-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე ნეშტთა“საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 დეკემბერი
-
-
მეფე სახლს აშენებს იეჰოვასთვის
იეჰოვა პასუხობს მეფე სოლომონის გულწრფელ თხოვნას და მას სიბრძნესა და ცოდნას აძლევს. ამასთან ერთად ღმერთი სიმდიდრესა და დიდებულ სახელს უხვეჭს მეფეს. იერუსალიმში სოლომონი საუცხოო სახლს აშენებს იეჰოვასთვის; ისრაელები „მხიარულნი [და] გულსავსენი“ არიან (2 ნეშტთა 7:10). სოლომონი აღმატებული ხდება „ქვეყნის ყველა მეფეებზე მეტად თავისი სიმდიდრითა და სიბრძნით“ (2 ნეშტთა 9:22).
ისრაელზე 40-წლიანი მეფობის შემდეგ სოლომონმა ‘განისვენა თავის მამებთან და მის ნაცვლად რობოამი, მისი ძე, გამეფდა’ (2 ნეშტთა 9:31). ეზრა არაფერს ამბობს სოლომონის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან გადახვევის შესახებ. ის უარყოფითად მეფის მხოლოდ ორ მოქმედებას მოიხსენიებს, როცა სოლომონმა ეგვიპტელებისგან ცხენები შეიძინა და ცოლად ფარაონის ასული მოიყვანა. მთლიანობაში, ეზრა დადებითად ახასიათებს მეფეს.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე ნეშტთა“საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 დეკემბერი
-
-
დავითის სამეფო ხაზი
ისრაელის გაერთიანებული სამეფო ორად იყოფა — ჩრდილოეთის ათი ტომისა და სამხრეთის ორი ტომის (იუდასა და ბენიამინის) სამეფოდ. მთელი ისრაელის მღვდლები და ლევიანები სამეფო შეთანხმებას საერო საქმეებზე მაღლა აყენებენ და მხარს უჭერენ სოლომონის ძის რობოამის გამეფებას. ამ ამბიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ ტაძრიდან საგანძური მიაქვთ.
რობოამიდან მოყოლებული 19 მეფე მეფობს; მათ შორის 5 ერთგულია; 3 ღვთის მოსაწონად იწყებს მეფობას, მაგრამ ორგული ხდება; ერთი მოგვიანებით იწყებს ღვთის გზებით სიარულს; დანარჩენი მეფეები კი ბოროტებას სჩადიან იეჰოვას თვალშიb. წიგნი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ხუთი მეფის საქმეებზე, რომლებიც იეჰოვაზე არიან მინდობილნი. ხიზკია ხელს უწყობს ტაძარში მსახურების განახლებას; იოშია დიდებულად აღნიშნავს პასექს. ეს ისტორიული ჩანაწერები სტიმულს მისცემდა იუდეველებს, რომლებიც იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღდგენით იყვნენ დაკავებულნი.
-