-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
მდგომარეობა იცვლება
ლენინის სიკვდილის შემდეგ მთავრობამ გააძლიერა რელიგიებზე თავდასხმა. 1926 წელს დაარსდა მებრძოლ უღვთოთა კავშირი, რომლის სახელწოდებაც შეესაბამებოდა მის მიზნებს. ათეისტური პროპაგანდა მიზნად ისახავდა ადამიანთა გულიდან და გონებიდან რწმენის ამოშლას. მოკლე დროში ათეიზმი მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა. ერთმა ბიბლიის მკვლევარმა მსოფლიო მთავარ სამმართველოს რუსეთიდან მისწერა: „ახალგაზრდები ადვილად ითვისებენ ამ იდეოლოგიას, რაც ხელს უშლით, რომ ჭეშმარიტება მიიღონ“.
მებრძოლ უღვთოთა კავშირი გამოსცემდა ათეისტური შინაარსის ლიტერატურას, მათ შორის ჟურნალ „ანტირელიგიოზნიკს“. 1928 წელს გამოცემულ ჟურნალში ნათქვამი იყო: „ვორონეჟის ოლქი გაივსო სექტებით“. სხვებთან ერთად ჟურნალში მოხსენიებული იყო 48 „საღვთო წერილების მკვლევარი“, რომელთა „ლიდერები იყვნენ ზინჩენკო და მიტროფან ბოვინი“.
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
ამ პერიოდში ახლად შექმნილი საბჭოთა სახელმწიფოს დამოკიდებულება რელიგიისადმი გაურკვეველი იყო. რამდენიმე სამთავრობო დოკუმენტში გამოთქმული იყო იმედი, რომ რელიგიური ჯგუფები საბჭოთა კავშირის მუშათა კლასში გაერთიანდებოდნენ. მომდევნო წლებში მთავრობამ მიზნად დაისახა ამ იმედის განხორციელება. აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა მთავრობას იეჰოვას ხალხის განადგურება არ სურდა; ის იდეოლოგიურ ბრძოლას ეწეოდა. ის ცდილობდა ღვთის ხალხის დაყოლიებას ან იძულებას, რომ ისინი მხოლოდ სახელმწიფოს ერთგულები ყოფილიყვნენ. მთავრობას არანაირად არ უნდოდა, რომ ადამიანებს იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი.
-