საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთისთვის მიუღებელი დღესასწაულები
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • 5. საიდან ვიცით, რომ იესო 25 დეკემბერს არ დაბადებულა?

      5 ბიბლიაში არაფერი წერია იესოს დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ. მისი დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა ვიცით, რომ ის არ დაბადებულა 25 დეკემბერს, შუა ზამთარში.b ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, რომ იესოს დაბადების დროს მწყემსები ველად იყვნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ (ლუკა 2:8—11). ამის მოხსენიებას აზრი არ ექნებოდა, თუ ისინი მთელი წლის განმავლობაში ველად იქნებოდნენ. ვინაიდან ბეთლემში ზამთრობით ხშირად წვიმს და თოვს, მწყემსებს ცხვარი ფარეხში ეყოლებოდათ და არა ველად. ამასთანავე, იოსები და მარიამი კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით ბეთლემში გაემგზავრნენ, რათა აღწერილიყვნენ (ლუკა 2:1—7). საეჭვოა, რომ შუა ზამთარში კეისარს რომის მმართველობით უკმაყოფილო ხალხისთვის მშობლიურ ქალაქებში წასვლა ებრძანებინა.

  • ღვთისთვის მიუღებელი დღესასწაულები
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • ამასთანავე, „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ წერია, რომ მითრას თაყვანისმცემლები 25 დეკემბერს „უძლეველი მზის დაბადების დღეს“ აღნიშნავდნენ. „შობის დღესასწაული იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა მზის კულტი რომში განსაკუთრებით იყო გავრცელებული“, ანუ ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით სამი საუკუნის შემდეგ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება