განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მარტსა და აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. განმეორებითი მონახულებისას შესთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ორი ბროშურიდან, „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, ერთ-ერთი. ეცადე, დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მაისსა და ივნისში: შესთავაზე ამ ტრაქტატებიდან ერთ-ერთი: „მალე ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება!“, „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“, „გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ ან „იხარე ოჯახური ცხოვრებით“. თუ ინტერესი გამოავლინა, აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ამ ორი ბროშურიდან ერთ-ერთით „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“.
◼ გახსენების საღამო ჩატარდება 2013 წლის 26 მარტს, სამშაბათს. თუ თქვენი კრების შეხვედრა, ჩვეულებრივ, სამშაბათობით ტარდება, შეძლებისდაგვარად, ის კვირის სხვა დღეს ჩაატარეთ. თუ ეს შეუძლებელია, უხუცესთა საბჭოს კოორდინატორმა უნდა იზრუნოს, რომ სამსახურებრივი შეხვედრის ის ნაწილები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი კრებისთვის, თვის განმავლობაში სხვა შეხვედრაზე იქნეს განხილული. კრებებმა, რომლებსაც იმ კვირაში სარაიონო მონახულება აქვთ, სამშაბათის პროგრამა უნდა ჩაატარონ მონახულების განმავლობაში რომელიმე სხვა საღამოს.