საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „არც დღე იცით და არც საათი“
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 სექტემბერი
    • ცხებულები ცხადყოფენ, რომ მზად არიან

      11. რატომ დაასკვნა ზოგიერთმა ცხებულმა 1914 წლის შემდეგ, რომ უფალი აყოვნებდა მოსვლას?

      11 გავიხსენოთ იესოს იგავები ქალწულებსა და ტალანტებზე. ამ იგავებში მოხსენიებულ ქალწულებსა და მონებს რომ სცოდნოდათ, თუ როდის მოვიდოდა მათი ნეფე ან ბატონი, ფხიზლად ყოფნა არ დასჭირდებოდათ. მაგრამ მათ ეს არ იცოდნენ, ამიტომ მზად უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხებულები ათწლეულების მანძილზე 1914 წელს მნიშვნელოვან თარიღად მიიჩნევდნენ, ზუსტად არ ესმოდათ, რა მოხდებოდა ამ წელს. როდესაც მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მოელოდნენ, ზოგიერთებმა იფიქრეს, რომ ნეფე აყოვნებდა მოსვლას. მოგვიანებით ერთი ძმა იხსენებდა: „ზოგიერთი ჩვენგანი სერიოზულად ფიქრობდა, რომ 1914 წლის ოქტომბრის პირველივე კვირაში ზეცაში წავიდოდით“.

      12. როგორ დაამტკიცეს ცხებულებმა, რომ ერთგულები და გონიერები იყვნენ?

      12 წარმოიდგინეთ, რამდენად გულდასაწყვეტი იქნებოდა, რომ აღსასრული, რომელსაც ასე ელოდნენ, არ დადგა. ამას ისიც დაემატა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ძმები დიდ წინააღმდეგობებს შეხვდნენ. დადგა ერთგვარი უმოქმედობის, მიძინების პერიოდი. მაგრამ 1919 წელს რაღაცამ გამოაღვიძა ისინი. იესო მოვიდა ღვთის სულიერ ტაძარში, რათა ჩაეტარებინა შემოწმება. ამ შემოწმებამ ცხადყო, რომ ყველა არ იმსახურებდა მეფის დავალების შესრულების პატივს (მათ. 25:16). იგავში მოხსენიებული უგუნური ქალწულების მსგავსად, მათ გულდასმით არ შეასრულეს თავიანთი საქმე ანუ არ შეავსეს სულიერი ზეთის მარაგი. როგორც ზარმაცმა მონამ, არც მათ მოისურვეს, გაეღოთ რაიმე მსხვერპლი სამეფოს მხარდასაჭერად. მაგრამ ცხებულთა უმეტესობამ ომიანობის მძიმე წლების მიუხედავად გამოავლინა ურყევი ერთგულება და თავიანთი ბატონისადმი მსახურების ძლიერი სურვილი.

  • „არც დღე იცით და არც საათი“
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 სექტემბერი
    • 15, 16. როგორ დაჯილდოვდა ერთი ქრისტიანი წყვილი მსახურებაში გულმოდგინებისთვის და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მსგავსი მაგალითებიდან?

      15 სხვა ცხვარიც აქტიურად არის დაკავებული ბატონის საქმის შესრულებით და სრულად უჭერს მხარს ქრისტეს ძმებს (მათ. 25:40). იესოს იგავში მოხსენიებული ბოროტი და ზარმაცი მონისგან განსხვავებით, ისინი მზადყოფნით იღებენ მსხვერპლს და ახმარენ ძალისხმევას, რომ სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ. მაგალითად, როდესაც ჯონი და მასაკო მიიწვიეს კენიაში ჩინურენოვან ტერიტორიაზე საქადაგებლად, ისინი დარწმუნებულნი არ იყვნენ, შეძლებდნენ თუ არა იქ გადასვლას. მაგრამ მათ ილოცეს, გადახედეს თავიანთ მდგომარეობას და მიიღეს მოწვევა.

      16 ჯონისა და მასაკოს ძალისხმევას უამრავი კურთხევა მოჰყვა. ამ წყვილის თქმით, იქ მსახურება მართლაც გასაოცარია. მათ უამრავი საინტერესო შემთხვევა ჰქონდათ და შვიდი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ისინი ყოველდღე მადლობას უხდიან იეჰოვას, რომ იქ მსახურების შესაძლებლობა მიეცათ. რა თქმა უნდა, სხვა მრავალი და-ძმაც თავისი გადაწყვეტილებებით ცხადყოფს, რომ სრულად არიან დაკავებული ღვთის მსახურებით, იმისდა მიუხედავად, თუ როდის დადგება აღსასრული. დაფიქრდით იმ ათასობით და-ძმაზე, რომლებმაც სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ მისიონერად მსახურება დაიწყეს. კარგი იქნებოდა, თუ გავეცნობოდით ამ განსაკუთრებულ მსახურებას და წავიკითხავდით 2001 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ მოცემულ სტატიას: „ვაკეთოთ ყველაფერი საუკეთესოდ, რაც ჩვენს ძალებს შესწევს!“. მისიონერული მსახურების ერთი დღის შესახებ ამ განსაცვიფრებელი ინფორმაციის კითხვისას დაფიქრდით, თქვენ როგორ შეძლებდით ღვთის განდიდებაში მეტი მონაწილეობისა და შედეგად მეტი სიხარულის მიღებას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება