-
მჟღავნდება მესიის მოსვლის დროყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
[ჩარჩო 197 გვერდზე]
როდის გამეფდა არტაქსერქსე?
ისტორიკოსები სხვადასხვა თარიღს ასახელებენ სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს გამეფებასთან დაკავშირებით. ზოგი მათგანის აზრით, ის ძვ. წ. 465 წელს გამეფდა, რადგანაც ქსერქსემ, არტაქსერქსეს მამამ, ძვ. წ. 486 წელს დაიწყო მეფობა და მეფობის 21-ე წელს გარდაიცვალა. მაგრამ არსებობს დამამტკიცებელი საბუთები, რომ არტაქსერქსე ტახტზე ძვ. წ. 475 წელს ავიდა და მისი მეფობის პირველი წელი ძვ. წ. 474 წელი იყო.
ძველი სპარსეთის დედაქალაქის, პერსეპოლისის, ტერიტორიაზე აღმოჩენილი წარწერები და სკულპტურული გამოსახულებები ქსერქსესა და მამამისის, დარიოს I-ის, ერთობლივ მმართველობას ადასტურებს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთად 10 წელი მეფობდნენ, ხოლო ძვ. წ. 486 წელს დარიოსის სიკვდილის შემდეგ ქსერქსე 11 წლის განმავლობაში მარტო განაგრძობდა მეფობას, არტაქსერქსე ძვ. წ. 474 წელს უნდა გამეფებულიყო.
სხვა დამამტკიცებელი საბუთი ეხება ათენელ მხედართმთავარ თემისტოკლეს, რომელმაც ძვ. წ. 480 წელს ქსერქსეს ჯარი დაამარცხა. მოგვიანებით ბერძნებმა შეიძულეს ის და ღალატში დასდეს ბრალი. თემისტოკლე სამშობლოდან გაიქცა და სპარსეთის სამეფო კარს შეაფარა თავი. ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდე ამბობს, რომ მაშინ არტაქსერქსე „ტახტზე ახალი ასული იყო“. ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი თემისტოკლეს სიკვდილის თარიღად ძვ. წ. 471 წელს ასახელებს. რამდენადაც თემისტოკლემ მეფე არტაქსერქსეს წინაშე წარდგომამდე ერთი წელი ითხოვა სპარსულის შესასწავლად, ის მცირე აზიაში უნდა ჩასულიყო არა უგვიანეს ძვ. წ. 473 წლისა. ამ თარიღს მხარს უჭერს იერონიმეს „ევსების ქრონიკაც“. რადგანაც არტაქსერქსე „ტახტზე ახალი ასული იყო“, როდესაც თემისტოკლე ძვ. წ. 473 წელს მცირე აზიაში ჩავიდა, გერმანელი მეცნიერი ერნსტ ჰენგსტენბერგი თავის ნაშრომში „ძველი აღთქმის ქრისტოლოგია“ არტაქსერქსეს გამეფების თარიღად ძვ. წ. 474 წელს ასახელებს, რასაც მრავალი სხვა ნაშრომი უჭერს მხარს. „არტაქსერქსეს მეფობის მეოცე წელი ძვ. წ. 455 წელი იყო“, — ამბობს მეცნიერი.
[სურათი]
თემისტოკლეს ბიუსტი.
-
-
მჟღავნდება მესიის მოსვლის დროყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
რადგანაც არტაქსერქსე „ტახტზე ახალი ასული იყო“, როდესაც თემისტოკლე ძვ. წ. 473 წელს მცირე აზიაში ჩავიდა, გერმანელი მეცნიერი ერნსტ ჰენგსტენბერგი თავის ნაშრომში „ძველი აღთქმის ქრისტოლოგია“ არტაქსერქსეს გამეფების თარიღად ძვ. წ. 474 წელს ასახელებს, რასაც მრავალი სხვა ნაშრომი უჭერს მხარს. „არტაქსერქსეს მეფობის მეოცე წელი ძვ. წ. 455 წელი იყო“, — ამბობს მეცნიერი.
-