-
იყავით „დიდად თანამგრძნობნი“საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 დეკემბერი
-
-
მაგრამ თანაგრძნობის გამოვლენა ყოველთვის ადვილი არ არის. მოციქული პავლე კოლოსელ ქრისტიანებს სწერდა: „გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ. ამიტომ შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით . . . როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები“ (კოლოსელები 3:9, 10, 12).
ამგვარად, თანაგრძნობის გამოსამუშავებლად ძალისხმევაა საჭირო. თანაგრძნობა იმ „ახალი პიროვნების“ ნაწილია, რომლითაც ქრისტიანები უნდა შეიმოსონ. პავლე ძველი რომის სასტიკ იმპერიაში ცხოვრობდა. ის თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, მნიშვნელოვანწილად შეეცვალათ თავიანთი პიროვნება, რათა უფრო თანამგრძნობნი ყოფილიყვნენ.
-
-
იყავით „დიდად თანამგრძნობნი“საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 დეკემბერი
-
-
თანაგრძნობის გამოვლენით ქრისტიანები იესოს ჰბაძავენ. ის არასდროს იყო იმდენად დაკავებული, რომ სხვებს მატერიალურად თუ სულიერად არ დახმარებოდა. როდესაც ხედავდა, რომ სხვას უჭირდა, თანაგრძნობით აღძრული იესო ყოველთვის ცდილობდა მის დახმარებას.
ვნახოთ, როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს, როდესაც დაინახა ადამიანები, რომელთა სულიერი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ იყო: „ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათე 9:36). ერთი ბიბლეისტის სიტყვების თანახმად, აქ „გული ეწვოდად“ ნათარგმნი სიტყვა „ძალიან ძლიერ შინაგან გრძნობას“ გამოხატავს. ფაქტობრივად, ბერძნულ ენაში თანაგრძნობას ყველაზე მძაფრად ამ სიტყვებით გამოხატავენ.
მსგავსად, თანამგრძნობი ქრისტიანი დაუყოვნებლივ იღებს ზომებს, როდესაც ხედავს, რომ სხვებს მატერიალურად და სულიერად უჭირთ. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი“ (1 პეტრე 3:8). მაგალითად, ერთხელ, როდესაც ერთ ღარიბ ქრისტიან ოჯახს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხვაგან გადასვლა მოუწია, ისინი თანამორწმუნეებმა მიიღეს, რომლებთანაც ექვსი თვის განმავლობაში ყოველგვარი ქირის გარეშე ცხოვრობდნენ. ქმარი ჰყვება: „ჩვენი მასპინძლები ყოველდღე მოდიოდნენ და იგებდნენ ჩვენს მდგომარეობას; მათი საუბრები გამამხნევებელი იყო და თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში“.
ჭეშმარიტი ქრისტიანები უცხოებზეც ზრუნავენ. ისინი თავიანთ დროს, ენერგიასა და სახსრებს არ იშურებენ იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომლებსაც არც კი იცნობენ. წინა სტატიაში მოხსენიებული მოხალისეები, რომლებიც უცხო ადამიანებს ეხმარებოდნენ, იეჰოვას მოწმეები იყვნენ.
ქრისტიანულ კრებაში თანაგრძნობა და სიკეთე სუფევს. სიყვარულით აღძრული ქრისტიანული კრების წევრები იმის საშუალებებს ეძებენ, როგორ მოემსახურონ სხვებს. კრებაში ქვრივ-ობლებს სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებლად თქვენი მზრუნველობა და თანაგრძნობა სჭირდებათ. ისინი შეიძლება ღარიბები არიან, არ ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში, ხელი არ მიუწვდებათ სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე ან სხვა სირთულეებთან უწევთ გამკლავება. შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ?
განვიხილოთ საბერძნეთში მცხოვრები ერთი წყვილის შემთხვევა. ოჯახის თავს ინსულტი დაემართა. ის და მისი მეუღლე ასობით კილომეტრით დაშორებულ საავადმყოფოში წავიდნენ. მათი მიზერული შემოსავალი ფორთოხლის დაკრეფასა და გაყიდვაზე იყო დამოკიდებული. ვინ გააკეთებდა ამას მაშინ, როდესაც ისინი საავადმყოფოში იყვნენ? ამ საქმეს ადგილობრივი კრების წევრები შეეჭიდნენ. მათ დაკრიფეს და გაყიდეს ფორთოხალი და აღებული თანხა გასაჭირში მყოფ წყვილს გადასცეს, რითაც საზრუნავი შეუმცირეს.
თანაგრძნობის გამოვლენა მრავალი სახით შეიძლება. მაგალითად, თანამგრძნობ ქრისტიანებს ესმით, რომ ზოგჯერ გასაჭირში მყოფთ მომსმენი ყური, თანაგრძნობა და ბიბლიური ნუგეში სჭირდებათ (რომაელები 12:15).
იყავით თანამგრძნობ ადამიანთა შორის
მსოფლიო ქრისტიანული კრება სიმშვიდისა და ნუგეშის წყაროა; ამ კრების წევრები თანაგრძნობასა და სიკეთეს ავლენენ. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმით, რომ თანაგრძნობა მიმზიდველი თვისებაა მაშინ, როდესაც სისასტიკე ყველასთვის საძულველია. ამგვარად, ისინი ჰბაძავენ ზეციერ მამას და ცდილობენ, იყვნენ „დიდად თანამგრძნობნი“.
იეჰოვას მოწმეები გულითადად გიწვევენ, გამოსცადოთ ის თანაგრძნობა, სიყვარული და მზრუნველობა, რომელიც ქრისტიანებს შორის მეფობს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათ შორის არსებული თბილი ატმოსფერო თქვენთვის მიმზიდველი და სასურველი იქნება (რომაელები 15:7).
-