-
ის თვალებით ემსახურება ღმერთსსაგუშაგო კოშკი — 2015 | 1 მარტი
-
-
ღვთის დიდებული საქმეებისკენ მიპყრობილი მზერა
2011 წელს ხიროს კომუნიკაციის ახალი საშუალება მიეცა. ეს იყო თვალის მოძრაობით მართვადი კომპიუტერი. ეს მოწყობილობა აღიქვამს თვალის მოძრაობას, რის შედეგადაც ხიროს შეუძლია გაააქტიუროს ეკრანზე გამოსახული სიმბოლოები. სიმბოლოზე თვალის დახამხამება ან დაჟინებით ცქერა, იგივეა, რაც მაუსზე დაწკაპუნება. აგრეთვე ეკრანზე გამოტანილია პიქტოგრამები, რაც ხიროს საუბარში ეხმარება. როცა ის თვალს დაახამხამებს რომელიმე პიქტოგრამაზე, პროგრამა დაწერილ ტექსტს ახმოვანებს.
რაც მეტად სწვდებოდა ხირო ბიბლიურ ჭეშმარიტებას, მით მეტად სურდა, სხვებს სულიერად დახმარებოდა. ყოველკვირეული ოჯახური შესწავლის დროს ის ხან მე მიყურებს, ხან — თავის კომპიუტერს, რითაც შემახსენებს, რომ კომენტარი დავუწერო, რათა კრების შეხვედრაზე პასუხების გაცემა შეძლოს.
კრების შეხვედრაზე ის მოთმინებით აყოლებს თვალს თავის ეკრანს და ააქტიურებს საჭირო სიმბოლოს, რის შემდეგაც მის კომენტარს, რომელსაც კომპიუტერი ახმოვანებს, მთელი კრება ისმენს. ის ყოველთვის თბილად იღიმის და ასეთი სახით ამხნევებს კრების წევრებს. მისი ერთ-ერთი მეგობარი, ალექსი, ამბობს: „ყოველთვის გაოცებული ვარ, როცა ვისმენ, როგორ აკეთებს ხირო კომენტარს“.
ხირო თვალის მოძრაობით მართვად კომპიუტერს იყენებს, რომ კრების შეხვედრებზე კომენტარი გააკეთოს და სხვებს თავისი რწმენის შესახებ ესაუბროს
ხირო თვალებით ხალხს თავის რწმენაზეც ესაუბრება. ამისათვის ის თვალის მოძრაობით ააქტიურებს პიქტოგრამას, რომელიც აღწერს ბაღს, სადაც ცხოველები და სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ. შემდეგ კომპიუტერი ახმოვანებს მის სიტყვებს: „ბიბლია გვპირდება, რომ დედამიწაზე იქნება სამოთხე, სადაც აღარ იქნება ავადმყოფობა და სიკვდილი, გამოცხადების 21:4“. თუ მსმენელი ინტერესს გამოავლენს, ის სხვა სიმბოლოს ააქტიურებს და ეკითხება: „გსურთ ბიბლიის შესწავლა ჩემთან ერთად?“. ჩვენდა გასაოცრად, პაპაჩემი დათანხმდა მას ბიბლიის შესწავლაზე. ნამდვილად ამაღელვებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ უტარებდა ნელ-ნელა ხირო სხვა თანაქრისტიანთან ერთად პაპაჩემს ბიბლიის შესწავლას. ძალიან მიხარია, რომ 2014 წლის აგვისტოში მადრიდში გამართულ რეგიონულ კონგრესზე პაპაჩემი მოინათლა.
-