-
ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან?საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
ეს მისი მხრიდან მსხვერპლს მოითხოვდა. მას უნდა დაეტოვებინა სამუშაო, საკუთარი სახლ-კარი და მღვდელმთავრის სიკვდილამდე ქალაქიდან არ უნდა გასულიყოa (რიცხ. 35:25). მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა ძალისხმევად. თუ ის ქალაქიდან გავიდოდა, აჩვენებდა, რომ საერთოდ არ ადარდებდა სხვისი სიცოცხლე და საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში იგდებდა.
-
-
ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან?საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
12. რაზე შეიძლება მოუწიოს ქრისტიანს უარის თქმა, რომ კვლავაც გამოავლინოს ღმერთმა მისადმი გულმოწყალება?
12 რაზე შეიძლება მოუწიოს ქრისტიანს უარის თქმა, რომ კვლავაც გამოავლინოს ღმერთმა მისადმი გულმოწყალება? ის მზად უნდა იყოს, დათმოს ნებისმიერი რამ, თუნდაც ძვირფასი, რაც ცოდვამდე მიიყვანდა მას (მათ. 18:8, 9). მზად ხართ, შეელიოთ მეგობარს, თუ ის იეჰოვას პრინციპების დარღვევისკენ გიბიძგებთ? თუ ალკოჰოლური სასმელების მიღებისას გიჭირთ ზომიერების შენარჩუნება, მზად ხართ, თავი აარიდოთ ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც თავის შეკავებას ვერ შეძლებთ? თუ უზნეო სურვილებს ებრძვით, ცდილობთ, მოერიდოთ ისეთი ფილმების ყურებას, ვებ-გვერდების თვალიერებას ან ნებისმიერ სხვა რამეს, რაც უწმინდურ ფიქრებს აღგიძრავთ? გახსოვდეთ, რომ იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება ძალისხმევად ნამდვილად ღირს! არაფერია ქრისტიანისთვის იმაზე აუტანელი, ვიდრე იმის შეგრძნება, რომ იეჰოვამ მიატოვა. ამის საპირისპიროდ, არაფერს მოაქვს იმაზე დიდი კმაყოფილება, ვიდრე იმის განცდას, რომ იეჰოვა ჩვენდამი „მარადიულ სიკეთეს“ ავლენს (ეს. 54:7, 8).
„ისინი იქნება თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“
13. რატომ შეეძლო თავშესაფარ ქალაქში გაქცეულს, თავი უსაფრთხოდ ეგრძნო?
13 ის, ვინც თავშესაფარ ქალაქს შეაფარებდა თავს, დაცული იქნებოდა. ამ ქალაქებთან დაკავშირებით იეჰოვამ თქვა: „ისინი იქნება თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“ (იეს. 20:2, 3). იეჰოვა არ მოითხოვდა, რომ უნებლიე მკვლელობის ჩამდენი მეორედ გასამართლებულიყო; არც სისხლის ამღებს ჰქონდა ქალაქში შესვლისა და ამ ადამიანის მოკვლის უფლება. ასე რომ, გაქცეულს თავშესაფარ ქალაქში შიშის მიზეზი აღარ უნდა ჰქონოდა, რადგან ის იქ იეჰოვას მფარველობის ქვეშ იყო. თავშესაფარი ქალაქი ციხე არ იყო, ამიტომ იქ გაქცეულს შეეძლო ემუშავა, დახმარებოდა სხვებს, თავისუფლად ეცა თაყვანი იეჰოვასთვის და ამგვარად სიხარულითა და აზრით აღსავსე ცხოვრება ჰქონოდა.
გჯეროდეთ, რომ იეჰოვა მიმტევებელი ღმერთია! (იხილეთ აბზაცები 14—16)
14. რაში უნდა იყვნენ დარწმუნებული მომნანიებელი ქრისტიანები?
14 ზოგი ქრისტიანი, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მონანიების შემდეგაც ვერ თავისუფლდება დანაშაულის გრძნობისგან. ისინი იმასაც კი ფიქრობენ, რომ ვერასოდეს დაიბრუნებენ ღვთის კეთილგანწყობას. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია და აღარ გაგიხსენებთ დანაშაულს. ასე რომ, შეგიძლიათ თავი დაცულად იგრძნოთ. ზემოთ მოხსენიებულმა დანიელმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. მას შემდეგ, რაც უხუცესებმა სულიერი დახმარება აღმოუჩინეს, მან სუფთა სინდისით განაგრძო იეჰოვასადმი მსახურება. ის ამბობს: „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახლიდან დავიბადე. უხუცესების დახმარების შემდეგ დანაშაულის გრძნობა აღარ მაწუხებდა. ვიცი, რომ იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ გვპატიობს. როგორც თავად ამბობს, ის იღებს ჩვენს ტვირთს და სამუდამოდ გვაშორებს მას“. თავშესაფარ ქალაქში უნებლიე მკვლელობის ჩამდენს სისხლის ამღების შიში აღარ უნდა ჰქონოდა. ასე რომ, როცა იეჰოვა გვპატიობს ცოდვას, აღარ უნდა გვეშინოდეს, რომ ის რაიმე მიზეზით გაგვიხსენებს დანაშაულს და განგვსჯის მის გამო (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:8—12).
15, 16. როგორ გარწმუნებთ იესოს, როგორც გამომსყიდველისა და მღვდელმთავრის როლი, რომ იეჰოვა წყალობას ავლენს თქვენ მიმართ?
15 ჩვენ ისრაელებზე მეტი მიზეზი გვაქვს, რომ იეჰოვას გულმოწყალებაში ვიყოთ დარწმუნებულები. მას შემდეგ, რაც პავლემ თქვა, რომ საწყალი ადამიანი იყო, რადგან ბოლომდე ვერ ემორჩილებოდა იეჰოვას, მან დასძინა: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომ. 7:25). მიუხედავად იმისა, რომ ებრძოდა ცოდვილ მდგომარეობას და განიცდიდა წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც უკვე მონანიებული ჰქონდა, პავლე დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვამ მას იესო ქრისტეს მეშვეობით აპატია. როგორც გამომსყიდველი, იესო სუფთა სინდისსა და შინაგან სიმშვიდეს გვაძლევს (ებრ. 9:13, 14). როგორც მღვდელმთავარს, „მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებრ. 7:24, 25). თუ ძველად ისრაელებს მღვდელმთავრის მსახურება არწმუნებდა, რომ ცოდვები მიეტევებოდათ, დღეს ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი მღვდელმთავრის, იესოს მეშვეობით შეგვიძლია „მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“ (ებრ. 4:15, 16).
16 იეჰოვას რომ თავი შევაფაროთ, იესოს მსხვერპლისადმი რწმენა უნდა გამოვავლინოთ. ნუ იფიქრებ, რომ გამოსასყიდი ზოგადად კაცობრიობისთვის იქნა გაღებული. პირიქით, გჯეროდეს, რომ ის პირადად შენთვის გაიღეს! (გალ. 2:20, 21). დარწმუნებული იყავი, რომ გამოსასყიდის საფუძველზე გეპატიება ცოდვები! გჯეროდეს, რომ სწორედ გამოსასყიდი გაძლევს მარადიული სიცოცხლის იმედს! იესოს მსხვერპლი არის საჩუქარი, რომელიც იეჰოვამ პირადად შენთვის გაიღო.
-