საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიახლე კონგრესის პროგრამების მიმოხილვაში
    სამეფო მსახურება — 2004 | აგვისტო
    • სიახლე კონგრესის პროგრამების მიმოხილვაში

      სატანის წუთისოფელი რაც უფრო უარესისკენ მიიწევს, იეჰოვა უფრო მეტად გვაძლიერებს, რომ „უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით“ (ტიტ. 2:12). იმ ღონისძიებათა შორის, რომლებითაც ის უზრუნველგვყოფს „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით, არის ყოველწლიური სარაიონო და სპეციალური ერთდღიანი კონგრესები (მათ. 24:45). რა გამამხნევებელია ეს სულიერი შეკრებები!

      იმისათვის, რომ დავიმახსოვროთ და გამოვიყენოთ ის მითითებები, რომლებიც გვეძლევა, 2005 სამსახურებრივი წლის განმავლობაში კონგრესის პროგრამების გამეორებას ახლებურად ჩავატარებთ. დანართის მე-5, 6 გვერდებზე დაბეჭდილია სტატიები, რომლებიც მიმოიხილავს იმას, რაც წარმოდგენილი იქნება ამ კონგრესებზე. იქვე მოცემულია თითოეული კონგრესის პროგრამის გასამეორებელი კითხვები. კრებები განიხილავენ ამ ინფორმაციას სამსახურებრივ შეხვედრაზე კონგრესამდე ცოტა ხნით ადრე და კონგრესის ჩატარებიდან ცოტა ხნის შემდეგ. როგორ გაკეთდება ეს?

      სარაიონო კონგრესამდე ერთი ან ორი კვირით ადრე სამსახურებრივ შეხვედრაზე წარდგენილ იქნება სტატიაზე „ახალი სარაიონო კონგრესის პროგრამა“ დაფუძნებული 10-წუთიანი მოხსენება, რათა გააღვივოს მოლოდინი პროგრამისთვის. მომხსენებელი აგრეთვე ყურადღებას გაამახვილებს გასამეორებელ კითხვებზე და მოუწოდებს ყველას, გააკეთონ ჩანაწერები გამეორებისთვის მოსამზადებლად, რომელიც ჩატარდება კონგრესის დამთავრებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

      კონგრესის ჩატარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სამსახურებრივ შეხვედრაზე ჩატარდება კონგრესის პირველი დღის პროგრამის 15-წუთიანი გამეორება. მომდევნო კვირას 15 წუთი დაეთმობა მეორე დღის პროგრამის გამეორებას. განხილვა ჩატარდება ამ დანართში მოცემული გასამეორებელი კითხვების საფუძველზე. გამეორება ყურადღებას უნდა ამახვილებდეს ინფორმაციის პრაქტიკულ ღირებულებაზე. უხუცესებმა ორგანიზება უნდა გაუწიონ იმას, რომ შეამოკლონ, ამოაგდონ ან შეცვალონ სამსახურებრივი შეხვედრის პროგრამის სხვა პუნქტები, რათა შესაძლებელი იყოს ამ გამეორების ჩატარება.

  • სარაიონო კონგრესის გამეორება
    სამეფო მსახურება — 2004 | აგვისტო
    • სარაიონო კონგრესის გამეორება

      ეს მასალა გამოყენებულ უნდა იქნეს სარაიონო კონგრესის პროგრამის წინასწარი მიმოხილვისთვის და გამეორებისთვის 2005 სამსახურებრივ წელს. სტატია „სიახლე კონგრესის პროგრამების მიმოხილვაში“, რომელიც ამ დანართის მე-4 გვერდზეა, ხსნის, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. გამეორების განმავლობაში დრო ისე უნდა განაწილდეს, რომ ყველა კითხვაზე იყოს გაცემული პასუხი. გამეორება ყურადღებას უნდა ამახვილებდეს, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ წარმოდგენილი ინფორმაცია.

      პირველი დღე, დილის [ან ნაშუადღევის] პროგრამა

      1. რა დაგვეხმარება ღვთიური სიბრძნის შეძენაში?

      2. რა ძალ-ღონეს ახმარენ მაუწყებლები რაიონში იმას, რომ სასიხარულო ცნობამ მიაღწიოს უფრო მეტ ადამიანამდე?

      პირველი დღე, ნაშუადღევის [ან საღამოს] პროგრამა

      3. რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანისთვის, რომ სულიერად წმინდა დარჩეს? რა მოგვეთხოვება ამის გასაკეთებლად?

      4. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მშვიდობას ძმებს შორის?

      5. რა არის კეთილგონიერება და როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ის საკუთარი დროის გამოყენებისას?

      6. რისი სწავლა შეგვიძლია საულისა და ნოეს მაგალითებიდან? როგორ შეგვიძლია ვუჩვენოთ, რომ ჩვენ ‘მორჩილებისთვის მზად ვართ’? (იაკ. 3:17).

      7. როგორ შეუძლია ქრისტიანს დაიცვას თავი გაორებული ცხოვრებისგან?

      8. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს მაგალითს, რომ გავაცხადოთ ღვთის სიბრძნე?

      მეორე დღე, დილის პროგრამა

      9. რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როდესაც ვირჩევთ, თუ რით ვიყოთ დაკავებულები, და რა დაგვეხმარება ამის გაკეთებაში?

      10. რა ძალისხმევას ახმარენ მაუწყებლები რაიონში, რათა დაესწრონ შეხვედრებს რეგულარულად, და რა სარგებლობას იღებენ ასეთი მოქმედებით?

      11. როგორ შეუძლია ოჯახისთავებს თავიანთი ოჯახის წევრების განმტკიცება?

      12. რაიონის რა მოთხოვნილებებზე იყო ყურადღება გამახვილებული?

      მეორე დღე, ნაშუადღევის პროგრამა

      13. როგორც საჯარო მოხსენებაში იყო მოხსენიებული, რა სამართლიანი საქმეები მოჰყვება ზემოდან მომავალ სიბრძნეს?

      14. რატომ არის უგუნურება, რომ დავენდოთ საკუთარ თავს ან მათ, ვინც არ ხელმძღვანელობს ღვთიური სიბრძნით? რა მხარეებში გვესაჭიროება სიფხიზლე?

      15. რა მახეებისგან გვიცავს ღვთიური სიბრძნე?

      16. რატომ არის მნიშვნელოვანი იმ დარიგების გამოყენება, რომელიც სარაიონო კონგრესზე მივიღეთ?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება