საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • 6. ა) როგორ შესრულდა მალაქიას წინასწარმეტყველება ფართო მასშტაბით? ბ) დროის რომელ მონაკვეთში შეამოწმა იესომ სულიერი ტაძარი? (იხილეთ ასევე შენიშვნა)

      6 როგორ შესრულდა მალაქიას წინასწარმეტყველება ფართო მასშტაბით? 1914 წლამდე ათწლეულების განმავლობაში ჩარლზ ტეიზ რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა იგივე საქმე შეასრულეს, რაც იოანე ნათლისმცემელმა. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში იგულისხმებოდა ბიბლიური ჭეშმარიტების აღდგენა. ბიბლიის მკვლევრები ასწავლიდნენ ჭეშმარიტებას ქრისტეს გამოსასყიდზე, ამხელდნენ ცრუ სწავლებას ჯოჯოხეთის ცეცხლზე და აცხადებდნენ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები იწურებოდა. თუმცა იმ პერიოდში არაერთი რელიგიური ჯგუფი არსებობდა, რომლებიც თავს ქრისტეს მიმდევრებად თვლიდნენ. ამიტომ წამოიჭრა ძალზედ მნიშვნელოვანი კითხვა: ვინ იყო მათ შორის ხორბლის კლასი? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად იესომ 1914 წელს სულიერი ტაძრის შემოწმება დაიწყო. შემოწმებისა და განწმენდის საქმე მოიცავდა დროის მონაკვეთს 1914 წლიდან 1919 წლის ადრეულ პერიოდამდე.c

      შემოწმებისა და განწმენდის წლები

      7. რა აღმოაჩინა იესომ, როცა 1914 წელს შემოწმება დაიწყო?

      7 რა აღმოაჩინა იესომ, როცა შემოწმება დაიწყო? მან ნახა, რომ არსებობდა გულმოდგინე ბიბლიის მკვლევრების პატარა ჯგუფი, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სამქადაგებლო საქმის შესასრულებლად არ იშურებდა ძალებსა და შესაძლებლობებს.d წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდნენ იესო და ანგელოზები, როცა აღმოაჩენდნენ, რომ არსებობდა მცირერიცხოვანი, მაგრამ ხორბლის მტკიცე „ღეროებისგან“ შემდგარი ჯგუფი, რომელიც ვერ მოეშთო სატანის სარეველას! ამგვარად, საჭირო გახდა ცხებულ ქრისტიანთა ანუ „ლევის ძეთა განწმენდა“ (მალ. 3:2, 3; 1 პეტ. 4:17). ვნახოთ, რატომ.

      8. როგორ განვითარდა მოვლენები 1914 წლის შემდეგ?

      8 ზოგიერთ ბიბლიის მკვლევარს 1914 წლის მიწურულს გული გაუტეხა იმ ფაქტმა, რომ არ მოხდა მათი ზეცად ამაღლება. 1915-1916 წლებში ორგანიზაციის გარედან მომდინარე წინააღმდეგობამ შეანელა სამქადაგებლო საქმიანობა. უფრო უარესი: 1916 წლის ოქტომბერში ძმა რასელის სიკვდილის შემდეგ გარკვეულმა წინააღმდეგობამ ორგანიზაციის შიგნითაც იჩინა თავი. ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 7 ხელმძღვანელი პირიდან 4 რუტერფორდის ხელმძღვანელად არჩევის წინააღმდეგ წავიდა. ისინი ძმებს შორის განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობდნენ. თუმცა 1917 წლის აგვისტოში მათ დატოვეს ბეთელი. ეს მართლაც რომ განწმენდა იყო! ამავე დროს, ზოგიერთი ბიბლიის მკვლევარი კაცთმოშიშების მახეშიც გაება. თუმცა მთლიანობაში ბიბლიის მკვლევრები, როგორც ჯგუფი, მზადყოფნით გამოეხმაურნენ განწმენდის პროცესს და მოახდინეს საჭირო ცვლილებები. აქედან გამომდინარე, იესომ ეს ქრისტიანები ჭეშმარიტ ხორბლის კლასად მიიჩნია და უარყო ყველა ცრუ ქრისტიანი, მათ შორის ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრევლი (მალ. 3:5; 2 ტიმ. 2:19).

  • „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • c მე-6 აბზაცი. ეს არის ახალი გაგება. ადრე ვფიქრობდით, რომ იესომ 1918 წელს შეამოწმა სულიერი ტაძარი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება