-
იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
28. რა ხდება მესამე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვის დროს?
28 „ჩაჰბერა მესამე ანგელოზმა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, რომელიც ლამპარივით იწვოდა, და დაეცა მდინარეთა მესამედს და წყაროს წყლებს. ამ ვარსკვლავის სახელია აბზინდა. წყლების მესამედი აბზინდად იქცა და გამწარდა. ამ წყლებით მრავალი ადამიანი დაიხოცა“ (გამოცხადება 8:10, 11).
-
-
იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
33. როგორ იქნა მხილებული ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება 1924 წელს კოლუმბუსში ჩატარებულ კონგრესზე?
33 აღსანიშნავია ის განაცხადიც, რომელიც 1924 წლის 20—27 ივლისს კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ კონგრესზე გაისმა. ჟურნალში „ოქროს ხანა“ ეს კონგრესი მოხსენიებული იყო, როგორც „ყველაზე დიდი კონგრესი ბიბლიის მკვლევართა ისტორიაში“. იმ ანგელოზის ხელმძღვანელობით, რომელმაც მესამე საყვირს ჩაჰბერა, მიღებულ იქნა მტკიცე რეზოლუცია, რომლის 50 მილიონი ეგზემპლარი მოგვიანებით ტრაქტატის სახით გავრცელდა, სახელწოდებით „სამღვდელოების მხილება“. ერთ-ერთი ქვესათაური ასეთი იყო: „აღთქმული შთამომავალი გველის შთამომავლის წინააღმდეგ“. რეზოლუცია აშკარად ამხელდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას, რადგან ის თავს რელიგიური ტიტულებით იმკობს, ფინანსურ მაგნატებსა და პოლიტიკოსებს მრევლის საპატიო წევრებად თვლის, ხალხის თვალში განდიდებას ესწრაფვის და მესიის სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებაზე უარს ამბობს. მასში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ყოველ მიძღვნილ ქრისტიანს ღმერთმა დაავალა, „ღვთის შურისძიების დღის გაცხადება, ყველა მგლოვიარის ნუგეშისცემა“ (ესაია 61:2).
-