საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შობა ქვეყნიური დღესასწაულია თუ რელიგიური?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
    • შობა ქვეყნიური დღესასწაულია თუ რელიგიური?

      ჩინეთში მას საშობაო ბერიკაცს უწოდებენ. ინგლისში საშობაო მამადაა ცნობილი. რუსეთში თოვლის პაპას უწოდებენ, ხოლო შეერთებულ შტატებში — სანტა კლაუსს.

      ბევრის აზრით, ეს მხიარული მოხუცი კაცი, რომელსაც დიდი მუცელი და თოვლივით თეთრი წვერი აქვს, განასახიერებს შობას. მაგრამ ისიც კარგადაა ცნობილი, რომ სანტა კლაუსი მითიური პიროვნებაა, ლეგენდა მის შესახებ ტრადიციებზეა დაფუძნებული და მეოთხე საუკუნეში არსებული ქალაქის, მირას, ეპისკოპოსთანაა დაკავშირებული (დღევანდელი თურქეთი).

      ჩვეულებები და ტრადიციები ყოველთვის დიდ ზეგავლენას ახდენდა ზეიმებზე და შობაც არ არის გამონაკლისი. მითი სანტას შესახებ ფოლკლორის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც პოპულარულ დღესასწაულთანაა დაკავშირებული. თუმცა ზოგი აცხადებს, რომ შობასთან დაკავშირებული ჩვეულებები დაფუძნებულია ბიბლიაში ჩაწერილ მოვლენებზე, სინამდვილეში უმეტესობას წარმართული სათავე აქვს.

      შემდეგი მაგალითი საშობაო ხეა. „ხის თაყვანისცემა გავრცელებული იყო წარმართ ევროპელებს შორის, რომელიც გაქრისტიანების შემდეგაც შემორჩა სკანდინავიურ ჩვეულებებს: მაგალითად, როგორიცაა: სახლისა და ფარდულის მარადმწვანე მცენარით მორთვა ახალ წელს, ეშმაკის დასაფრთხობად და შობის დროს ჩიტებისთვის ხის დადგმა“, — გვიხსნის „ენციკლოპედია ბრიტანიკა“ (The New Encyclopædia Britannica).

      ბაძგის და კიდევ სხვა მარადმწვანე მცენარეებისგან გვირგვინის გაკეთება შობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პოპულარული ჩვეულებაა. ესეც წარმართულ თაყვანისცემაში ღრმადაა ფესვგადგმული. ძველ რომში სატურნალიების დროს ტაძრის შესამკობად ბაძგის ტოტებს იყენებდნენ, შუა ზამთარში შვიდი დღე ეძღვნებოდა სატურნს, სოფლის მეურნეობის ღმერთს. ეს წარმართული დღესასწაული განსაკუთრებით ცნობილი იყო თავაშვებული ღრეობითა და უზნეობით.

      შობასთან დაკავშირებული ჩვეულება: (აქ მოცემული) ფითრის ყლორტის ქვეშ კოცნა, შეიძლება ზოგს რომანტიულად ეჩვენება, მაგრამ ეს შუა საუკუნეებში დაბრუნებაა. ძველ ბრიტანეთში ქურუმებს სწამდათ, რომ ფითრი მაგიურ ძალას ფლობდა, მას იყენებდნენ როგორც დემონების, ჯადოებისა და აგრეთვე სხვა სახის ბოროტებისგან დასაცავ საშუალებას. დროთა განმავლობაში წარმოიშვა ცრურწმენა, რომ ფითრის ქვეშ კოცნა დაქორწინებას გარანტირებდა. შობის დროს ეს ჩვეულება ჯერ კიდევ გავრცელებულია ზოგიერთ ხალხში.

      ეს შობასთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე დღევანდელი ჩვეულებაა, რომელზეც ზეგავლენა მოახდინა ან წარმოშვა წარმართულმა სწავლებებმა. მაგრამ შესაძლოა გიკვირს, როგორ მოხდა ეს. როგორ გახდა შობა, რომელიც ქრისტეს დაბადების პატივსაცემად აღინიშნება, არაქრისტიანული ჩვევების ნაწილი? და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორ უყურებს ღმერთი ამ საკითხს?

  • დღევანდელი შობის ფესვები
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
    • დღევანდელი შობის ფესვები

      მთელ დედამიწაზე მილიონობით ადამიანისთვის შობის პერიოდი წლის ყველაზე სასიხარულო დროა. ეს არის მდიდრული საჭმელების, უძველესი ტრადიციებისა და ოჯახის ერთად ყოფნის დრო. შობის დღესასწაული აგრეთვე ის პერიოდია, როდესაც მეგობრები და ნათესავები ერთმანეთს მისალოც ბარათებსა და საჩუქრებს ჩუქნიან.

      მხოლოდ 150 წლის წინათ შობა სულ სხვანაირი დღესასწაული იყო. „შობა. . . უზომო სმის დრო იყო, როდესაც ის კანონები, რომლებიც მართავდა ხალხის მოქმედებას, საზოგადოებაში თავაშვებულ კარნავალში დროებით დავიწყებული იყო და დეკემბრის მარდი გრასს ჰგავდა“, — წერს ისტორიკოსი და პროფესორი სტეფან ნისენბაუმი თავის წიგნში (The Battle for Christmas).

      მათ, ვინც შობას მოწიწებით უყურებს, ასეთმა აღწერამ შეიძლება გული ატკინოს. რატომ უნდა შეურაცხყოს ვინმემ დღესასწაული, რომელიც ღვთის ძის დაბადების დღის პატივსაცემად აღინიშნება? პასუხმა შეიძლება გაგაკვირვოთ.

      არასწორი საფუძველი

      კერძოდ კი მისი დაწესებიდან, მეოთხე საუკუნიდან, შობა ხანგრძლივი საკამათო საკითხი გახდა. მაგალითად, გასარკვევი იყო იესოს დაბადების თარიღი. რადგან ბიბლია არ აზუსტებს იესოს დაბადების არც თვეს და არც დღეს, სხვადასხვა თარიღები იქნა შეთავაზებული. მესამე საუკუნეში ეგვიპტელ თეოლოგთა ერთმა ჯგუფმა ამისთვის 20 მაისი დაადგინა, მაშინ როდესაც სხვები უპირატესობას ადრეულ თარიღებს ანიჭებდნენ, როგორიცაა: 28 მარტი, 2 ან 19 აპრილი. მე-18 საუკუნისთვის იესოს დაბადება წელიწადის ყველა თვესთან იყო დაკავშირებული. მაშ, როგორ იქნა ბოლოს არჩეული 25 დეკემბერი?

      სწავლულთა უმრავლესობა აღიარებს, რომ კათოლიკური ეკლესიის მიერ იქნა დადგენილი იესოს დაბადების დღედ 25 დეკემბერი. რატომ? «ალბათ უმეტესი მიზეზი ის იყო, რომ ადრინდელ ქრისტიანებს სურდათ, ეს თარიღი დაემთხვიათ „უძლეველი მზის დაბადების დღედ“ წოდებული წარმართულ რომაული დღესასწაულისთვის» — ნათქვამია „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“. მაგრამ ქრისტიანები, რომლებიც სასტიკად იყვნენ დევნილნი წარმართების მიერ ორ-ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რატომ უნდა დამორჩილებოდნენ თავიანთ მდევნელებს მაშინვე?

      დამახინჯების შემოტანა

      პირველ საუკუნეში მოციქული პავლე აფრთხილებდა ტიმოთეს, რომ „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები“ შემოიპარებოდნენ ქრისტიანულ კრებაში და ბევრს შეცდომაში შეიყვანდნენ (2 ტიმოთე 3:13). მოციქულების სიკვდილის შემდეგ დიდი განდგომილება დაიწყო (საქმეები 20:29, 30). მეოთხე საუკუნეში სარწმუნოების შემცვლელად წოდებულ კონსტანტინეს შემდეგ უამრავმა წარმართმა მოიყარა თავი მაშინ გავრცელებულ ქრისტიანობაში. რა შედეგით? „გულწრფელი მორწმუნეების შედარებით მცირე ჯგუფი დაიკარგა ქრისტიანებად აღკვეცილ დიდ სიმრავლეში“, — აღნიშნულია წიგნში „Early Christianity and Paganism“.

      მართლაც როგორ გამართლდა პავლეს სიტყვები! ეს ისე იყო, თითქოს ნამდვილი ქრისტიანობა წარმართულმა დამახინჯებამ შთანთქა. მაგრამ ეს წაბილწვა არსად ისე არ გამოაშკარავებულა, როგორც შობის დღესასწაულის აღნიშვნაში.

      სინამდვილეში, ერთადერთი დღესასწაული, რომელიც ქრისტიანებს ნაბრძანები აქვთ, რომ დაიცვან, არის უფლის სერობა (1 კორინთელთა 11:23–26). რადგანაც, რომაული დღესასწაული დაკავშირებული იყო კერპთაყვანისმცემლობის ჩვეულებებთან, ადრეული ქრისტიანები არ იღებდნენ მასში მონაწილეობას. ამის გამო მესამე საუკუნეში წარმართებმა უსაყვედურეს ქრისტიანებს: „თქვენ არ ინახულებთ გამოფენებს; არ იწუხებთ თავს სახალხო გამოფენებში მონაწილეობის მიღებით; უარყოფთ სახალხო წვეულებებს და გეჯავრებათ წმინდა შეჯიბრებები“. წარმართები სხვა მხრივ ტრაბახობდნენ: „ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთებს მხიარულებით, ლხინით, სიმღერებით და თამაშებით“.

      დაახლოებით მეოთხე საუკუნის 50-იანი წლებისთვის ბუზღუნი შემცირდა. ეს როგორ? რაც უფრო მეტი ცრუ ქრისტიანი შეიპარა მორწმუნეთა ჯგუფში, განდგომილებამ მით უფრო იმატა. ეს კი ხელს უწყობდა რომის იმპერიასთან კომპრომისზე წასვლას. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი წიგნი აღნიშნავს: „ეს, უეჭველად, ქრისტიანული პოლიტიკა იყო, რომ გადაეღოთ წარმართული დღესასწაულები, რომლებიც ხალხს ტრადიციებმა შეაყვარა და მათთვის ქრისტიანული მნიშვნელობა მიეცათ“, — აღნიშნავს წიგნი „წარმართობა ჩვენს ქრისტიანობაში“. დიახ, დიდ განდგომილებას თავისი შედეგები მოჰქონდა. ეგრეთ წოდებული ქრისტიანების მზადყოფნამ, შეეთვისებინათ წარმართული დღესასწაულები, ახლა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. მალე ქრისტიანებმა შემოიღეს იმდენივე ყოველწლიური დღესასწაული, რამდენიც წარმართებმა. გასაკვირი არაა, რომ შობა მათ შორის პირველი იყო.

      საერთაშორისო დღესასწაული

      ევროპაში ქრისტიანობის გაბატონებული ფორმის გავრცელებასთან ერთად გავრცელდა შობის აღნიშვნა. კათოლიკურმა ეკლესიამ გაითავისა თვალსაზრისი, რომ მართებული იყო მხიარული დღესასწაული ყოველთვის ეზეიმათ იესოს დაბადების დღის პატივსაცემად. შესაბამისად ახ. წ. 567 წელს ქალაქ ტურის საკრებულომ „12 დღე შობიდან ნათლისღებამდე წმინდად და სადღესასწაულო დროდ გამოაცხადა“ (The Catholic Encyclopedia for School and Home).

      შობამ მალევე შეითვისა ჩრდილოეთ ევროპული წარმართული მოსავლის აღების დღესასწაულების მრავალი თავისებურებები. მხიარულობა უფრო შემორჩა, ვიდრე ღვთისმოსაობა, რადგანაც მოქეიფენი გაუმაძღრად ჭამდნენ და სვამდნენ. აღვირახსნილობის წინააღმდეგ გამოსვლის ნაცვლად, ეკლესია მას მხარს უჭერდა (შეადარე რომაელთა 13:13; 1 პეტრე 4:3). პაპმა გრეგორ პირველმა ახ. წ. 601 წელს თავის მისიონერს ინგლისში, მელიტეს, მისწერა, რომ „კი არ შეეწყვიტა უძველესი წარმართული დღესასწაულების აღნიშვნა, არამედ ეკლესიის რიტუალებში გამოეყენებინა ისინი, მხოლოდ წარმართული მოტივები ქრისტიანულით შეეცვალათ“. ამას გვაუწყებს არტურ ვიგოლი, რომელიც ერთ დროს ანტიკური ეგვიპტის მთავრობის შემსწავლელი იყო.

      შუა საუკუნეებში ცვლილებებს მოწყურებული პიროვნებები გრძნობდნენ ასეთი შემწყნარებლობის წინააღმდეგ თამამად გამოსვლის აუცილებლობას. ისინი უშვებდნენ უამრავ დადგენილებას „შობის ლხინის ბოროტად გამოყენების“ წინააღმდეგ. დოქტორი პენე რესტადი თავის წიგნში ამბობს: „სამღვდელოების ზოგიერთი წარმომადგენელი ხაზს უსვამდა, რომ არასრულყოფილ ადამიანებს ესაჭიროებოდათ განსაკუთრებული დრო, როდესაც თავაშვებულობასა და ზედმეტობებს მიეცემოდნენ და ეს ქრისტიანული მეთვალყურეობით მოხდებოდა. ეს მხოლოდ დაემატა არევ-დარევას. თუმცა, ეს არ ქმნიდა დიდ სხვაობას, რადგან წარმართული ჩვეულებები ისე მჭიდროდ იყო შობასთან შერწყმული, რომ ხალხის უმრავლესობას არ უნდოდა მისი დავიწყება. მწერალი ტრისტრამ კოფინი ამას ასე გადმოსცემს: „ხალხი აკეთებდა ზუსტად იმას, რასაც ყოველთვის და მცირე ყურადღებას უთმობდა ზნეობრივ საკითხებზე მსჯელობას“ (Christmas in America—A History).

      იმ დროისთვის, როდესაც ევროპელებმა დასავლეთ ნახევარსფეროში დაიწყეს გადასახლება, შობა კარგად ცნობილი დღესასწაული იყო. და მაინც შობა არ მიიღეს ბრიტანეთის კოლონიებში. 1659—1681 წლებში მასაჩუსეტში პურიტანი რეფორმატორები ამ დღესასწაულს უყურებდნენ როგორც წარმართულს და ამიტომ აკრძალეს.

      აკრძალვის გაუქმების შემდეგ შობის დღესასწაული მთელ კოლონიებში გავრცელდა, განსაკუთრებით სამხრეთ ნიუ-ინგლედში. მაგრამ დღესასწაულის წარსულზე დაფიქრებით არ არის გასაკვირი, რომ ზოგი კარგი დროის გატარებით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე ღვთის ძისთვის პატივისცემით. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი შედეგები ჰქონდა ალილოზე სიარულს, საშობაო ჩვეულებას. ახალგაზრდებისგან შემდგარი ხმაურიანი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შეძლებული მეზობლების სახლებში და საჭმელ-სასმელი უფასოდ მოეთხოვათ სხვადასხვა ოინების ჩატარებით. თუ არ გაუმასპინძლდებოდნენ, ჩვეულებრივ, წყევლიდნენ და ხანდახან სახლსაც უოხრებდნენ.

      ამასთან დაკავშირებით მდგომარეობა 1820 წელს ისე გაუარესდა, რომ „შობის დროს უწესრიგობა საზოგადოებისთვის მწვავე საშიშროება გახდა“, — ამბობს პროფესორი ნისენბაუმი. ნიუ-იორკისა და ფილადელფიის მსგავს ქალაქებში მდიდარი მიწათმფლობელები ქონების დასაცავად მცველებს ქირაობდნენ. ნათქვამიც კი არის, რომ ქალაქ ნიუ-იორკმა 1827—1828 წლებში ჩამოაყალიბა პროფესიონალი პოლიცია შობის დროს თავაწყვეტილი ძალადობის შესაკავებლად!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება