საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გაბედულად ლაპარაკობდნენ იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
    • ᲗᲐᲕᲘ 12

      „გაბედულად ლაპარაკობდნენ იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით“

      პავლესა და ბარნაბას თავმდაბლობა, შეუპოვრობა და გაბედულება.

      საქმეები 14:1—28

      1, 2. რა გადახდათ თავს პავლესა და ბარნაბას ლისტრაში?

      ᲚᲘᲡᲢᲠᲐᲨᲘ არეულობაა. ორმა უცხოელმა განკურნა დაბადებიდან წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცი, რომელიც ახლა სიხარულისგან ხტის. ხალხის განცვიფრებას საზღვარი არა აქვს. ზევსის ქურუმს ამ ორი „სასწაულთმოქმედისთვის“ გვირგვინები მიაქვს, ისინი ღმერთები ჰგონია ხალხს. ქურუმი მსხვერპლშესაწირავს ამზადებს, ხარები ბღავიან. პავლე და ბარნაბა ყვირილს იწყებენ, ტანსაცმელს იხევენ, ბრბოში იჭრებიან და ძლივს ახერხებენ ხალხის იმაში დარწმუნებას, რომ თაყვანი არ სცენ მათ.

      2 პისიდიის ანტიოქიასა და იკონიონიდან ლისტრაში პავლესა და ბარნაბას იუდეველი მტრები ჩადიან და გესლიანი ცილისწამებით ლისტრელებს მქადაგებლების წინააღმდეგ ამხედრებენ. სულ ცოტა ხნის წინ თაყვანისცემის სურვილით ანთებული ბრბო პავლეს უბრუნდება და გამეტებით უშენს ქვებს; მალე პავლე გონებას კარგავს. გულს რომ იჯერებენ, დაჟეჟილი პავლე ქალაქგარეთ გაჰყავთ; მოციქული ყველას მკვდარი ჰგონია.

      3. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ თავში?

      3 რა უძღოდა წინ ამ ამბავს? რას სწავლობენ სასიხარულო ცნობის მქადაგებლები ბარნაბასა და პავლეს და მერყევი ლისტრელების შემთხვევიდან? როგორ შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს, მიჰბაძონ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ერთგულად განაგრძობდნენ ქადაგებას და „გაბედულად ლაპარაკობდნენ იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით“? (საქ. 14:3).

      „უამრავმა . . . ირწმუნა“ (საქმეები 14:1—7)

      4, 5. რატომ გაემგზავრნენ პავლე და ბარნაბა იკონიონში, და რა მოხდა იქ?

      4 მტრულად განწყობილმა იუდეველებმა რამდენიმე დღით ადრე ხალხი პავლესა და ბარნაბას წინააღმდეგ წააქეზეს და ისინი პისიდიის ანტიოქიიდან გააძევეს. მოწაფეებმა გული არ გაიტეხეს და ამ ქალაქის გულგაქვავებული მოსახლეობის თვალწინ „ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეს“ (საქ. 13:50—52; მათ. 10:14). პავლემ და ბარნაბამ მშვიდობიანად დატოვეს იქაურობა, პასუხისმგებლობა მოიხსნეს და მოწინააღმდეგეთა გასამართლება ღმერთს მიანდეს (საქ. 18:5, 6; 20:26). მისიონერებს არც სიხარული დაუკარგავთ და არც მოგზაურობა შეუწყვეტიათ; სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 150 კილომეტრი გაიარეს და ნაყოფიერ პლატოზე მივიდნენ, რომელიც ტავროსისა და სულთანის მთაგრეხილებს შორის მდებარეობდა.

      5 პავლე და ბარნაბა თავიდან გალატიის პროვინციის ერთ-ერთ მთავარ ქალაქში, იკონიონში,a გაჩერდნენ, სადაც ბერძნული კულტურა ყვაოდა. ამ ქალაქში ცხოვრობდნენ გავლენიანი იუდეველები და მრავალი არაიუდეველი პროზელიტი. პავლე და ბარნაბა, ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში შევიდნენ და ქადაგება დაიწყეს (საქ. 13:5, 14). მათ „ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა“ (საქ. 14:1).

      ᲘᲙᲝᲜᲘᲝᲜᲘ — ᲤᲠᲘᲒᲘᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲥᲐᲚᲐᲥᲘ

      იკონიონი წყალუხვ და ნაყოფიერ პლატოზე მდებარეობდა. ამ ქალაქში მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა, რომლებიც აკავშირებდა სირიას რომთან, საბერძნეთსა და რომის იმ პროვინციასთან, რომელსაც აზია ერქვა.

      იკონიონელები თაყვანს სცემდნენ ფრიგიელთა ნაყოფიერების ქალ-ღმერთ კიბელას, მაგრამ მათ თაყვანისმცემლობაში ელინისტური ელემენტებიც შეიმჩნეოდა. ძვ. წ. 65 წლიდან იკონიონში რომის იმპერიის ძალაუფლება ვრცელდებოდა; ახ. წ I საუკუნეში იკონიონი საკმაოდ დიდი ქალაქი იყო, ის იყო სავაჭრო და სამეურნეო ცენტრი. მართალია, იკონიონში იუდეველთა გავლენა უმნიშვნელო არ იყო, მაგრამ იქაურობას აშკარად ელინისტური კულტურის გავლენა ეტყობოდა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იქაურებზე საუბრისას „მოციქულთა საქმეები“ მხოლოდ იუდეველებსა და ბერძნებს მოიხსენიებს (საქ. 14:1).

      ქალაქი იკონიონი ლიკაონიასა და ფრიგიას მხარეებს შორის მდებარეობდა; როგორც ერთი, ისე მეორე გალატიის პროვინციას ეკუთვნოდა. ძველი მწერლები, მათ შორის ციცერონი და სტრაბონი, იკონიონს ლიკაონიის ქალაქად მოიხსენიებდნენ; გეოგრაფიულად ეს ქალაქი სწორედ ამ მხარეს ეკუთვნოდა. მაგრამ „საქმეების“ წიგნი არ იხსენიებს იკონიონს ლიკაონიის ქალაქებს შორის, სადაც ლიკაონიურ ენაზე ლაპარაკობდნენ (საქ. 14:1—6, 11). ამის გამო კრიტიკოსებს ეჭვი შეჰქონდათ „საქმეების“ წიგნის სიზუსტეში. 1910 წელს არქეოლოგებმა ამ ქალაქში აღმოაჩინეს წარწერები, რომლებიც ადასტურებდა, რომ პავლესა და ბარნაბას სტუმრობისას და კიდევ ორი საუკუნის განმავლობაში, იკონიონში ფრიგიულ ენაზე ლაპარაკობდნენ. ასე რომ, „საქმეების“ დამწერს შეცდომა არ დაუშვია, როცა იკონიონი ლიკაონიის ქალაქებს შორის არ მოიხსენია.

      6. რატომ იყვნენ პავლე და ბარნაბა წარმატებული მასწავლებლები და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ?

      6 რატომ აღმოჩნდა პავლესა და ბარნაბას ქადაგება წარმატებული? პავლემ კარგად იცოდა წმინდა წერილები. იმის საჩვენებლად, რომ იესო აღთქმული მესია იყო, მას სათანადო ფრაგმენტები მოჰყავდა ისტორიიდან, წინასწარმეტყველებებიდან და მოსეს კანონიდან (საქ. 13:15—31; 26:22, 23). რაც შეეხება ბარნაბას, მის ლაპარაკში სხვების მიმართ გულწრფელი ინტერესი იგრძნობოდა (საქ. 4:36, 37; 9:27; 11:23, 24). საკუთარ გონებას არც ერთი ეყრდნობოდა და არც მეორე, ისინი „იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით“ ლაპარაკობდნენ. როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ამ მისიონერებს? კარგად უნდა იცნობდეთ ღვთის სიტყვას; მსმენელს ისეთი მუხლები უნდა ამოუკითხოთ, რაც მის გულს ჭეშმარიტების მოსასმენად განაწყობს; შეეცადეთ, მათ პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოთ; ყოველთვის იეჰოვას სიტყვებს დაეყრდენით და არა საკუთარ სიბრძნეს.

      7. ა) რა რეაქციებს იწვევს სასიხარულო ცნობა? ბ) რა უნდა გახსოვდეთ, თუ ის თქვენს ოჯახში განხეთქილების მიზეზად იქცა?

      7 იკონიონში ყველას როდი მოსწონდა პავლესა და ბარნაბას ქადაგება. იმ იუდეველებზე, რომლებმაც არ ირწმუნეს, ლუკა ამბობს: „წააქეზეს უცხოტომელები და ძმების წინააღმდეგ განაწყვეს“. პავლემ და ბარნაბამ იკონიონში ყოფნის და სასიხარულო ცნობის დაცვის აუცილებლობა დაინახეს, ამიტომ „კარგა ხანს დარჩნენ იქ და გაბედულად ლაპარაკობდნენ“. მათი მსახურების შედეგად „ქალაქის მოსახლეობა ორად გაიყო: ზოგმა იუდეველების მხარე დაიჭირა, ზოგმა კი — მოციქულების“ (საქ. 14:2—4). სასიხარულო ცნობა დღესაც მსგავს რეაქციებს იწვევს ხალხში; ზოგს აერთიანებს, ზოგს კი — პირიქით (მათ. 10:34—36). თუ სასიხარულო ცნობა თქვენს ოჯახშიც განხეთქილების მიზეზად იქცა, გახსოვდეთ, რომ ხშირად ეს იმის გამო ხდება, რომ ოჯახის წევრები უსაფუძვლო ჭორის ან აშკარა ცილისწამების გავლენის ქვეშ ექცევიან. თქვენი კარგი საქციელით ამ სიცრუის გაქარწყლება და, საბოლოოდ, მოწინააღმდეგეთა შეძენაც კი შეგიძლიათ (1 პეტ. 2:12; 3:1, 2).

      8. რატომ დატოვეს პავლემ და ბარნაბამ იკონიონი და რას ვსწავლობთ მათი მაგალითიდან?

      8 ბოლოს მტრულად განწყობილმა იკონიონელებმა პავლესა და ბარნაბას წინააღმდეგ პირი შეკრეს და მისიონერების ჩაქოლვა გადაწყვიტეს, რაც მათ ყურამდე მივიდა; ამიტომ ისინი სხვა ტერიტორიაზე წავიდნენ საქადაგებლად (საქ. 14:5—7). დღეს სამეფოს მაუწყებლები მსგავს წინდახედულობას იჩენენ. სიტყვიერი თავდასხმებისას გაბედულად ვიცავთ ჭეშმარიტებას (ფილ. 1:7; 1 პეტ. 3:13—15). მაგრამ, როცა ფიზიკური შეურაცხყოფით გვემუქრებიან, ვერიდებით ყველაფერს, რაც ჩვენსა და ჩვენი თანამორწმუნეების სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებდა (იგავ. 22:3).

      „თაყვანი [ეცით] ცოცხალ ღმერთს“ (საქმეები 14:8—19)

      9, 10. სად მდებარეობდა ლისტრა და რისი თქმა შეიძლება იქაურებზე?

      9 პავლემ და ბარნაბამ იკონიონიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრი გაიარეს და რომის კოლონიაში, ლისტრაში ჩავიდნენ. ლისტრასა და პისიდიის ანტიოქიას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობდა, თუმცა ანტიოქიისგან განსხვავებით ლისტრაში ბევრი იუდეველი არ ცხოვრობდა. მოსახლეობა, როგორც ჩანს, ბერძნულად ლაპარაკობდა, მაგრამ მათი მშობლიური ენა ლიკაონიური იყო. პავლე და ბარნაბა თავშეყრის ადგილებში ქადაგებდნენ, ალბათ, იმიტომ, რომ იქ სინაგოგა არ იყო. როცა პეტრემ იერუსალიმში დაბადებიდან ხეიბარი კაცი განკურნა, ბევრმა ირწმუნა (საქ. 3:1—10). ხოლო, როცა პავლემ ლისტრაში დაბადებიდან წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცი ფეხზე დააყენა, ხალხის რეაქცია სულ სხვაგვარი იყო (საქ. 14:8—10).

      10 როგორც ამ თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, დაბადებიდან წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცის განკურნების შემხედვარე ცრუთაყვანისმცემელმა ლისტრელებმა არასწორი დასკვნა გააკეთეს. ბარნაბას ზევსს, მთავარ ღმერთს, ეძახდნენ, პავლეს კი — ჰერმესს, ზევსის ძესა და ღმერთების შიკრიკს (იხილეთ ჩარჩო „ქალაქი ლისტრა და ზევსისა და ჰერმესის კულტი“). მაგრამ ბარნაბასა და პავლეს უნდოდათ, ხალხისთვის დაენახვებინათ, რომ მათ ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, იეჰოვასგან ჰქონდათ მიღებული ლაპარაკისა და მოქმედების უფლებამოსილება და არა წარმართული ღმერთებისგან (საქ. 14:11—14).

      ᲥᲐᲚᲐᲥᲘ ᲚᲘᲡᲢᲠᲐ ᲓᲐ ᲖᲔᲕᲡᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲰᲔᲠᲛᲔᲡᲘᲡ ᲙᲣᲚᲢᲘ

      ლისტრა მთავარი გზებიდან მოშორებით, ველზე მდებარეობდა. კეისარ ავგუსტუსმა ქალაქი რომის კოლონიად აქცია და ლათინური სახელი უწოდა (Julia Felix Gemina Lustra). ამ ქალაქში გამაგრებული გარნიზონი გალატიის პროვინციას ადგილობრივი მთიელი ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ქალაქს ტრადიციული რომაული სამოქალაქო მართვის სისტემით მართავდნენ; თანამდებობის პირები რომაულ წოდებებს ატარებდნენ. მაგრამ ლისტრას მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები არ დაუკარგავს. იქ უფრო ლიკაონიური გავლენა შეიმჩნეოდა, ვიდრე რომაული. აღსანიშნავია, რომ „საქმეების“ წიგნში მოხსენიებული ლისტრელები სწორედ ლიკაონიურ ენაზე ლაპარაკობდნენ.

      არქეოლოგებმა ძველ ლისტრასთან ახლოს აღმოაჩინეს ჰერმესის ქანდაკება და წარწერები, რომლებშიც ნახსენები იყო „ზევსის ქურუმები“. იმ ტერიტორიაზე ნაპოვნია ზევსისა და ჰერმესისთვის მიძღვნილი სამსხვერპლოც.

      რომაელი პოეტის ოვიდიუსის (ძვ. წ. 43—ახ. წ. 17) აღწერილი ლეგენდა გვეხმარება, უკეთ გავიგოთ ის, რაც პავლესა და ბარნაბას ლისტრაში შეემთხვათ. ოვიდიუსის მონათხრობის თანახმად, ბერძენთა ღვთაებები, ზევსი და ჰერმესი, რომაულ მითოლოგიაში იუპიტერი და მერკური, მოკვდავი ადამიანების სახით ფრიგიის მთიან მხარეს ესტუმრნენ; მაგრამ მასპინძლობაზე ათასმა ოჯახმა უთხრა უარი. მხოლოდ ერთმა მოხუცებულმა ცოლ-ქმარმა, ფილემონმა და ბაეკიდამ მიიღო მოკრძალებულ სახლში. მადლიერების ნიშნად ზევსმა და ჰერმესმა მათი სახლი ოქროსა და მარმარილოს ტაძრად აქციეს და ცოლ-ქმარი ქურუმებად დასვეს; მათი სახლები კი, ვინც სტუმრებს კარი მიუხურეს, დაანგრიეს. ერთ წიგნში ნათქვამია: „ალბათ ლისტრელებს ახსოვდათ ეს ლეგენდა და სწორედ ამიტომ მოინდომეს ხეიბარი კაცის განკურნების დანახვაზე პავლესა და ბარნაბასთვის მსხვერპლის შეწირვა“ (The Book of Acts in Its Graeco-Roman Setting).

      ლისტრაში პავლე და ბარნაბა ხალხის შეჩერებას ცდილობენ, თაყვანი რომ არ სცენ მათ. ხალხი მუსიკას უკრავს, მსხვერპლს სწირავს და მათ წინაშე ემხობა.

      „ზურგი [აქციეთ] ამ ამაოებას და თაყვანი [ეცით] ცოცხალ ღმერთს, რომელმაც შექმნა ცა [და] დედამიწა“ (საქმეები 14:15).

      11—13. ა) რა უთხრეს პავლემ და ბარნაბამ ლისტრელებს? ბ) რას ვსწავლობთ მათი სიტყვებიდან?

      11 დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, პავლე და ბარნაბა ყველანაირად ცდილობდნენ, მსმენელის გულები მოსასმენად განეწყოთ. ლუკა აღწერს, როგორ უქადაგეს წარმართებს ეფექტურად სასიხარულო ცნობა. ყურადღება მიაქციეთ, როგორ მსჯელობდნენ პავლე და ბარნაბა მსმენელთან: „ამას რას აკეთებთ, ხალხნო?! ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ჩვენ სასიხარულო ცნობას გაუწყებთ, რათა ზურგი აქციოთ ამ ამაოებას და თაყვანი სცეთ ცოცხალ ღმერთს, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია. აქამდე ის ნებას აძლევდა ყველა ხალხს, ის ეკეთებინათ, რაც სურდათ, თუმცა სიკეთის კეთებით მუდამ გიმტკიცებდათ, თუ როგორია იგი — გაძლევდათ წვიმას ციდან და უხვ მოსავალს, არ გაკლებდათ სარჩოს და სიხარულით გივსებდათ გულებს“ (საქ. 14:15—17).

      12 რას ვსწავლობთ მათი დამაფიქრებელი მსჯელობიდან? პირველი, პავლე და ბარნაბა თავიანთ თავს მსმენელზე აღმატებულად არ მიიჩნევდნენ. ისინი იმაზე მეტად არ წარმოაჩენდნენ თავს, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. მათ თავმდაბლად აღიარეს, რომ ისეთივე სისუსტეები ჰქონდათ, როგორიც წარმართ მსმენელებს. მართალია, პავლემ და ბარნაბამ მიიღეს წმინდა სული, ცრუ სწავლებების გავლენისგან გათავისუფლდნენ და ქრისტესთან ერთად მმართველობის იმედს ეზიარნენ, მაგრამ მათ კარგად ესმოდათ, რომ ქრისტეს მორჩილება ლისტრელებსაც იმავე კურთხევებს მოუტანდა.

      13 როგორი დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ, ვისაც ვუქადაგებთ? ისეთივე ადამიანებად მივიჩნევთ, როგორიც ჩვენ ვართ? ღვთის სიტყვიდან ჭეშმარიტების სწავლებისას პავლესა და ბარნაბასავით არ ვიღებთ შექებას? XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელი და შესანიშნავი მასწავლებელი ჩარლზ ტეიზ რასელი მისაბაძი მაგალითია ჩვენთვის. ის წერდა: «არც პატივი გვინდა და არც მოწიწება, არც ჩვენი ნაშრომებისთვის განდიდება; არც ის გვსურს, „მეუფედ“ ან „რაბინად“ მოგვიხსენიებდნენ». ძმა რასელი პავლესა და ბარნაბას მსგავსად თავმდაბალი იყო. არც ჩვენ ვქადაგებთ იმისთვის, რომ ვინმემ განგვადიდოს; ქადაგების მიზანი ხალხის „ცოცხალ ღმერთთან“ დაახლოებაა.

