-
სიმართლე შობა-ახალი წლის შესახებგამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
-
-
რას ამბობს ბიბლია: ბიბლიაში არ არის მოცემული იესოს დაბადების თარიღი. მაგრამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ის 25 დეკემბერს არ დაბადებულა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესოს დაბადების დროს მწყემსები „იყვნენ ველად“ და ბეთლემის მახლობლად ღამით თავიანთ ფარას დარაჯობდნენ (ლუკა 2:8). ცივი, წვიმიანი სეზონი ჩვეულებრივ ოქტომბერში იწყებოდა და ისეთ ცივ მთიან მხარეში, როგორიც ბეთლემის შემოგარენია, მწყემსებს ღამით ცხვარი საიმედოდ ჰყავდათ შეფარებული. ტემპერატურა ყველაზე მეტად დეკემბერში ეცემოდა და ზოგჯერ თოვდა კიდეც.b
აღსანიშნავია, რომ პირველ ქრისტიანებს, რომლებიც იესოსთან ერთად იყვნენ, არასდროს აღუნიშნავთ მისი დაბადების დღე. ისინი იესოს მითითებისამებრ მხოლოდ მისი სიკვდილის დღეს აღნიშნავდნენ (ლუკა 22:17—20; 1 კორინთელები 11:23—26). ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ დღეს უკვე არა აქვს მნიშვნელობა ამ დღესასწაულების წარმართულ წარმოშობას. მაგრამ ღმერთისთვის ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. იესომ თქვა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს“ (იოანე 4:23).
-
-
სიმართლე შობა-ახალი წლის შესახებგამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
-
-
რას ამბობს ბიბლია: ბიბლიაში არ არის დაკონკრეტებული, რამდენი მოგვი მივიდა იესოს სანახავად. მათი რიცხვი შესაძლოა ორი, სამი ან მეტი იყო. მართალია ბიბლიის ზოგ თარგმანში მათ ბრძენკაცები ეწოდებათ, მაგრამ მოგვი (ორიგინალში მაგი) ნიშნავს ასტროლოგს, გრძნეულს ან მისანს. ბიბლიიდან კი ვიგებთ, რომ ამის მოქმედნი „სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). აღმოსავლეთიდან ხანგრძლივი მგზავრობის გამო მოგვები იესოსთან იმ დროს არ მისულან, როცა ის ბაგაში იწვა. სავარაუდოდ, მათ რამდენიმე თვე იმგზავრეს, რის შემდეგ „სახლში შევიდნენ“, სადაც ჩვილი იესო ეგულებოდათ. იქ „დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან“ ერთად (მათე 2:11).
-
-
სიმართლე შობა-ახალი წლის შესახებგამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
-
-
ფაქტია, რომ ეს ჩვეულებრივი ვარსკვლავი არ ყოფილა. თუ ღმერთმა იესოს დაბადება თავმდაბალ მწყემსებს ანგელოზების მეშვეობით ამცნო, რატომ უნდა წაძღოლოდა ვარსკვლავის მეშვეობით წარმართ ასტროლოგებს ჯერ იესოს მტერთან და შემდეგ თავად იესოსთან? ერთადერთი ლოგიკური დასკვნა ის არის, რომ ეს ვარსკვლავი სატანისგან იყო, რომელსაც შეუძლია ასეთი სასწაულების მოხდენა (2 თესალონიკელები 2:9, 10). პარადოქსია, მაგრამ ეგრეთ წოდებული ბეთლემის ვარსკვლავი ხშირად ამშვენებს საშობაო ნაძვის ხის კენწეროს.
-
-
სიმართლე შობა-ახალი წლის შესახებგამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
-
-
რას ამბობს ბიბლია: „ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“. ჩვენი მოყვასები პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები არიან (ეფესოელები 4:25). ბიბლია იმასაც ამბობს, რომ უნდა გვიყვარდეს ჭეშმარიტება, ანუ ჭეშმარიტებას გულშიც ვლაპარაკობდეთ (ზაქარია 8:19; ფსალმუნი 15:2). შეიძლება უწყინარ ტყუილად მოგვეჩვენოს ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ საშობაოდ საჩუქრები სანტა-კლაუსს მოაქვს, მაგრამ სწორია ბავშვების მოტყუება, თუნდაც ამას ცუდი მოტივით არ ვაკეთებდეთ? განა სამწუხარო არ არის ის ფაქტი, რომ დღესასწაულზე, რომელიც ვითომ იესოს განდიდებას ემსახურება, სინამდვილეში ბავშვებს ატყუებენ?!
-
-
სიმართლე შობა-ახალი წლის შესახებგამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
-
-
რას ამბობს ბიბლია: ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სიხარულითა და გაცემის სულით გამოირჩევა. ბიბლიაში ნათქვამია: „იმხიარულეთ, მართლებო! სიხარულით იყიჟინეთ!“ (ფსალმუნი 32:11). ასეთ სიხარულს ადამიანი გაცემის შედეგად გრძნობს (იგავები 11:25). როგორც იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). იესომ ისიც თქვა, რომ გაცემა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს (ლუკა 6:38).
ასეთი გაცემა განსხვავდება ფორმალური ან იძულებითი გაცემისგან, რომლის კეთებაც საზოგადოებაში დამკვიდრებული წეს-ჩვეულების გამო გვიწევს. გაცემასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვაში წერია: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7). ისინი, ვინც ითვალისწინებენ ამ ბიბლიურ პრინციპებს, მთელი გულით გასცემენ და ამას წელიწადის ნებისმიერ დროს აკეთებენ. ასეთი სახის გაცემას კურთხევები მოჰყვება და არასოდეს არის დამამძიმებელი.
სიყალბე
ბიბლიის ფონზე შობასთან დაკავშირებული ტრადიციების განხილვისას აშკარად ჩანს, რომ ისინი ან წარმართული წარმოშობისაა ან ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიის დამახინჯება. ფაქტია, რომ ქრისტესშობას ქრისტესთან მხოლოდ სახელი აკავშირებს. როგორ შეიძინა ამ დღესასწაულმა ქრისტიანული სახე? როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, ქრისტეს სიკვდილიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ მრავალი ცრუმასწავლებელი გამოჩნდა (2 ტიმოთე 4:3, 4). ამ უსინდისო ადამიანებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ წარმართთათვის მიმზიდველი გაეხადათ ქრისტიანობა. ამგვარად, მათ წარმართებისგან თანდათანობით გადმოიღეს გავრცელებული დღესასწაულები და ქრისტიანულად „მონათლეს“.
ბიბლიაში ასეთ ცრუმასწავლებლებზე ნათქვამი იყო: „გამოგიყენებენ ყალბი სიტყვებით, მაგრამ მათთვის ძველთაგანვე გამოტანილი სასჯელი არ აყოვნებს და მათი დაღუპვა არ თვლემს“ (2 პეტრე 2:1—3).
-