განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა სექტემბერსა და ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. განმეორებითი მონახულებისას შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ორი ბროშურიდან, „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, ერთ-ერთი. ეცადე, დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ნოემბერსა და დეკემბერში: შესთავაზე ამ ტრაქტატებიდან ერთ-ერთი: „მალე ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება!“, „გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ ან „იხარე ოჯახური ცხოვრებით“. თუ ინტერესი გამოავლინა, აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ამ ორი ბროშურიდან ერთ-ერთით „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“.
◼ 2013 წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებული მოხსენება წარმოითქმება 1 აპრილით დაწყებულ კვირაში. მოხსენების სათაური მოგვიანებით გამოქვეყნდება. კრებებს, რომლებსაც იმ კვირაში სარაიონო მონახულება ან კონგრესი აქვთ, მოხსენება მომდევნო კვირას ექნებათ. სპეციალური მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას 1 აპრილამდე.