საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ უნდა გვახსოვდეს იესო ქრისტე?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • რასაკვირველია, იესოს დაბადება ნამდვილად ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო, მაგრამ მისი პირველი მოწაფეები მის საქმეებსა და სწავლებებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ცხადია, ღმერთი არასოდეს განიზრახავდა, რომ ქრისტეს დაბადებას დაეჩრდილა იესოს, როგორც მოწიფული მამაკაცის ცხოვრება. მაგრამ შობის დღესასწაულმა საშობაო თქმულებებით ბურუსში გახვია იესოს პიროვნება.

      შემდეგი საკითხი, რაც პრობლემას ქმნის, უშუალოდ შობის დღესასწაულის ხასიათს ეხება. დღეს რომ იესო დაბრუნებულიყო დედამიწაზე, რას იფიქრებდა ის შობასთან დაკავშირებულ კომერციულ სულისკვეთებაზე? 2000 წლის წინ იესო იერუსალიმის ტაძარში შევიდა; მან დაადანაშაულა ფულის გადამცვლელები და ვაჭრები, რომლებიც სარგებლობდნენ იუდეველთა რელიგიური დღესასწაულით და დიდ მოგებას ნახულობდნენ. „მოაშორეთ ესენი აქედან! — თქვა მან. „გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“ (იოანე 2:13—16). როგორც ვხედავთ, იესოსთვის არ იყო მისაღები კომერციული და რელიგიური საქმიანობა ერთად.

  • როგორ უნდა გვახსოვდეს იესო ქრისტე?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • „შეგვეძინა შვილი“

      თუ შობის დღესასწაულს კავშირი არა აქვს ქრისტესთან, მაშინ როგორ უნდა ცხადყონ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, რომ ახსოვთ ქრისტეს დაბადება და მისი ცხოვრება? იესოს დაბადებამდე, დაახლოებით 700 წლით ადრე, ესაიამ იწინასწარმეტყველა: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა“ (ესაია 9:6, აქ). რატომ აღნიშნა ესაიამ, რომ ამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა იესოს დაბადება და ის, რასაც ის მომავალში გააკეთებდა? რადგან იესო გახდებოდა ძლიერი მმართველი, მას ეწოდებოდა „მშვიდობის მთავარი“, ბოლო არ ექნებოდა მშვიდობას და მის უსაზღვრო ხელმწიფებას. ამასთანავე, იესოს მეფობა გამყარებული იქნებოდა „სამართლიანობითა და სიმართლით“ (ესაია 9:7, აქ)

      ანგელოზმა გაბრიელმა გაიმეორა ესაიას სიტყვები, როდესაც მარიამს აუწყა იესოს დაბადების შესახებ: „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს. და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის მეფობას ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:32, 32). აშკარაა, რომ იესოს დაბადების ძირითადი მნიშვნელობა დაკავშირებულია იმასთან, რასაც იესო, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, გააკეთებს. ქრისტეს მეფობა სარგებლობას მოუტანს ყველას, მათ შორის თქვენც და თქვენს საყვარელ ადამიანებსაც. სინამდვილეში, როგორც ანგელოზებმა აუწყეს, იესოს დაბადება მოუტანს „მშვიდობას დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკა 2:14).

      ვინ არ მოისურვებდა მშვიდობიან და სამართლიან მსოფლიოში ცხოვრებას? მაგრამ იმისათვის, რომ დავტკბეთ მშვიდობით, რომელსაც ქრისტეს მმართველობა მოიტანს, ღვთისთვის მოსაწონად უნდა ვიცხოვროთ და მასთან კარგი ურთიერთობა განვავითაროთ. როგორც იესომ მიგვითითა, პირველი ნაბიჯია, შემეცნება მივიღოთ ღმერთისა და ქრისტეს შესახებ. „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

      თუკი ზუსტი შემეცნება გვაქვს მიღებული იესოზე, ჩვენთვის ნათელი ხდება, თუ როგორ უნდა გვახსოვდეს ის. სასურველი იქნებოდა ჭამის, სმის, და საჩუქრების გაცვლა-გამოცვლის დროს გვხსომებოდა იესო იმ დღეს, როდესაც ძველ წარმართულ დღესასწაულს ზეიმობდნენ? საეჭვოა. სიკვდილის წინა ღამეს იესომ უთხრა თავის მოციქულებს, თუ რა იყო უმთავრესი: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ“ (იოანე 14:21).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება