საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი II
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ნოემბერი
    • ● სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტები

      რას წარმოადგენს ეს ფირფიტები? ახალბაბილონური პერიოდის სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტების უმეტესობა ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტია. საქმიანი გარიგებები თარიღდებოდა რომელიმე მეფის მეფობის წლით, თვითა და დღით, რასაც თიხის ფირფიტებზე აღბეჭდავდნენ. მაგალითად, ერთ ფირფიტაზე ვკითხულობთ, რომ საქმიანი გარიგება მოხდა „ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეფობის მე-11 წლის, ნისანის თვის 27-ე დღეს“.4

      როდესაც მეფე მოკვდებოდა ან როცა მას ტახტიდან ჩამოაგდებდნენ და მის მაგივრად სხვა გამეფდებოდა, ამავე წლის დარჩენილი თვეები ახალი მეფის მმართველობის დაწყების წლად ითვლებოდა.c5 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთ მეფეს მეორე მეფე ბაბილონური კალენდრის იმავე წელს ცვლიდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ახალი მეფის მმართველობის დაწყების წლის ათვლა ხდებოდა იმ თვეებიდან, რომელიც მოჰყვებოდა წინამორბედი მეფის მმართველობის დასრულების ბოლო თვეს.

      რას ამბობენ სპეციალისტები? რონალდ საკმა გამოიკვლია ახალბაბილონური პერიოდის არაერთი სავაჭრო ხასიათის წარწერის შემცველი ფირფიტა. 1972 წელს საკმა დაწერა, რომ ბრიტანეთის მუზეუმში არსებული ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ტექსტები, რომლებზეც მას ხელი მიუწვდებოდა, „სრულიად აქარწყლებდა“ მანამდე გაკეთებულ დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეცვალა ნაბუქოდონოსორ II ამელ-მარდუქმა. მანამდე საკმა იცოდა, რომ ფირფიტებზე მოცემული ცნობების საფუძველზე ნაბუქოდონოსორ II თავის მეფობის ბოლო წლის (43-ე წელი) მე-6 თვეს ჯერ კიდევ მეფობდა.6 მაგრამ ეს ახალშესწავლილი ფირფიტები აჩვენებდა, რომ მომდევნო მეფემ, ამელ-მარდუქმა მეფობა დაიწყო იმავე წლის მეოთხე და მეხუთე თვეებში,7 რაც აშკარად არ ეთანხმებოდა ძველ წყაროებს.

      რას ამტკიცებს დოკუმენტები? შეიმჩნევა სხვა უზუსტობებიც. მაგალითად, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ნაბუქოდონოსორ II ჯერ კიდევ მეფობდა თავისი მმართველობის ბოლო წლის მეათე თვეს მაშინ, როცა სხვა წყაროების თანახმად, მისი მემკვიდრე ექვსი თვის გამეფებული იყო.8 ასეთივე უზუსტობები დაფიქსირდა ამელ-მარდუქისა და მისი მემკვიდრის, ნერიგლისარის, მეფობის წლებთან დაკავშირებითაც.9

      რატომ არის საყურადღებო ეს უზუსტობები? როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბაბილონურ მატიანეებში გამოტოვებული წლები აჩვენებს, რომ ჩვენ ხელთ არსებული ჩანაწერები არათანმიმდევრულია.10 შესაძლებელია, ამ მმართველებს შორის კიდევ სხვა მეფეებსაც ემეფათ? თუ ასეა, ახალბაბილონურ პერიოდს კიდევ უნდა დაემატოს წლები. აქედან გამომდინარე, არც ბაბილონური მატიანეები და არც სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იერუსალიმის განადგურების თარიღად ძვ. წ. 587 წელი მივიჩნიოთ.d

  • როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი II
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ნოემბერი
    • d ახალბაბილონური პერიოდის ყველა მეფის დროინდელი სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტები არსებობს. როდესაც ამ მეფეთა მმართველობის წლებს ერთმანეთს უმატებენ და ახალბაბილონური პერიოდის ბოლო მეფის, ნაბონიდის მმართველობიდან უკან ითვლიან, მიდიან ძვ. წ. 587 წელთან, რომელსაც იერუსალიმის განადგურების წლად მიიჩნევენ. მაგრამ გამოთვლის ეს მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, თუ ერთ მეფეს მეორე მეფე იმავე წელს შეცვლიდა და მათ მეფობას შორის არ იქნებოდა გამოტოვებული წლები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება