საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი I
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • რამდენად ზუსტია ანტიკური ხანის ისტორიკოსების მიერ მოწოდებული ცნობები?

      ისტორიკოსები, რომლებიც ცხოვრობდნენ იერუსალიმის განადგურების პერიოდში, ახალი ბაბილონის მეფეების შესახებ, განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიანc (იხილეთ ჩარჩო „ახალი ბაბილონის მეფეები“). მათ მიერ ქრონოლოგიურად დათარიღებული მოვლენები არ ეთანხმება ბიბლიაში მოცემულ თარიღებს. მაგრამ რამდენად სანდოა მათი ჩანაწერები?

      ბაბილონელი ისტორიკოსი და „ბელის ქურუმი“ ბეროსი იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც ახალბაბილონური ეპოქა უკვე დასრულებული იყო. მისი ნაშრომი „ბაბილონიაკა“, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 281 წლით თარიღდება, დაიკარგა და მხოლოდ მისი ფრაგმენტები შემორჩა სხვა ისტორიკოსების ნაშრომებში. ბეროსმა თავისი ნაშრომი დააფუძნა „წიგნებზე, რომლებსაც ბაბილონში ძალიან აფასებდნენ“.1 ნამდვილად ისტორიკოსი იყო ბეროსი? განვიხილოთ ერთი მაგალითი.

      ბეროსმა დაწერა, რომ ასურეთის მეფე სინახერიბი გამეფდა „[თავისი] ძმის მეფობის“ შემდეგ; მის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი [ასარხადონი] და 8 წელი იმეფა, შემდეგ კი — სამუგენი [შამაშ-შუმუქინი], რომელმაც 21 წელი იმეფა“ („ბაბილონიაკა“ III, 2. 1, 4). მაგრამ ბაბილონელი ისტორიკოსების ჩანაწერებში, რომლებიც ბეროსამდე დიდი ხნით ადრე დაიწერა, ნათქვამია, რომ სინახერიბი ტახტზე თავისი მამის სარგონ II-ის და არა თავისი ძმის შემდეგ ავიდა. ასარხადონი მეფობდა 12 წელი და არა — 8, შამაშ-შუმუქინი კი 20 წელი და არა — 21. ისტორიკოსი ვან დერ სპეკი აღიარებს, რომ ბეროსი ეყრდნობოდა ბაბილონურ ქრონიკებს, მაგრამ, ამავე დროს, წერს: „ეს მას ხელს არ უშლიდა, რომ თავის ჩანაწერებში რაღაც ჩაემატებინა და ცნობები თავისი ინტერპრეტაციით გადმოეცა“.2

      რა შეხედულება აქვთ სხვა ისტორიკოსებს ბეროსზე? „წარსულში ბეროსს ისტორიკოსად მიიჩნევდნენ“, — აღნიშნავს სტენლი ბერსტაინი, რომელმაც საგულდაგულოდ გამოიკვლია ბეროსის ნაშრომები. თუმცა, მან დაასკვნა: «მისი ნაშრომი არ უნდა მივიჩნიოთ ისტორიულ ნაშრომად. „ბაბილონიაკას“ დღემდე შემორჩენილ ფრაგმენტებშიც კი ბევრი უმარტივესი ფაქტია დამახინჯებული . . . ისტორიკოსს არ ეპატიება ასეთი შეცდომების დაშვება. გამოდის, რომ თვითონ ბეროსსაც არ ჰქონდა პრეტენზია ისტორიკოსობაზე».3

      რა დასკვნას აკეთებთ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე? უნდა მივიჩნიოთ ბეროსის მიერ დათარიღებული მოვლენები სანდოდ? რა შეიძლება ითქვას სხვა ძველი დროის ისტორიკოსებზე, რომლებიც თავიანთი ნაშრომების უმეტესობას ბეროსის ჩანაწერებზე აფუძნებდნენ? განა შეიძლება ვენდოთ მათ დასკვნებს, რომლებიც ისტორიულ მოვლენებს ეხება?

      პტოლემეს კანონი

      ახ. წ. მეორე საუკუნის ასტრონომი კლავდიოს პტოლემეც, რომელმაც შეადგინა „მეფეთა ქრონოლოგიური კანონი“, მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 587 წელს განადგურდა. პტოლემეს მიერ შედგენილი მეფეთა სია საფუძვლად უდევს უძველესი ისტორიის ქრონოლოგიას, მათ შორის ახალბაბილონურ ეპოქასაც.

      პტოლემემ მეფეთა სია ახალბაბილონური ეპოქის დასრულებიდან დაახლოებით 600 წლის შემდეგ შეადგინა. როგორ დაადგინა მან პირველი მეფის ტახტზე ასვლის თარიღი? როგორც პტოლემე ხსნის, მან მიმართა ასტრონომიულ გამოთვლებს, მათ შორის მთვარის დაბნელების თარიღებს, და დაადგინა, რომ მეფე ნაბონასარი უნდა ყოფილიყო მის სიაში პირველ ადგილზე.4 ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომელი კრისტოფერ ვოლკერი ამბობს, რომ პტოლემემ თავისი კანონი იმ მიზნით შეადგინა, რომ თანმიმდევრული ქრონოლოგია მიეწოდებინა ასტრონომებისთვის და არა ზუსტი ცნობები მეფეთა შესახებ — ისტორიკოსებისთვის.5

      „დიდი ხანია ცნობილია, რომ პტოლემეს კანონი ასტრონომიულად სანდოა, — წერს ლეო დეპაუტი, პტოლემეს ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული დამცველი. — მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი ისტორიულადაც სანდოა“. პტოლემეს მიერ შედგენილი მეფეთა სიის შესახებ პროფესორი დეპაუტი დასძენს: „იმის დასადგენად, თუ როდის დაიწყეს მეფობა პირველმა მეფეებმა [რომელთა შორის არიან ახალი ბაბილონის მეფეები], პტოლემეს კანონი უნდა შევადაროთ ლურსმულ ჩანაწერებს“.6

      რა არის ლურსმული ჩანაწერები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ, რამდენად ზუსტია ისტორიულად პტოლემეს კანონი? ამ ჩანაწერებში შედის ბაბილონური ქრონიკები, მეფეთა სიები და სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტები — ლურსმული წარწერები, რომლებიც ახალბაბილონურ პერიოდს ან მოგვიანებით მცხოვრებ მწიგნობრებს ეკუთვნოდა.7

      როგორ შეგვიძლია შევადაროთ პტოლემეს მიერ შედგენილი სიები ლურსმულ ჩანაწერებს? ქვემოთ მოცემულ ჩარჩოში „როგორ შევადაროთ პტოლემეს კანონი უძველეს ფირფიტებს?“ ნაჩვენებია ამ კანონის ნაწილი, რომელიც შედარებულია უძველეს ლურსმულ ჩანაწერთან. ყურადღება მიაქციეთ, რომ პტოლემეს სიაში მხოლოდ ოთხი მეფეა მოხსენიებული ბაბილონელი მეფეების ქანდალანუსა და ნაბონიდს შორის. მაგრამ ურუქის მეფეთა სიიდან, რომელიც ერთ-ერთ ლურსმული წარწერის შემცველ ფირფიტაზეა ამოტვიფრული, ჩანს, რომ ამ მეფეებს შორის შვიდი მეფე მეფობდა. იმდენად ცოტა ხანს მეფობდნენ ეს მეფეები, რომ პტოლემემ მოხსენიების ღირსადაც არ ჩათვალა? სავაჭრო ხასიათის წარწერის შემცველ ერთ ფირფიტაზე ეწერა, რომ ამ მეფეებიდან ერთ-ერთი შვიდი წელი მეფობდა.8

      ლურსმულ ჩანაწერებში მოცემული კიდევ ერთი ძლიერი მტკიცება ის არის, რომ ბაბილონში ნაბუფალასარის მეფობამდე (ახალი ბაბილონის ეპოქის პირველი მეფე) მეფობდა კიდევ ერთი მეფე (აშურ-ეტელ-ილანი). გარდა ამისა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყანას მეფე არ ჰყოლია.9 ყოველივე ამის შესახებ პტოლემეს კანონი არაფერს ამბობს.

      რატომ გამოტოვა პტოლემემ ზოგიერთი მეფე თავის სიაში? როგორც ჩანს, ის მათ ბაბილონის კანონიერ მმართველებად არ მიიჩნევდა.10 მაგალითად, მან გამოტოვა ახალი ბაბილონის მეფე ლაბაშ-მარდუქი. მაგრამ ლურსმული ჩანაწერების თანახმად, მეფეები, რომლებიც პტოლემემ არ მოიხსენია თავის სიაში, მართლაც მეფობდნენ ბაბილონში.

      დღეს პტოლემეს კანონი ზუსტ ისტორიულ წყაროდ არის აღიარებული. მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ ზემოაღნიშნულს, შეიძლება ეს კანონი სანდო ისტორიულ წყაროდ მივიჩნიოთ?

  • როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი I
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • c ახალი ბაბილონის იმპერია დაარსდა ნაბუქოდონოსორის მამის ნაბუფალასარის მეფობის დროს და არსებობა ნაბონიდის მეფობის დროს შეწყვიტა. ამ პერიოდით ისტორიკოსები განსაკუთრებით იმიტომ ინტერესდებიან, რომ 70-წლიანი გაპარტახების პერიოდის უდიდეს ნაწილს მოიცავს.

  • როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი I
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • 8. Sin-sharra-ishkun ruled for seven years, and 57 economic tablets of this king are dated from his accession year through year seven. See Journal of Cuneiform Studies, Volume 35, 1983, pages 54-59.[3]

      9. The economic tablet C.B.M. 2152 is dated in the fourth year of Ashur-etel-ilani. (Legal and Commercial Transactions Dated in the Assyrian, Neo-Babylonian and Persian Periods—Chiefly From Nippur, by A.T. Clay, 1908, page 74.) Also the Harran Inscriptions of Nabonidus, (H1B), I, line 30, has him listed just before Nabopolassar. (Anatolian Studies, Vol. VIII, 1958, pages 35, 47.) For the kingless period, see Chronicle 2, line 14, of Assyrian and Babylonian Chronicles, pages 87-88.[4]

      10. Some scholars contend that certain kings were omitted by Ptolemy—who supposedly listed only kings of Babylon—because these were called by the title “King of Assyria.”[5a-t] However, as you will note in the box on page 30, several kings included in Ptolemy’s canon also had the title “King of Assyria.” Economic tablets, cuneiform letters, and inscriptions clearly reveal that kings Ashur-etel-ilani, Sin-shumu-lishir, and Sin-sharra-ishkun ruled over Babylonia.

  • როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი I
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • [ცხრილი⁄სურათი 29 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      ახალი ბაბილონის მეფეები

      თუ ისტორიკოსები სანდო ინფორმაციას გვაწვდიან, რატომ არ ეთანხმება მათი ცნობები ერთმანეთს?

      მეფეები

      ნაბუფალასარი

      ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (21)

      პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (20)

      იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (—)

      პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (21)

      ნაბუქოდონოსორ II

      ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (43)

      პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (43)

      იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (43)

      პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (43)

      ამელ-მარდუქი

      ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (2)

      პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (12)

      იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (18)

      პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (2)

      ნერიგლისარი

      ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (4)

      პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (4)

      იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (40)

      პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (4)

      ლაბაშ-მარდუქი

      ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (9 თვე)

      პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (—)

      იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (9 თვე)

      პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (—)

      ნაბონიდი

      ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (17)

      პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (17)

      იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (17)

      პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (17)

      ანტიკური ხანის ისტორიკოსების მიერ დასახელებული მეფეების მეფობის წლების ხანგრძლივობა

      [საავტორო უფლება]

      Photograph taken by courtesy of the British Museum

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება