საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მოვიდეს შენი სამეფო“
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • 13. როგორ ახსნა იესომ იგავის მეშვეობით, რომ ის ზეცაში დაბრუნებისთანავე არ გახდებოდა მესიანური სამეფოს მეფე?

      13 იგავი მინებზე (წაიკითხეთ ლუკას 19:11—13). იესო ამ იგავს ახ. წ. 33 წელს მოჰყვა, როცა იერუსალიმში ბოლოჯერ მიემგზავრებოდა. ზოგი მისი მსმენელი ფიქრობდა, რომ იესო სამეფოს იერუსალიმში ჩასვლისთანავე დააარსებდა. ამ მცდარი აზრის გასაქარწყლებლად და იმის საჩვენებლად, რომ სამეფოს შექმნამდე კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, იესომ საკუთარი თავი „ერთ დიდგვაროვანს“ შეადარა, რომელიც „შორეულ ქვეყანაში წავიდა, რომ სამეფო ძალაუფლება მიეღო“.a ეს „შორეული ქვეყანა“ ზეცა იყო, სადაც იესოს მამისგან სამეფო ძალაუფლება უნდა მიეღო. თუმცა იესომ იცოდა, რომ ზეცაში დაბრუნებისთანავე არ გახდებოდა ღვთის მესიანური სამეფოს მეფე. ის ღვთის მარჯვნივ უნდა მჯდარიყო და მოეცადა. როგორც აღმოჩნდა, იესომ არაერთი საუკუნე იცადა (ფსალმ. 110:1, 2; მათ. 22:43, 44; ებრ. 10:12, 13).

  • „მოვიდეს შენი სამეფო“
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • a იესოს იგავმა მსმენელებს შესაძლოა ჰეროდე დიდის ვაჟი, არქელაე, გაახსენა. სიკვდილამდე ჰეროდემ არქელაე მომავალ მემკვიდრედ ცნო, რომელიც იუდეისა და სხვა მხარეების მმართველი უნდა გამხდარიყო. თუმცა გამეფებამდე მას გრძელი გზა უნდა გაევლო რომამდე კეისარ ავგუსტუსისგან ძალაუფლების მისაღებად.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება