-
საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
-
-
ამ დროის განმავლობაში დიდ ყურადღებას უთმობენ „ნასიმიენტოს“ (საშობაო სცენა). რა არის ეს? ხალხის თავშეყრის ადგილებში, ეკლესიებსა თუ სახლებში ამ სცენებს ფაიფურის, ხის ან თიხის (დიდი ან პატარა) ფიგურებით დგამენ და ბაგაში მწოლიარე ახალშობილთან მუხლმოყრილ იოსებსა და მარიამს წარმოადგენენ. ხშირად სცენაში ჩართული არიან მწყემსები და „ლოს რეიეს მაგოს“ (მოგვები). დეკორაციას ცხოველების სადგომი წარმოადგენს, ირგვლივ შეიძლება რამდენიმე ცხოველიც ჩანდეს. მაგრამ ცენტრალური ფიგურა ახალშობილია, რომელსაც ესპანურად „ელ ნინიო დიოს“-ი (ბავშვი ღმერთი) ეწოდება. ეს მთავარი ფიგურა შეიძლება ამ სცენაში შობისწინა დღეს იქნეს ჩართული.
-
-
საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
-
-
ენციკლოპედია „ამერიკანა“ განმარტავს: „საშობაო სცენები მალე შობის დღესასწაულის ნაწილი გახდა. . . ეკლესიებში საშობაო გამოქვაბულის [საშობაო სცენების] დადგმა, როგორც ამბობენ წმინდა ფრანცისკოს დროიდან დაიწყეს“. ეს სცენები, რომლებითაც ქრისტეს დაბადებაა წარმოდგენილი, მექსიკის კოლონიზაციის დასაწყისში ეკლესიებში იდგმებოდა. მათ ფრანცისკელი ბერები დგამდნენ, რათა ამით ინდიელებისთვის შობის შესახებ ესწავლებინათ.
-