-
იესო მოდის, რათა გაამხნეოსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ღრუბლებით მოდის“
6. ა) რას გულისხმობს იოანე სიტყვებში იესო „ღრუბლებით მოდის“, და იესოს რომელი წინასწარმეტყველება გაახსენდებოდა მაშინ იოანეს? ბ) როგორ „მოდის“ იესო და ვის დაატყდება თავს დიდი მწუხარება დედამიწაზე?
6 იოანე აღფრთოვანებით განაგრძობს: „აი, ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი — ისინიც, ვინც ის განგმირა — და მის გამო მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას დედამიწის ყველა ტომი. ამინ“ (გამოცხადება 1:7). ამ დროს იოანეს უეჭველად გაახსენდებოდა იესოს მიერ ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველება ქვეყნიერების აღსასრულზე. იესომ იწინასწარმეტყველა: „მაშინ ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას; იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“ (მათე 24:3, 30).
-
-
იესო მოდის, რათა გაამხნეოსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
იესოს ‘მოსვლა ღრუბლებით’ ისევე უხილავი იქნება თვალისთვის, როგორც მზე ღრუბლებს მიღმა. დღისით ღრუბლიან ამინდშიც კი არ გვეპარება ეჭვი, რომ მზე ანათებს, რადგან დღეა და ნათელია. ასევე, უფალი იესო თვალისთვის უხილავია, მაგრამ ის „გამოჩნდება“ „აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, . . ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას. . . [იესოს] შესახებ“. მათაც მოუწევთ მისი „დანახვა“ (2 თესალონიკელები 1:6—8; 2:8).
-