხალხმა სხვა მიუღებელი დღესასწაულების შესახებ? (იხ. ჩარჩო „მხილებულია სხვა დღესასწაულები“).

      10 მომდევნო წელს ბიბლიის მკვლევრებისთვის შობის სხვა მამხილებელი ფაქტებიც გახდა ცნობილი. 1928 წლის 12 დეკემბერს რადიოთი გადაიცა მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომლის, რიჩარდ ბარბერის მოხსენება შობის დღესასწაულის წარმართულ დასაბამზე. როგორ გამოეხმაურა ღვთის ხალხი მთავარი სამმართველოდან მიღებულ ამ მკაფიო მითითებას? ჩარლზ ბრანდლინი, რომელმაც შობის აღნიშვნა ოჯახთან ერთად შეწყვიტა, იხსენებდა: „წარმართული ტრადიციების მიტოვება საერთოდ არ გაგვჭირვებია . . . ეს ისე იყო, თითქოს ჭუჭყიანი ტანსაცმელი გაგვეძროს და გადაგვეგდოს“. მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა ჰენრი კანტუელს, რომელიც მოგვიანებით მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. ის იხსენებდა: „გვიხაროდა, რომ ჩვენი სიყვარული იეჰოვას რაღაცის დათმობის ხარჯზე დავუმტკიცეთ“. ქრისტეს ერთგული მიმდევრები მზად იყვნენ, შეეცვალათ შეხედულებები და უარი ეთქვათ იმ დღესასწაულზე, რომელიც სათავეს უწმინდური თაყვანისმცემლობიდან იღებსd (იოან. 15:19; 17:14).

  • მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • d 1927 წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში ძმა ფრედერიკ ფრენცი წერდა: „წელს შობას აღარ ვიზეიმებთ. ბეთელის ოჯახმა შობის აღნიშვნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო“. რამდენიმე თვის შემდეგ ძმა ფრენცი 1928 წლის 6 თებერვლით დათარიღებულ წერილში წერდა: „უფალი თანდათანობით გვწმენდს ეშმაკის ბაბილონური ორგანიზაციის გადმონაშთებისგან“.

  • მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება