საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება ფული
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მაისი
    • როგორ ჭრიდნენ მონეტებს თავდაპირველად

      პირველი მონეტები, როგორც ჩანს, ლიდიაში (დღევანდელი თურქეთი) მოიჭრა ძვ. წ. 700 წლამდე. მალე მჭედლებმა სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს მონეტების მასიურად მოჭრა. მონეტების გამოყენება იმ ქვეყნებში მცხოვრებმა ხალხმაც დაიწყო, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული.

      როგორ ამზადებდნენ მონეტებს? მჭედელი გამდნარ ლითონს ღუმელიდან იღებდა (1), მონეტის ჩამოსასხმელ ყალიბში ასხამდა და ამზადებდა რგოლებს, რომელსაც ფულის მოსაჭრელ ფირფიტებს ეძახდნენ (2). შემდეგ ის ამ ფირფიტებს ათავსებდა ლითონის შტამპზე, რომელზეც გამოსახული იყო სიმბოლო ან სურათი (3). შტამპზე ჩაქუჩის დარტყმით, მჭედელი ცარიელ ფირფიტაზე გამოსახულებას აკეთებდა (4). ხშირად მჭედლები სიჩქარის გამო მონეტებზე გამოსახულებას ცენტრში ვერ სვამდნენ. ისინი მონეტებს ახარისხებდნენ და წონიდნენ, რათა დარწმუნებულიყნენ, რომ მოჭრილი მონეტები სტანდარტებს შეესაბამებოდა; საჭიროების შემთხვევაში კი მონეტას ზედმეტ ლითონს აჭრიდნენ (5).

  • პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება ფული
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მაისი
    • [ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]

      ზოგი რამ მონეტების შესახებ

      ● პირველ საუკუნეში პალესტინაში მიმოქცევაში იყო ძალიან პატარა მონეტები, სპილენძის ლეპტონები. მუშას ორ ლეპტონის ანუ ლეპტის გამომუშავება 15 წუთში შეეძლო. როგორც ჩანს, ქვრივმა სწორედ ასეთი მონეტები ჩაყარა ტაძრის საგანძურში (მარკოზი 12:42).

      ● ვერცხლის დრაქმა, ბერძნული მონეტა იყო, რომელიც მუშის მთელი დღის გასამრჯელოს წარმოადგენდა (ლუკა 15:8, 9). ებრაელ მამაკაცებს მოეთხოვებოდათ, რომ ყოველწლიურად ტაძრის გადასახადი, ორი დრაქმა, გადაეხადათ (მათე 17:24).

      ● ვერცხლის დინარი, იყო რომაული მონეტა, რომელზეც გამოსახული იყო კეისარი. სწორედ ერთ დინარს იხდიდნენ ებრაელი მამაკაცები ხარკად რომაელთა ბატონობის დროს (რომაელები 13:7). მუშას 12 საათი უნდა ემუშავა, რათა გასამრჯელოდ ერთი დინარი მიეღო (მათე 20:2—14).

      ● ტვიროსში მოჭრილი ვერცხლის შეკელი კიდევ ერთი მონეტა იყო, რომელიც იესოს დედამიწაზე ყოფნისას პალესტინაში იყო მიმოქცევაში. ის „ოცდაათი ვერცხლის მონეტა“, რომელიც მღვდლებმა იუდა ისკარიოტელს გადაუხადეს იესოს გასაცემად, შეიძლება ტვიროსული შეკელი იყო (მათე 26:14—16).

      მონეტები ნაჩვენებია რეალურ ზომებში

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება