-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მათი გვამები დიდი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ეყრება. ამ ქალაქს, სადაც მათი უფალიც გააკრეს ბოძზე, სულიერი გაგებით, სოდომი და ეგვიპტე ჰქვია.
-
-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
რას განასახიერებდა „დიდი ქალაქი“?
22. ა) რა არის დიდი ქალაქი? ბ) პრესა სამღვდელოებასთან ერთად რა სიხარულით შეხვდა „ორი მოწმის“ დადუმებას? (იხილეთ ჩარჩო)
22 იოანე გვეხმარება ამის უკეთ გაგებაში. ის ამბობს, რომ იესო იქ გააკრეს ბოძზე. ჩვენ მაშინვე იერუსალიმი გვახსენდება. იოანე იმასაც ამბობს, რომ ამ დიდ ქალაქს სოდომი და ეგვიპტე ჰქვია. იერუსალიმს უწმინდურების გამო ერთხელ უკვე ეწოდა სოდომი (ესაია 1:8—10; შეადარეთ ეზეკიელის 16:49, 53—58). ეგვიპტე კი, როგორც პირველი მსოფლიო მპყრობელი, ზოგჯერ ამ ქვეყნიერებას განასახიერებს (ესაია 19:1, 19; იოელი 3:19). ამგვარად, ამ დიდი ქალაქით წარმოდგენილია წაბილწული „იერუსალიმი“, რომელიც თითქოს ღმერთს ემსახურება, მაგრამ სოდომივით უწმინდური და ცოდვილია, და „ეგვიპტესავით“ სატანის ქვეყნიერების ნაწილია. ის განასახიერებს ქრისტიანულ სამყაროს, ორგული იერუსალიმის თანამედროვე ორეულს, ორგანიზაციას, რომლის წევრებიც ხარობდნენ „ორი მოწმის“ დადუმებით, რომელთა ქადაგებაც მოსვენებას უკარგავდა მათ.
-
-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„იმავე საათს ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ქალაქის მეათედი დაეცა, მიწისძვრამ შვიდი ათასი კაცი შეიწირა, დანარჩენები კი შეშინდნენ და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს“ (გამოცხადება 11:13). რელიგიურ სამყაროში მართლაც დიდი არეულობა მოხდა. როცა გამოცოცხლებული ქრისტიანები კვლავ შეუდგნენ საქმეს, თითქოს მიწა შეიძრა მრავალსაუკუნოვანი ეკლესიების წინამძღოლების ფეხქვეშ. ქალაქის მეათედი ანუ შვიდი ათასი კაცი იმდენად შეძრა მომხდარმა, რომ ისინი, ასე ვთქვათ, დაიხოცნენ.
26. ვინ არის წარმოდგენილი გამოცხადების 11:13-ში მოხსენიებული ქალაქის მეათედითა და შვიდი ათასით? ახსენით.
26 სიტყვები „ქალაქის მეათედი“ გვახსენებს ესაიას წინასწარმეტყველებას ძველ იერუსალიმზე, რომლის მოსახლეობის მეათედიც, როგორც წმინდა შთამომავალი, უნდა გადარჩენილიყო ქალაქის განადგურების დროს (ესაია 6:13). გვახსენდება ის შემთხვევაც, როცა ელია ფიქრობდა, ისრაელში მხოლოდ მე დავრჩი ერთგულიო, თუმცა იეჰოვას სიტყვისამებრ, სინამდვილეში, კიდევ 7 000 კაცს არ მოედრიკა მუხლი ბაალის წინაშე (1 მეფეები 19:14, 18). I საუკუნეში მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ამ 7 000 კაცით წარმოდგენილი იყო იუდეველთა დარჩენილი ნაწილი, რომელიც ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას გამოეხმაურა (რომაელები 11:1—5). ამ ბიბლიური მუხლებიდან ვიგებთ, რომ გამოცხადების 11:13-ში მოხსენიებული შვიდი ათასი და ქალაქის მეათედი წარმოადგენს მათ, ვინც გამოეხმაურა გაცოცხლებულ „ორ მოწმეს“ და დატოვა ცოდვილი დიდი ქალაქი. ისინი, ასე ვთქვათ, დაიხოცნენ ქრისტიანული სამყაროსთვის. ისინი აღარ მიეკუთვნებიან არც ერთ ეკლესიას. ქრისტიანული სამყაროსთვის ისინი უკვე დახოცილები არიანd.
-