საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 114 გვ. 264-გვ. 265 აბზ. 4
  • ძალაუფლებით მოსილი იესო ცხვრებს თხებისგან გამოარჩევს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ძალაუფლებით მოსილი იესო ცხვრებს თხებისგან გამოარჩევს
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • როგორი მომავალი მოელის ცხვრებსა და თხებს?
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-10
  • ერთგულად დაუჭირეთ მხარი ქრისტეს ძმებს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • საიდან მოვიდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი უამრავი ხალხი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 114 გვ. 264-გვ. 265 აბზ. 4
ყველა ერიდან შეკრებილი ხალხი ზეცას შესცქერის და ელის იესოს მოსვლას ხალხების გასასამართლებლად

თავი 114

ძალაუფლებით მოსილი იესო ცხვრებს თხებისგან გამოარჩევს

მათე 25:31—46

  • იესოს იგავი მოჰყავს ცხვრებსა და თხებზე

იესო კვლავ ზეთისხილის მთაზეა. ცოტა ხნის წინ მან მოიყვანა იგავები ათ ქალწულსა და ტალანტებზე. როგორ დაასრულებს იესო მოციქულებთან თავისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნის შესახებ მსჯელობას? მას ახლა ბოლო მაგალითი მოჰყავს, რომლებიც ცხვრებს და თხებს ეხება.

იესო ასეთი სიტყვებით იწყებს იგავს: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება“ (მათე 25:31). იესოს სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ მაგალითში მთავარი ფიგურა თავადაა. იესო ხშირად უწოდებდა საკუთარ თავს „კაცის ძეს“ (მათე 8:20; 9:6; 20:18, 28).

იესო ზის თავის დიდებულ ტახტზე და აკურთხებს ცხვრისმაგვარ ადამიანებს

როდის შესრულდება ეს წინასწარმეტყველური შინაარსის მაგალითი? ეს მაშინ მოხდება, როცა იესო „თავისი დიდებით“ ანგელოზებთან ერთად მოვა და „დიდებულ ტახტზე დაჯდება“. მან მოწაფეებთან საუბრის დროს უკვე აღნიშნა, რომ იხილავდნენ „ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“ ანგელოზებთან ერთად. როდის მოხდება ეს? „მაშინვე, იმ დღეების გასაჭირის შემდეგ“ (მათე 24:29—31; მარკოზი 13:26, 27; ლუკა 21:27). ასე რომ, ეს წინასწარმეტყველური იგავი მაშინ შესრულდება, როცა იესო თავისი დიდებით მოვა. რას გააკეთებს იმ დროს?

იესო ხსნის: „როცა მოვა კაცის ძე . . . შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ“ (მათე 25:31—33).

ცხვრების შესახებ, რომლებსაც მეფე თავის მარჯვნივ ანუ საპატიო ადგილას აყენებს, იესო ამბობს: «მაშინ მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ ეტყვის: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო“» (მათე 25:34). რატომ იმსახურებენ ცხვრები მეფის კეთილგანწყობას?

მეფე ეუბნება მათ: „მშიოდა და მაჭამეთ, მწყუროდა და დამალევინეთ, უცხო ვიყავი და სტუმართმოყვარულად მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და ჩამაცვით, ავად ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ“. როდესაც ცხვრები ანუ „მართლები“ ეკითხებიან მეფეს, როდის გაუკეთეს მას ამდენი სიკეთე, ის პასუხობს: „რაც კი ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმას გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“ (მათე 25:35, 36, 40, 46). მათ ასეთი საქმეები ზეცაში არ გაუკეთებიათ, რადგან იქ არავინაა ავადმყოფი თუ მშიერ-მწყურვალი. აშკარაა, მათ ქრისტეს ძმებს დედამიწაზე გაუკეთეს სიკეთე.

თხისმაგვარი ადამიანები

რის თქმა შეიძლება თხებზე, რომლებსაც მეფე მარცხენა მხარეს აყენებს? იესო ამბობს: «მაშინ [მეფე] თავის მარცხნივ მდგომთაც ეტყვის: „წადით აქედან, დაწყევლილებო, მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული, რადგან მშიოდა და არ მაჭამეთ, მწყუროდა და არ დამალევინეთ, უცხო ვიყავი და სტუმართმოყვარულად არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ ჩამაცვით, არ მომხედეთ არც ავადმყოფობისას და არც საპყრობილეში“» (მათე 25:41—43). ამ სასჯელს თხები იმიტომ იმსახურებენ, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ქრისტეს ძმებს კეთილი საქმეები არ გაუკეთეს, რისი გაკეთებაც მართებდათ.

მოციქულები ხედავენ, რომ განაჩენი, რომელსაც მეფე მომავალში გამოიტანს, საბოლოო იქნება. იესო ამბობს: «ის [მეფე] კი ეტყვის პასუხად: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: რაც არ გაუკეთეთ არც ერთ ამ უმცირესთაგანს, მე არ გამიკეთეთ“. და ესენი მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ» (მათე 25:45, 46).

მოწაფეებისთვის იესოს მიერ გაცემული პასუხი ჩვენ, მის მიმდევრებს, ბევრ რამეზე გვაფიქრებს და გვეხმარება, შევამოწმოთ საკუთარი თავი, თუ როგორი აზროვნება გვაქვს და როგორ ვიქცევით.

  • ვის განასახიერებს ცხვრებსა და თხებზე მოყვანილ იგავში „მეფე“, და როდის შესრულდება ეს წინასწარმეტყველური იგავი?

  • რატომ დაიმსახურებენ „ცხვრები“ იესოს კეთილგანწყობას?

  • რის საფუძველზე ჩათვლის იესო გასამართლებისას ზოგს „თხად“, და როგორ მომავალი ელით „ცხვრებსა და თხებს“?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება