-
როგორ შეგიძლია შეინარჩუნო სუფთა სინდისი?„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
1, 2. რატომ არის კომპასი მნიშვნელოვანი ხელსაწყო და რით ჰგავს ის სინდისს?
მეზღვაური ვრცელ ოკეანეში მართავს გემს; მოგზაური უდაბურ ტერიტორიაზე მიიკვლევს გზას; პილოტი თვითმფრინავს მართავს და ღრუბლების ქვემოთ ვერაფერს ხედავს. რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო? თუ ხელთ არ ექნებათ კომპასი ან სხვა თანამედროვე ხელსაწყო, სამივე შეიძლება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.
2 კომპასი მარტივი ხელსაწყოა ციფერბლატზე დამაგრებული მაგნიტური ისრით, რომელიც ჩრდილოეთისკენ არის მიმართული. თუ ის გამართულია და ზუსტ რუკასთან ერთად ვიყენებთ, მას ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გარკვეული გაგებით კომპასი ჰგავს იეჰოვასგან ბოძებულ ძვირფას ძღვენს — სინდისს (იაკობი 1:17). სინდისის გარეშე არასახარბიელო მდგომარეობაში ვიქნებოდით. თუ სინდისის ხმას მოვუსმენთ, მას შეუძლია სწორ გზაზე დაგვაყენოს და დაგვეხმაროს, ამ გზიდან არ გადავუხვიოთ.
-
-
როგორ შეგიძლია შეინარჩუნო სუფთა სინდისი?„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
მაგრამ ხანდახან სინდისმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. მაგალითად, კომპასს თუ ლითონის საგანთან მივიტანთ, მისი ისარი სხვა მიმართულებით გადაიხრება. ასევე, კომპასს თუ ზუსტ რუკასთან ერთად არ გამოვიყენებთ, ის შეიძლება გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. მსგავსად, ეგოისტური სურვილები თუ გვმართავს, სინდისმა შეიძლება არასწორი საქციელი ჩაგვადენინოს. აგრეთვე, თუ სინდისთან ერთად ღვთის სიტყვის სანდო რჩევებით არ ვიხელმძღვანელებთ, შესაძლოა, მრავალ მნიშვნელოვან საკითხში ვერ შევძლოთ სწორის არასწორისგან გარჩევა.
-