-
იეჰოვა ანუგეშებს ყველა მგლოვიარესსაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ოქტომბერი
-
-
2, 3. რატომ უნდა მიბაძონ ქრისტიანებმა იესოს და ანუგეშონ სხვები?
2 იესოს ყველა მიმდევარმა უნდა მიბაძოს მას და ანუგეშოს მგლოვიარენი (1 კორ. 11:1). პავლემ თქვა: „ამიტომ ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც“ (1 თეს. 5:11). ადამიანები განსაკუთრებით ახლა, ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროს“, საჭიროებენ ნუგეშს (2 ტიმ. 3:1). მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი გულწრფელი ადამიანი განიცდის მწუხარებას, სევდასა და გულის ტკივილს ზოგიერთების მოქმედებისა თუ სიტყვების გამო.
-
-
იეჰოვა ანუგეშებს ყველა მგლოვიარესსაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ოქტომბერი
-
-
ვანუგეშოთ თანამორწმუნეები
7. ა) რატომ არ უნდა მოველოდეთ, რომ დღეს იეჰოვა აგვარიდებს ყველა სტრესულ სიტუაციას? ბ) საიდან ვიცით, რომ შესაძლებელია, ავიტანოთ დევნა და გასაჭირი?
7 ბოროტებითა და ტანჯვა-წამებით აღსავსე ამ ქვეყნიერებაში შეუძლებელია, არ ჩავვარდეთ სტრესულ სიტუაციაში. სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს, არ უნდა მოველოდეთ, რომ ღმერთი აგვარიდებს უბედურებისა თუ მწუხარების ყოველგვარ მიზეზს. მანამდე კი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დევნილი ვიქნებით, რითაც გამოიცდება იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი ჩვენი ერთგულება (2 ტიმ. 3:12). მაგრამ ჩვენი ზეციერი მამა გვეხმარება და გვანუგეშებს, რის შედეგადაც შეგვიძლია ვიყოთ თესალონიკეში მცხოვრები ცხებული ქრისტიანებივით, რომლებმაც მოთმინებითა და რწმენით გაუძლეს დევნასა და გასაჭირს (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 1:3—5 ).
8. როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ იეჰოვა ანუგეშებს თავის მსახურებს?
8 უეჭველია, იეჰოვა ანუგეშებს თავის მსახურებს. მაგალითად, როდესაც ბოროტი დედოფალი იზებელი დევნიდა ელიას, წინასწარმეტყველმა დაკარგა სიმხნევე და გაიქცა; ის სიკვდილსაც კი ნატრობდა. მაგრამ განსჯის ნაცვლად, იეჰოვამ ანუგეშა ელია და გაბედულება შემატა, რომ შეესრულებინა თავისი მოვალეობა, და ეწინასწარმეტყველა (1 მეფ. 19:1—21). ის, რომ იეჰოვა ანუგეშებს თავის ხალხს, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების მაგალითიდანაც ჩანს. ბიბლიაში ვკითხულობთ იმ პერიოდის შესახებ, რომლის დროსაც „კრებას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობის დრო დაუდგა და შენდებოდა“; უფრო მეტიც, კრება „იეჰოვას შიშითა და წმინდა სულის ნუგეშით რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 9:31). ნამდვილად მადლიერი ვართ იმისათვის, რომ „წმინდა სულის ნუგეში“ გვაქვს!
9. როგორ გვანუგეშებს იესოს შესახებ შემეცნების მიღება?
9 ქრისტიანებს გვანუგეშებს იესო ქრისტეს შესახებ შემეცნების მიღება და მისი მაგალითის მიყოლა. იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათ. 11:28—30). როდესაც ვსწავლობთ, როგორ უყვარდა იესოს ადამიანები და, როგორ ზრუნავდა მათზე, შემდეგ კი ვბაძავთ მის დადებით მაგალითს, ეს უკვე თავისთავად გვიმსუბუქებს სტრესს.
10, 11. ვის შეუძლია კრებაში ნუგეშისცემა?
10 ჩვენი ნუგეშისცემა თანაქრისტიანებსაც შეუძლიათ. მაგალითად, განვიხილოთ, როგორ ეხმარებიან უხუცესები სტრესულ სიტუაციაში მყოფ კრების წევრებს. მოწაფე იაკობმა დაწერა: „[სულიერად] ავად არის რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე“. რა მოჰყვება ამას შედეგად? „რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკ. 5:14, 15). ნუგეშისცემა კრების სხვა წევრებსაც შეუძლიათ.
11 ქალებს თავიანთი პრობლემების შესახებ საუბარი ერთმანეთთან უფრო უადვილდებათ. განსაკუთრებით უფროსი ასაკის გამოცდილ დებს შეუძლიათ კარგი რჩევები მისცენ ახალგაზრდა დებს. ეს მოწიფული ქრისტიანი ქალები შეიძლება უკვე შეხვედრიან მსგავს სიტუაციებს ცხოვრებაში. მათი თანაგრძნობა და მზრუნველობა მართლაც დამხმარე იქნება (წაიკითხეთ ტიტეს 2:3—5 ). რა თქმა უნდა, უხუცესებსა და სხვებს შეუძლიათ და მართებთ კიდეც „ანუგეშონ დამწუხრებული სულები“ (1 თეს. 5:14, 15). კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება, რომ ღმერთი „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა“ (2 კორ. 1:4).
12. რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება?
12 ნუგეშის მიღების კარგი საშუალება ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაა. ამ შეხვედრებზე განიხილება ბიბლიური თემები, რომლებიც ძალებს გვმატებს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იუდა და სილა „ძმებს მრავალი სიტყვით ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ“ (საქ. 15:32). კრების შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ქრისტიანები ერთმანეთს ესაუბრებიან და ამხნევებენ. მაშინაც კი, როცა რთული სიტუაციის გამო დათრგუნული ვართ, არ განვმარტოვდეთ, რადგან ეს მდგომარეობას ნამდვილად არ შეგვიმსუბუქებს (იგავ. 18:1). პირიქით, კარგია, თუ გავითვალისწინებთ მოციქულ პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილ რჩევას: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25).
ნუგეში პოვეთ ღვთის სიტყვაში
13, 14. როგორ შეიძლება გვანუგეშოს ბიბლიამ?
13 მონათლული ქრისტიანები ვართ თუ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ შესწავლა ახლახან დავიწყეთ, შეგვიძლია ნუგეში ღვთის სიტყვაში ვპოვოთ. პავლემ დაწერა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). ბიბლია გვანუგეშებს და გვეხმარება, „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული ვიყოთ ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმ. 3:16, 17). ღვთის განზრახვების შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა და მომავლის უტყუარი იმედი ნამდვილად გვანუგეშებს. ამიტომ სრულად ვისარგებლოთ ბიბლიითა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციებით, რომლებსაც შეუძლია გვანუგეშოს და სარგებლობა მრავალმხრივ მოგვიტანოს.
14 იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ შეგვიძლია წმინდა წერილების დახმარებით დავარიგოთ და ვანუგეშოთ სხვები. მაგალითად, ერთხელ, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო თავის ორ მოწაფეს გამოეცხადა და „წმინდა წერილებს უხსნიდა“. იესოს სიტყვები მათთვის გულში ჩამწვდომი იყო (ლუკ. 24:32). მოციქული პავლეც მიჰყვებოდა იესოს ბრწყინვალე მაგალითს და „მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“. ბერეაში მისმა მსმენელებმა „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“ (საქ. 17:2, 10, 11). მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია, რათა სარგებლობა მოგვიტანოს მან და მასზე დაფუძნებულმა ქრისტიანულმა პუბლიკაციებმა, რომლებიც ამ რთულ დროს გვანუგეშებს და იმედს გვაძლევს.
კიდევ როგორ შეიძლება ვანუგეშოთ სხვები
15, 16. რის გაკეთება შეგვიძლია თანაქრისტიანების დასახმარებლად და სანუგეშებლად?
15 თანაქრისტიანებს შეგვიძლია სხვადასხვა სახით დავეხმაროთ და ნუგეში ვცეთ. მაგალითად, შეიძლება ხანდაზმულ ან ავადმყოფ ქრისტიანს საყიდლებზე გავეგზავნოთ. ასევე შეგვიძლია საოჯახო საქმეებში აღმოვუჩინოთ დახმარება და ამგვარად გამოვავლინოთ ყურადღება (ფილ. 2:4). კარგი იქნება, თუ შევაქებთ თანაქრისტიანებს კარგი თვისებების, მაგალითად, სიყვარულის, რთული სიტუაციების გამკლავების უნარის, გამბედაობისა და რწმენის გამო.
16 ხანდაზმულებს ვანუგეშებთ, თუ მოვინახულებთ და გულისყურით მოვუსმენთ, როდესაც თავიანთ წარსულსა და იეჰოვას მსახურებაში მიღებულ კურთხევებზე გვიყვებიან. ასე მოქცევა ჩვენვე გაგვამხნევებს და გვანუგეშებს. აგრეთვე შეგვიძლია წავუკითხოთ ბიბლია ან ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები. შეგვიძლია მათთან ერთად განვიხილოთ „საგუშაგო კოშკიდან“ მიმდინარე სასწავლო სტატია ან კრების ბიბლიის შესწავლაზე იმ კვირას განსახილველი მასალა. კარგი იქნება, თუ მათთან ერთად ვუყურებთ ჩვენი საზოგადოების მიერ გამოცემულ DVD ფილმებს. აგრეთვე გამამხნევებელი იქნება ჩვენს პუბლიკაციებში მოყვანილი რომელიმე შემთხვევის მოყოლაც.
17, 18. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა მხარს დაუჭერს და ანუგეშებს თავის ერთგულ მსახურებს?
17 თუ შევამჩნევთ, რომ თანაქრისტიანებს ნუგეშისცემა სჭირდებათ, შეგვიძლია ისინი პირად ლოცვებში მოვიხსენიოთ (რომ. 15:30; კოლ. 4:12). როდესაც ცხოვრებისეულ პრობლემებს ვუმკლავდებით და ამასთანავე მთელი გულით ვცდილობთ სხვების ნუგეშისცემას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ფსალმუნმომღერალივით, რომელმაც თქვა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფსალმ. 55:22). დიახ, იეჰოვა ყოველთვის ანუგეშებს და ამოუდგება მხარში თავის ერთგულ მსახურებს.
-