-
უზომოდ მადლიერი ვარ, რომ განსაცდელების მიუხედავად იეჰოვას ვემსახურებისაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 იანვარი
-
-
1941 წლის აგვისტოში რავენსბრიუკის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში გამგზავნეს, სადაც სასტიკად ეპყრობოდნენ პატიმრებს. ეს ბანაკი ბერლინიდან (გერმანია) ჩრდილოეთით, 80 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.
„ნუ გეშინია დაიკო, გამაგრდი!“
ბანაკში ჩასვლისთანავე გვითხრეს, რომ უკან დაგვაბრუნებდნენ, თუ უარს ვიტყოდით ჩვენს რწმენაზე და ხელს მოვაწერდით დოკუმენტს. რა თქმა უნდა, დოკუმენტს ხელი არ მოვაწერე. ამიტომ, იძულებული ვიყავი, ჩემი ნივთები მათთვის მიმეცა. გავიხადე, რაც მეცვა და აბაზანაში შევედი, სადაც ნიდერლანდელი დები დამხვდნენ. იქ მოგვცეს ტანსაცმელი, რომელზეც იისფერი სამკუთხედი იყო დაკერებული, აგრეთვე თეფში, ფინჯანი და კოვზი. იმ დღეს ბარაკში დაგვტოვეს. მას შემდეგ, რაც დამაპატიმრეს, პირველად ვიჯერე გული ტირილით. „ნეტავ, რა მელის? რამდენ ხანს ვიქნები აქ“? — ვტიროდი სასოწარკვეთილი. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ იეჰოვას ახლოს არ ვიცნობდი, რადგან ჭეშმარიტება ახალი გაგებული მქონდა და კიდევ ბევრი რამ უნდა მესწავლა. მომდევნო დღეს, როცა სიის ამოკითხვა დაიწყეს, ერთმა გერმანელმა დამ, როგორც ჩანს, შემამჩნია, რომ ძალიან დამწუხრებული ვიყავი და მითხრა: „ნუ გეშინია დაიკო, გამაგრდი! ყველაფერი კარგად იქნება!“.
სიის ამოკითხვის შემდეგ სხვა ბარაკში გადაგვიყვანეს, სადაც ასობით გერმანელი და ნიდერლანდელი და დაგვხვდა. ზოგი გერმანელი და უკვე წელზე მეტი იყო ბანაკში. მათთან ურთიერთობამ მართლაც ძალიან გამაძლიერა და გამომაცოცხლა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აგრეთვე იმან, რომ სხვა ბარაკებთან შედარებით ჩვენი დების ბარაკები ძალიან სუფთა იყო. სისუფთავის გარდა ჩვენი ბარაკები იმით გამოირჩეოდა, რომ არავინ ქურდობდა, ილანძღებოდა და ჩხუბობდა. მიუხედავად იმისა, რომ საშინელ პირობებში ვიყავით, ჩვენი ბარაკები სუფთა კუნძულს მოგაგონებდათ დაბინძურებულ ზღვაში.
ცხოვრება ბანაკში
ბანაკში ცხოვრება აუტანელი იყო — ბევრს გვამუშავებდნენ და ძალიან ცოტას გვაჭმევდნენ. ყოველდღე დილის 5 საათზე ვდგებოდით, რის შემდეგაც მალევე იწყებოდა სიის ამოკითხვა. მცველები დაახლოებით ერთი საათი წვიმის ქვეშ ან პაპანაქებაში გვაიძულებდნენ დგომას. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ 5 საათზე კვლავ სიის ამოკითხვას იწყებდნენ. ამის მერე გვაძლევდნენ პურსა და წვნიანს. ჭამის შემდეგ ძალაგამოცლილები დასაძინებლად მივდიოდით.
ყოველდღე, კვირის გარდა, ფერმაში გვამუშავებდნენ, სადაც ხორბალს ვცელავდით, თხრილები გაგვყავდა და საღორეებს ვასუფთავებდით. ძალიან ბევრს ვმუშაობდი და საკმაოდ რთულ სამუშაოს ვასრულებდი, მაგრამ ვუმკლავდებოდი ყველაფერს, რადგან ახალგაზრდა ვიყავი და მკლავში ძალა მერჩოდა. ძალიან ვმხნევდებოდი, როცა სამეფოს სიმღერებს ვმღეროდი. ყოველდღე ვფიქრობდი ჩემს მეუღლესა და შვილზე. უზომოდ მენატრებოდნენ ისინი.
ძალიან ცოტას გვაჭმევდნენ, მაგრამ დები პურის პატარა ნაჭერს ყოველდღე გადავინახავდით ხოლმე, კვირას რომ მშივრები არ დავრჩენილიყავით. კვირაობით ერთად ვიკრიბებოდით და ბიბლიურ თემებზე ვსაუბრობდით. ბიბლიური ლიტერატურა არ გვქონდა, მაგრამ გულისყურით ვუსმენდი ასაკოვან გერმანელ დებს, რომლებიც სულიერ საკითხებზე მსჯელობდნენ. ჩვენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოც კი აღვნიშნეთ ბარაკში.
