საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღრმად ჩაიბეჭდე გონებაში იეჰოვას დღე
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
    • ადამიანების გადარჩევა

      8. ა) მათეს 13:24—30, 36—43-ში აღწერილის თანახმად, კიდევ რა დააკავშირა იესომ ამ სისტემის უკანასკნელ დღეებთან? ბ) რას ნიშნავს იესოს იგავი?

      8  იესომ ამ სისტემის უკანასკნელ დღეებთან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც დააკავშირა. ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა „სამეფოს ძეების ბოროტის ძეებისგან“ გამორჩევა. იესომ ეს მოიხსენია თავის იგავში, რომელიც მტრის მიერ ყანაში ღვარძლის დათესვას ეხებოდა. ამ იგავში „ხორბალი“ ჭეშმარიტ სულითცხებულ ქრისტიანებს განასახიერებს; „ღვარძლს“ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან, მაგრამ თავიანთი ცხოვრებით ამტკიცებენ, რომ „ბოროტის ძენი“ არიან, რადგან ეშმაკის ძალაუფლებაში მყოფ ქვეყნიერებაში რჩებიან. ისინი გამოყოფილნი არიან „[ღვთის] სამეფოს ძეთაგან“ და გასანადგურებლად არიან ნიშანდადებულნი (მათე 13:24—30, 36—43, აქ). მოხდა უკვე ადამიანთა ასეთი გადარჩევა?

      9. ა) რა დაყოფა მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ყველა იმ ადამიანს შორის, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებდნენ თავს? ბ) როგორ დაამტკიცეს სულითცხებულმა ქრისტიანებმა, რომ ღვთის სამეფოს ჭეშმარიტი მსახურები იყვნენ?

      9  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ყველა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, ორ კლასად დაიყო: 1) ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება და მათი მრევლი, რომლებმაც ერთა ლიგის (დღევანდელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის) მხარდამჭერებად გამოაცხადეს თავი და, ამავდროულად, თავგამოდებული ნაციონალისტებიც იყვნენ. 2) ომის შემდგომ პერიოდში მცხოვრები ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც ღვთის მესიანური სამეფოს ერთგული მხარდამჭერები იყვნენ და არა მსოფლიო ერების (იოანე 17:16). სწორედ მათ წამოიწყეს „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ მთელ მსოფლიოში ქადაგება, რითაც დაამტკიცეს, რომ ღვთის სამეფოს ჭეშმარიტი მსახურები იყვნენ (მათე 24:14, აქ). რა შედეგი მოჰყვა მათ ქადაგებას?

      10. რა შედეგი მოიტანა თავდაპირველად სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობამ?

      10  თავდაპირველად თავი მოეყარა ღვთის სულით ცხებულთა დარჩენილ ნაწილს, რომლებსაც ქრისტესთან ერთად ზეციერ სამეფოში მეფობის პერსპექტივა აქვთ. თუმცა ისინი ერებს შორის იყვნენ მიმოფანტული, ერთ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ. ამჟამად მოახლოებულია ის დროს, როცა სულითცხებულთათვის ნიშნის დადება დასრულდება (გამოცხადება 7:3, 4).

      11. ა) რა საქმიანობა გრძელდება დღემდე და რომელ წინასწარმეტყველებასთანაა დაკავშირებული? ბ) რაზე მიანიშნებს ამ წინასწარმეტყველების შესრულება?

      11  შემდეგ კი ქრისტეს ხელმძღვანელობით „უამრავი ხალხის... ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ შეკრება დაიწყო. ისინი „სხვა ცხვრებს“ შეადგენენ, რომლებიც გადაიტანენ „დიდ გასაჭირს“ და ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებენ (გამოცხადება 7:9, 14; იოანე 10:16). ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება დღემდე არ შეწყვეტილა და ეს საქმიანობა აღსასრულის დადგომამდე გაგრძელდება. „სხვა ცხვრების“ ნაწილი „უამრავი ხალხი“, რომლის რიცხვიც ამჟამად მილიონებს აღწევს, ერთგულად ეხმარება სულითცხებულთა დარჩენილ ნაწილს სამეფოს შესახებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობის გავრცელებაში. ამ ცნობას ყველა ერი ისმენს.

  • ღრმად ჩაიბეჭდე გონებაში იეჰოვას დღე
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
    • უპირველესად აღსანიშნავია ის, რომ ჯერ არ დამთავრებულა ადამიანების გადარჩევა იმის მიხედვით, თუ ვინ უჭერს მხარს ღვთის სამეფოს და ვინ არა. იმ მხარეებში, სადაც ღვთის მსახურები წლების მანძილზე დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ, ამჟამად ახალი მოწაფეების რიცხვმა იმატა. იმ ადგილებშიც კი, სადაც ადამიანები არ იღებენ სასიხარულო ცნობას, ჩვენი ქადაგება იეჰოვას გულმოწყალების მაჩვენებელია. ასე რომ, განვაგრძოთ ქადაგება! იესო გვარწმუნებს, რომ, როდესაც ქადაგება დასრულდება, აღსასრულიც დადგება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება