ოთხას სამწლიანი ქორწინება საფრთხეშია
შვედეთში ეკლესია და სახელმწიფო 400 წელზე მეტი ხნით ტკბებოდა ახლო ურთიერთობით. ახლა კი რელიგიასა და სახელმწიფოს შორის ქორწინება შეირყა.
ლუთერანიზმი სახელმწიფო რელიგიად 1593 წელს გამოცხადდა და ყველა შვედი იძულებული იყო მონათლული წევრი გამხდარიყო. წლების შემდეგ, 1850-იან წლებში, მოხდა ცვლილებები. შვედებისთვის ნათლობა უკვე აღარ იყო აუცილებელი; მაგრამ ისინი კვლავ ლუთერანული ეკლესიის წევრებად ითვლებოდნენ. ასე რომ, მათ მოეთხოვებოდათ ყოველწლიური შემოსავლის 1 პროცენტი გადაეხადათ ეკლესიის სასარგებლოდ და გადაეხადათ ეკლესიის მიერ შესრულებული ნებისმიერი საზოგადოებრივი მომსახურებისთვის. არცთუ ისე დიდი ხნის წინ კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. შვედებს 1952 წლიდან შეეძლოთ კანონის ძალით ეკლესიის დატოვება და ამგვარად მრავალი საეკლესიო გადასახადისგან გათავისუფლება.
შვედეთში უკანასკნელ წლებში, რაც დრო გადის ლუთერანული ეკლესია მით უფრო კარგავს გავლენას. ეს გარდაუვალი იყო, რადგან შვედეთის მოსახლეობის 10 პროცენტი წარმოადგენს არალუთერან ემიგრანტს, მათ შორის ებრაელებს, კათოლიკეებსა და მუსულმანებს. ამგვარად, 1996 წლის დასაწყისში შვედების მხოლოდ 86 პროცენტი ეკუთვნოდა ლუთერანულ ეკლესიას და ეს რიცხვი მცირდება.
აპათია, რომელიც დღითი დღე იზრდება, მთელი ძალით ზრდის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაჩენილ ბზარს. უკვე გამოცხადდა, რომ აუცილებელი არ არის მეფე ლუთერანი იყოს და ლუთერანი მშობლების ბავშვები ავტომატურად არ ჩაითვლებიან ლუთერანული სახელმწიფო ეკლესიის წევრებად. გარდა ამისა, გაზეთი „დელას მორნინგ ნიუსი“ აღნიშნავს, რომ 2 000 წლისთვის „ადგილობრივმა მრევლმა და სახელმწიფომ უნდა შეაფასოს და გაიყოს დიდი რაოდენობის ქონება. ეკლესიამ უნდა დათმოს თავისი წლიური ბიუჯეტიდან 1,68 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომლის უმეტესობაც გადასახადების მეშვეობით შეგროვდა“. ამ საუკუნის შემდეგ ეკლესია თვითონ დანიშნავს ეპისკოპოსებს.
იმ დროს, როდესაც აპათია და წევრების რიცხობრივი შემცირება სისხლს უშრობს ქრისტიანულ სამყაროს, იეჰოვას მოწმეები შვედეთში ყვავიან. „იეჰოვას მოწმეების 1997 წლის წელიწდეული“ იუწყება, რომ ამ ქვეყანაში არის 24 487 ღვთის სამეფოს მაუწყებელი და დაახლოებით 10 პროცენტი პიონერად მომსახურე სრული დროით მქადაგებელი. მრავალი მათგანი აღწევს უფრო მეტ უპირატესობას მსახურებაში. მაგალითად, 1995 წლის იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე 20-მა დაქორწინებულმა წყვილმა წარადგინა განცხადება მისიონერად მომზადებისთვის საგუშაგო კოშკის ბიბლიურ სკოლა გალაადში. იმ დროისთვის დაახლოებით 75 შვედი კურსდამთავრებული იყო, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასრულებენ მისიონერულ მსახურებას. უეჭველია, მისიონერების შესანიშნავი მაგალითი, გამამხნევებელი წერილები და ვიზიტები წამახალისებელი იყო მათთვის, რომლებიც ახლა ფიქრობენ ამ შესანიშნავ უპირატესობაზე.
ფაქტია, რომ ქრისტიანული სამყაროს მილიონობით ადამიანი იტანჯება სულიერი კრახით, იეჰოვას მოწმეები კი ‘გულმხიარულნი ყიჟინებენ’ (ესაია 65:13, 14).
[რუკა 30 გვერდზე]
შვედეთი