დარდი, სინანული და გულგატეხილობა
ზოგჯერ ნაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერად ამა თუ იმ საქმის კეთებას გვავალებდნენ, მაგრამ რამდენადაც პოლიტიკურ საკითხებში არ ვერეოდით, ყველა და უარს ამბობდა ასეთი სამუშაოს შესრულებაზე. მეც ამ გაბედული დების მსგავსად ვიქცეოდი. ამის გამო გვსჯიდნენ და რამდენიმე დღე საჭმელს აღარ გვაძლევდნენ. გარდა ამისა, სიის ამოკითხვისას საათობით გვაიძულებდნენ ფეხზე დგომას. ერთხელ, ზამთრის პერიოდში გაყინულ ბარაკებში 40 დღე ჩაგვკეტეს.
იეჰოვას მოწმეებს ხშირად შეგვახსენებდნენ, რომ გაგვიშვებდნენ, თუ უარს ვიტყოდით ჩვენს რწმენაზე და ხელს მოვაწერდით დოკუმენტს. მას შემდეგ, რაც ერთ წელზე მეტი გავიდა, რავენსბრიუკში ყოფნა ძალიან გამიჭირდა. გულგატეხილი და დამწუხრებული ვიყავი. ისე მინდოდა ჩემი მეუღლისა და შვილის ნახვა, რომ მცველებთან მივედი და გამოვართვი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ აღარ მინდოდა, ვყოფილიყავი ბიბლიის მკვლევარი. ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერე.
ზოგი და ერიდებოდა ჩემთან ურთიერთობას მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელი მოვაწერე. მაგრამ ორმა ასაკოვანმა გერმანელმა დამ ჰედვიგმა და გერტრუდმა მომძებნეს და თავიანთ სიყვარულში დამარწმუნეს. როცა ერთად ვასუფთავებდით საღორეს, დებმა ამიხსნეს, რომ იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და მისადმი სიყვარულს იმით ვავლენთ, რომ კომპრომისზე არ მივდივართ. მათმა დედობრივმა მზრუნველობამ და სიყვარულმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.a ვიცოდი, რომ არასწორად მოვიქეცი და ჩემ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ანულირება მინდოდა. ერთ საღამოს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ერთ დას ვუთხარი. როგორც ჩანს, ბანაკის ზედამხედველმა გაიგონა ჩვენი საუბარი, რადგან იმავე საღამოს მოულოდნელად წამიყვანეს ბანაკიდან და მატარებლით ნიდერლანდებში გამაგზავნეს. თვალებიდან არ ამომდის ერთ-ერთი ზედამხედველის სახე, რომელმაც მითხრა: „შენ ისევ ბიბლიის მკვლევარი ხარ და ყოველთვის იქნები“. მე კი ვუთხარი: „მართალი ხარ, იეჰოვას ასე სურს“. მიუხედავად ამისა, მოსვენებას არ მაძლევდა იმაზე ფიქრი, როგორ გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, რომელიც მაშინ დავუშვი, როცა დოკუმენტს ხელი მოვაწერე.
ჩემ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტში ეწერა: „ვდებ პირობას, რომ აღარასოდეს ჩავებმები ბიბლიის საერთაშორისო მკვლევართა საქმიანობაში“. ვიცოდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. 1943 წლის იანვარში, მალევე მას შემდეგ, რაც სახლში დავბრუნდი, კვლავ დავიწყე გულმოდგინედ ქადაგება. ნაცისტებს ქადაგებისას კიდევ რომ დავეჭირე, უარესი სასჯელი მელოდა.
მთელი გულით ვცდილობდი, იეჰოვასთვის ჩემი ერთგულება კვლავ დამემტკიცებინა. მე და ჩემი მეუღლე ლიტერატურის დამტარებლებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებს ყოველთვის ვთავაზობდით, რომ დარჩენილიყვნენ ჩვენთან სახლში. ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ კიდევ მომეცა შესაძლებლობა, დამემტკიცებინა მისთვის ჩემი სიყვარული.
-
-
უზომოდ მადლიერი ვარ, რომ განსაცდელების მიუხედავად იეჰოვას ვემსახურებისაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 იანვარი
-
-
ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო მომენტი ჩემს ცხოვრებაში 1995 წელს დადგა, როცა რავენსბრიუკში ყოფილი პატიმრები ერთმანეთს შევხვდით. იქ ვნახე დები, რომლებთან ერთადაც ბანაკში ვიყავი. 50 წელზე მეტი იყო გასული, რაც ისინი არ მყავდნენ ნანახი. ეს დღე დაუვიწყარია ჩემთვის, რადგან ენით აუწერელი სიხარული ვიგრძენი. ჩვენ ერთმანეთის ნახვით გავმხნევდით და ვანუგეშეთ ერთმანეთი, რომ მალე მკვდრეთით აღდგომისას საყვარელ ადამიანებს კვლავ ვიხილავდით.
-
-
უზომოდ მადლიერი ვარ, რომ განსაცდელების მიუხედავად იეჰოვას ვემსახურებისაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 იანვარი
-
-
[სურათი 12 გვერდზე]
1995 წლის ისტორიული შეხვედრა. ვზივარ პირველ რიგში, მარცხნიდან მეორე
-