-
2000 — განსაკუთრებული თარიღია?საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ნოემბერი
-
-
ზოგი რელიგიური დაჯგუფებისთვის 2000 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მომდევნო წელს იესო დაბრუნდება ზეთისხილის მთაზე და, წიგნ „გამოცხადების“ თანახმად, მეგიდოს ველზე გამართავს ომს, არმაგედონს (გამოცხადება 16:14—16). ამ მოვლენების მოლოდინში შეერთებული შტატების ასობით მოსახლე ყიდის სახლს, თითქმის მთელ ქონებას და ისრაელში მიემგზავრება. საინფორმაციო წყაროების ცნობით, მათ კი, ვისაც ისრაელში წასვლა არ შეუძლია, შეერთებული შტატების გამოჩენილი ევანგელისტი დაჰპირდა, რომ ქრისტეს დაბრუნებასთან დაკავშირებით ფერად სატელევიზიო რეპორტაჟს მოუმზადებს.
-
-
როდის დაიწყება მესამე ათასწლეული?საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ნოემბერი
-
-
აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა? მაგალითად, არის მესამე ათასწლეულის დაწყება იესო ქრისტეს იმ ათასწლიანი მმართველობის დასაწყისის აღმნიშვნელი, რომელზეც წიგნ „გამოცხადებაშია“ ლაპარაკი? არა. ბიბლია არსად მიუთითებს, მესამე ათასწლეულსა და ქრისტეს ათასწლიან მმართველობას შორის კავშირზე.
იესომ თარიღებზე ფიქრთან დაკავშირებით მოწაფეები გააფრთხილა: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ, დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“ (საქმეები 1:7). ადრე იესომ ისიც თქვა, რომ თვითონაც არ იცოდა, როდის მოხდებოდა ამ ბოროტი სისტემის განსჯა, რასაც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა მოჰყვებოდა. მან აღნიშნა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:36).
გონივრულია, რომ ქრისტეს დაბრუნებას მისი ადამიანად მოვლინებიდან ზუსტად 2 000 წლის შემდეგ ველოდეთ? სრულიადაც არა. ცხადია, იესოს ეცოდინებოდა თავისი დაბადების თარიღი. არც ის შეეშლებოდა, როგორ გადაეთვალა ამ თარიღიდან 2 000 წელი. მაგრამ მან არ იცოდა თავისი მოსვლის დღე და საათი. ასე რომ, აშკარაა, ამ თარიღის ზუსტად დადგენა ადვილი არ იქნებოდა. „დროები და ვადები“ მამის განკარგულებაში იყო — როდის რა უნდა მომხდარიყო, მხოლოდ მას უნდა სცოდნოდა.
გარდა ამისა, იესოს თავისი მიმდევრებისთვის არ უთქვამს, რომ ისინი რომელიმე კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე დალოდებოდნენ. მას არც ის უთქვამს, რომ ერთად შეკრებილიყვნენ და ისე დალოდებოდნენ, არამედ დაავალა, გაფანტულიყვნენ „ქვეყნის კიდემდე“ და მოწაფეებად ყველა ერის ხალხი გაეხადათ. იესოს ეს მითითება ძალაში დარჩა (საქმეები 1:8; მათე 28:19, 20).
გაუცრუვდებათ მათ მომავალ ათასწლეულთან დაკავშირებული იმედი?
მიუხედავად ამისა, ზოგი რელიგიური ფანატიკოსი დიდი იმედით მოელის 2000 წელს. მათ სწამთ, რომ რამდენიმე თვეში სიტყვასიტყვით შესრულდება წიგნ „გამოცხადების“ გარკვეული წინასწარმეტყველებები. მათი აზრით, თითოეული მათგანი პირადად მიიღებს მათ შესრულებაში მონაწილეობას. მაგალითად, ისინი მიუთითებენ გამოცხადების 11:3, 7, 8-ის წინასწარმეტყველებაზე, სადაც ლაპარაკია ორი მოწმის შესახებ; ისინი წინასწარმეტყველებენ „დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც“. ქადაგების დამთავრებისთანავე, მათ უფსკრულიდან ამომავალი მძვინვარე მხეცი ხოცავს.
ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზ მეგეზინ“-ის 1998 წლის 27 დეკემბრის ნომერში ნათქვამი იყო, რომ ერთმა რელიგიური დაჯგუფების წინამძღოლმა „თავის მიმდევრებს უთხრა, რომ თვითონ არის იმ ორი მოწმიდან ერთ-ერთი, რომელიც დედამიწის მომავალ განადგურებასა და უფლის მოსვლას გამოაცხადებს და რომელსაც შემდეგ სატანა იერუსალიმის ქუჩებში მოკლავს“. გასაგებია, რომ ისრაელის მმართველები აფორიაქებული არიან. მათ ეშინიათ, რომ ზოგი ექსტრემისტი ვაითუ თვითონ შეეცადოს წინასწარმეტყველების ‘შესრულებას’ და საამისოდ შეიარაღებულ შეტაკებასაც კი არ მოერიდოს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთს თავისი განზრახვის შესასრულებლად ადამიანების „დახმარება“ არ სჭირდება. ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება ღვთის მიერ დადგენილ დროსა და მისი ნებისამებრ შესრულდება.
წიგნი „გამოცხადება“ სიმბოლური ენით დაიწერა. გამოცხადების 1:1-ის თანახმად, იესოს სურდა ეჩვენებინა „თავის მსახურთათვის“ (და არა წუთისოფლისთვის) რა უნდა მომხდარიყო? წიგნ „გამოცხადების“ გასაგებად ქრისტეს მსახურებს, ანუ მის მიმდევრებს, ღვთის სულიწმიდა დასჭირდებოდათ, ხოლო სულიწმიდას ღმერთი მისთვის სასურველ ადამიანებს აძლევს. ამ წინასწარმეტყველების გაგება პირდაპირი მნიშვნელობით შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მას ურწმუნოებიც წაიკითხავდნენ და გაიგებდნენ. ქრისტიანებს კი მის გასაგებად სულიწმიდისთვის ლოცვა არ დასჭირდებოდათ (მათე 13:10—15).
როგორც უკვე დავინახეთ, ბიბლიური მტკიცებების თანახმად, იესოს დაბადებიდან მესამე ათასწლეული 1999 წლის შემოდგომაზე იწყება. აქედან გამომდინარე, არც 2000 წლის 1 იანვარსა და არც 2001 წლის 1 იანვარს განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს.
-