      14—16. კიდევ რას ვსწავლობთ ლისტრელებთან პავლესა და ბარნაბას ქადაგებიდან?

      14 პავლესა და ბარნაბას ლაპარაკიდან სხვა რამესაც ვსწავლობთ. ისინი ქადაგებისას მსმენელის ცოდნასა თუ მდგომარეობას ითვალისწინებდნენ. იკონიონში მცხოვრები იუდეველებისა და პროზელიტებისგან განსხვავებით ლისტრელებმა ბევრი არაფერი იცოდნენ წმინდა წერილებსა და ისრაელ ერთან ღვთის ურთიერთობაზე, მაგრამ ისინი კარგად ერკვეოდნენ სოფლის მეურნეობაში. ლისტრაში რბილი ჰავა და ნოყიერი მიწა იყო; „უხვ მოსავალზე“ დაკვირვებას იქაურებისთვის შემოქმედის თვისებების დანახვა შეეძლო, და მისიონერებმაც სწორედ ეს გამოიყენეს მათთან ქადაგებისას (რომ. 1:19, 20).

      15 ჩვენც მსგავსად უნდა ვიმოქმედოთ. მიწათმოქმედმა შეიძლება სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე ერთნაირი თესლი დათესოს, მაგრამ მიწა სხვადასხვაგვარად დაამუშაოს. ზოგი ნიადაგი შეიძლება ადვილად დასამუშავებელი იყოს და ნოყიერი, ზოგს კი უფრო მეტი დამუშავება სჭირდებოდეს. ჩვენც ერთნაირ თესლს ვთესავთ — ღვთის სიტყვაში გაცხადებულ სამეფოს ცნობას. თუ პავლესა და ბარნაბას მივბაძავთ, შევეცდებით, გავიგოთ ჩვენი მსმენელის მდგომარეობა თუ აღმსარებლობა, და ეს მათთვის სამეფოს ცნობის ქადაგებისას გავითვალისწინოთ (ლუკ. 8:11, 15).

      16 პავლეს, ბარნაბასა და ლისტრელების შემთხვევიდან კიდევ ერთ რამეს ვსწავლობთ. დიდი შრომის მიუხედავად, დათესილი თესლი შეიძლება ვინმემ მიიტაცოს, შეიძლება თესლი კლდოვან ადგილზე დავარდეს (მათ. 13:18—21). მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ! მოგვიანებით პავლემ რომაელ მოწაფეებს შეახსენა: „თითოეული ჩვენგანი [და მათ შორის ისინიც, ვისაც ღვთის სიტყვას ვუქადაგებთ] საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომ. 14:12).

      „მიანდეს ისინი იეჰოვას“ (საქმეები 14:20—28)

      17. სად წავიდნენ დერბედან პავლე და ბარნაბა და რატომ?

      17 მას შემდეგ, რაც განრისხებულ ლისტრელებს პავლე მკვდარი ეგონათ და ქალაქგარეთ გაათრიეს, მოწაფეები გარს შემოეხვივნენ. პავლე წამოდგა, მათ გაჰყვა და ღამე ქალაქში გაათია. მეორე დღეს მან და ბარნაბამ დერბესკენ აიღეს გეზი, რომელიც 100 კილომეტრის სავალზე იყო. როგორი ძნელი იქნებოდა მგზავრობა პავლესთვის, რომელსაც სულ რამდენიმე საათის წინ ქვებს უშენდნენ! მიუხედავად ამისა, პავლესა და ბარნაბას ქადაგებაზე უარი არ უთქვამთ და, როცა დერბეში ჩავიდნენ, „საკმაოდ ბევრი აქციეს მოწაფედ“. მერე სირიის ანტიოქიისკენ აიღეს გეზი (საიდანაც მოგზაურობა დაიწყეს), მაგრამ მოკლე გზით კი არა, ლისტრის, იკონიონისა და პისიდიის ანტიოქიის გავლით. იქ მოწაფეების განსამტკიცებლად ჩავიდნენ და მათ „რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ“ (საქ. 14:20—22). ეს ორი მისიონერი შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის — მათ კრების ინტერესები პირად კეთილდღეობაზე წინ დააყენეს. დღეს სარაიონო ზედამხედველები და მისიონერები მათ მაგალითს ჰბაძავენ.

      18. როგორ ინიშნებიან უხუცესები?

      18 მათ როგორც სიტყვით, ისე საქმით განამტკიცეს მოწაფეები და „თითოეულ კრებაში უხუცესები დანიშნეს“. მიუხედავად იმისა, რომ მისიონერულ მოგზაურობაში პავლე და ბარნაბა „წმინდა სულის მიერ [იყვნენ] გაგზავნილნი“, მათ „იმარხულეს, ილოცეს და მიანდეს ისინი [ახალდანიშნული უხუცესები] იეჰოვას“ (საქ. 13:1—4; 14:23). დღესაც მსგავსი რამ ხდება. უხუცესთა საბჭო სანამ რომელიმე ძმას გარკვეული პასუხისმგებლობის შესასრულებლად რეკომენდაციას გაუწევს, ჯერ ლოცულობს და განიხილავს, შეესაბამება თუ არა ძმა ბიბლიაში მოცემულ მოთხოვნებს (1 ტიმ. 3:1—10, 12, 13; ტიტ. 1:5—9; იაკ. 3:17, 18; 1 პეტ. 5:2, 3). ყურადღება ექცევა არა იმას, რამდენი წელი გაატარა ქრისტიანმა მსახურებაში, არამედ მის ლაპარაკს, ქცევასა და რეპუტაციას, და იმას, თუ რამდენად ახდენს გავლენას წმინდა სული მის ცხოვრებაზე. მან სამწყსოს დამწყემსვა რომ შეძლოს, ზედამხედველებისთვის მიცემულ ბიბლიურ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს (გალ. 5:22, 23). კრებებში უხუცესებს დღეს სარაიონო ზედამხედველები ნიშნავენ (შეადარეთ 1 ტიმოთეს 5:22).

      19. რისთვის აგებენ უხუცესები პასუხს და როგორ ჰბაძავენ პავლესა და ბარნაბას?

      19 უხუცესებს კარგად ესმით, რომ ღვთის წინაშე იმის მიხედვით აგებენ პასუხს, თუ როგორ ეპყრობიან კრებას (ებრ. 13:17). პავლესა და ბარნაბას მსგავსად ისინი კრებაში სამქადაგებლო საქმეს უძღვებიან, სიტყვით განამტკიცებენ და-ძმებს და მზად არიან, საკუთარ კეთილდღეობაზე წინ კრების ინტერესები დააყენონ (ფილ. 2:3, 4).

      20. როგორ მოქმედებს ჩვენზე ერთგული თანაქრისტიანების შემთხვევები?

      20 სირიის ანტიოქიაში დაბრუნების შემდეგ პავლემ და ბარნაბამ ძმებს „ბევრი რამ უამბეს იმაზე, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით გააკეთა. იმასაც მოუყვნენ, რომ ღმერთმა რწმენის კარი გაუღო უცხოტომელებს“ (საქ. 14:27). როცა პუბლიკაციებიდან ვიგებთ, როგორ ავლენენ ჩვენი და-ძმები ერთგულებას და საპასუხოდ როგორ უჭერს მათ მხარს იეჰოვა, აღძრულები ვართ, გაბედულად ვილაპარაკოთ „იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით“.

      a იხილეთ ჩარჩო „იკონიონი — ფრიგიელების ქალაქი“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება