-
როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი Iსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
-
-
პტოლემეს კანონი
ახ. წ. მეორე საუკუნის ასტრონომი კლავდიოს პტოლემეც, რომელმაც შეადგინა „მეფეთა ქრონოლოგიური კანონი“, მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 587 წელს განადგურდა. პტოლემეს მიერ შედგენილი მეფეთა სია საფუძვლად უდევს უძველესი ისტორიის ქრონოლოგიას, მათ შორის ახალბაბილონურ ეპოქასაც.
პტოლემემ მეფეთა სია ახალბაბილონური ეპოქის დასრულებიდან დაახლოებით 600 წლის შემდეგ შეადგინა. როგორ დაადგინა მან პირველი მეფის ტახტზე ასვლის თარიღი? როგორც პტოლემე ხსნის, მან მიმართა ასტრონომიულ გამოთვლებს, მათ შორის მთვარის დაბნელების თარიღებს, და დაადგინა, რომ მეფე ნაბონასარი უნდა ყოფილიყო მის სიაში პირველ ადგილზე.4 ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომელი კრისტოფერ ვოლკერი ამბობს, რომ პტოლემემ თავისი კანონი იმ მიზნით შეადგინა, რომ თანმიმდევრული ქრონოლოგია მიეწოდებინა ასტრონომებისთვის და არა ზუსტი ცნობები მეფეთა შესახებ — ისტორიკოსებისთვის.5
„დიდი ხანია ცნობილია, რომ პტოლემეს კანონი ასტრონომიულად სანდოა, — წერს ლეო დეპაუტი, პტოლემეს ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული დამცველი. — მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი ისტორიულადაც სანდოა“. პტოლემეს მიერ შედგენილი მეფეთა სიის შესახებ პროფესორი დეპაუტი დასძენს: „იმის დასადგენად, თუ როდის დაიწყეს მეფობა პირველმა მეფეებმა [რომელთა შორის არიან ახალი ბაბილონის მეფეები], პტოლემეს კანონი უნდა შევადაროთ ლურსმულ ჩანაწერებს“.6
რა არის ლურსმული ჩანაწერები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ, რამდენად ზუსტია ისტორიულად პტოლემეს კანონი? ამ ჩანაწერებში შედის ბაბილონური ქრონიკები, მეფეთა სიები და სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტები — ლურსმული წარწერები, რომლებიც ახალბაბილონურ პერიოდს ან მოგვიანებით მცხოვრებ მწიგნობრებს ეკუთვნოდა.7
როგორ შეგვიძლია შევადაროთ პტოლემეს მიერ შედგენილი სიები ლურსმულ ჩანაწერებს? ქვემოთ მოცემულ ჩარჩოში „როგორ შევადაროთ პტოლემეს კანონი უძველეს ფირფიტებს?“ ნაჩვენებია ამ კანონის ნაწილი, რომელიც შედარებულია უძველეს ლურსმულ ჩანაწერთან. ყურადღება მიაქციეთ, რომ პტოლემეს სიაში მხოლოდ ოთხი მეფეა მოხსენიებული ბაბილონელი მეფეების ქანდალანუსა და ნაბონიდს შორის. მაგრამ ურუქის მეფეთა სიიდან, რომელიც ერთ-ერთ ლურსმული წარწერის შემცველ ფირფიტაზეა ამოტვიფრული, ჩანს, რომ ამ მეფეებს შორის შვიდი მეფე მეფობდა. იმდენად ცოტა ხანს მეფობდნენ ეს მეფეები, რომ პტოლემემ მოხსენიების ღირსადაც არ ჩათვალა? სავაჭრო ხასიათის წარწერის შემცველ ერთ ფირფიტაზე ეწერა, რომ ამ მეფეებიდან ერთ-ერთი შვიდი წელი მეფობდა.8
ლურსმულ ჩანაწერებში მოცემული კიდევ ერთი ძლიერი მტკიცება ის არის, რომ ბაბილონში ნაბუფალასარის მეფობამდე (ახალი ბაბილონის ეპოქის პირველი მეფე) მეფობდა კიდევ ერთი მეფე (აშურ-ეტელ-ილანი). გარდა ამისა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყანას მეფე არ ჰყოლია.9 ყოველივე ამის შესახებ პტოლემეს კანონი არაფერს ამბობს.
რატომ გამოტოვა პტოლემემ ზოგიერთი მეფე თავის სიაში? როგორც ჩანს, ის მათ ბაბილონის კანონიერ მმართველებად არ მიიჩნევდა.10 მაგალითად, მან გამოტოვა ახალი ბაბილონის მეფე ლაბაშ-მარდუქი. მაგრამ ლურსმული ჩანაწერების თანახმად, მეფეები, რომლებიც პტოლემემ არ მოიხსენია თავის სიაში, მართლაც მეფობდნენ ბაბილონში.
დღეს პტოლემეს კანონი ზუსტ ისტორიულ წყაროდ არის აღიარებული. მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ ზემოაღნიშნულს, შეიძლება ეს კანონი სანდო ისტორიულ წყაროდ მივიჩნიოთ?
-
-
როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი Iსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
-
-
4. Almagest, III, 7, translated by G. J. Toomer, in Ptolemy’s Almagest, published 1998, page 166. Ptolemy knew that Babylonian astronomers used mathematical schemes to “compute” the times of past and future eclipses because they discovered that eclipses of the same character reoccur every 18 years.—Almagest, IV, 2.[1]
-
-
როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი Iსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
-
-
[ცხრილი⁄სურათები 30 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
როგორ შევადაროთ პტოლემეს კანონი უძველეს ფირფიტებს?
პტოლემემ თავის სიაში გამოტოვა ზოგი მეფის სახელი. რატომ?
პტოლემეს კანონი
ნაბონასარი
ნაბუნადინზერი (ნადინუ)
მუქინ-ზერი და პული
ულულაი (სალმანასარ V) „ასურეთის მეფე“
მეროდაქ-ბალადანი
სარგონ II, „ასურეთის მეფე“
პირველი უმეფობის ხანა
ბელიბნი
აშურნადინშუმი
ნერგალუშეზიბი
მუშეზიბამარდუქი
მეორე უმეფობის ხანა
ასარხადონი, „ასურეთის მეფე“
შამაშ-შუმუქინი
ქანდალანუ
ნაბუფალასარი
ნაბუქოდონოსორი
ამელ-მარდუქი
ნერიგლისარი
ნაბონიდი
კიროსი
კამბისე
უძველეს ფირფიტებზე ამოტვიფრული ურუქის მეფეთა სია
ქანდალანუ
სინშუმილიშირი
სინშარიშქუნი
ნაბუფალასარი
ნაბუქოდონოსორი
ამელ-მარდუქი
ნერიგლისარი
ლაბაშ-მარდუქი
ნაბონიდი
[სურათი]
ეს ბაბილონური მატიანეები არის ლურსმული ჩანაწერების ნაწილი, რომელიც გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რამდენად ზუსტია პტოლემეს კანონი
[საავტორო უფლება]
Photograph taken by courtesy of the British Museum
-