-
ღმერთია ჩემი მფარველი და ძალასაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მაისი
-
-
სასჯელის სრული მოხდის შემდეგ, გათავისუფლების ნაცვლად, გესტაპომ დამაკავა. ჩემგან მოელოდნენ ხელის მოწერას განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მეტად აღარ ვიმოქმედებდი როგორც იეჰოვას მოწმე. მე გადაჭრით ვთქვი უარი, რაზეც ოფიცერი გაცოფდა, ფეხზე წამოხტა და დაპატიმრების ორდერი მომცა. ორდერი სურათზეა ნაჩვენები. მშობლების ნახვის უფლების გარეშე დაუყოვნებლივ წამიყვანეს ქალთა პატარა საკონცენტრაციო ბანაკში ლიხტენბურგში, მდინარე ელბაზე. მალე ამის შემდეგ შევხვდი კეტეს. 1936 წლის დეკემბრიდან ის მოურინგენში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკში იყო, მისი დაკეტვის შემდეგ კი მრავალ სხვა დასთან ერთად ლიხტენბურგში მოხვდა. მამაჩემიც დაპატიმრებული იყო და 1945 წლამდე აღარ მინახავს.
ლიხტენბურგში
მე უფლება არ მქონდა შევერთებოდი სხვა მოწმე ქალებს, რადგან ისინი ამა თუ იმ მიზეზის გამო ისჯებოდნენ. ერთ დიდ ოთახში შევნიშნე პატიმრების ორი ჯგუფი — ქალები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მაგიდებთან ისხდნენ, და მოწმეები, რომლებიც მთელი დღე ტაბურეტებზე უნდა მსხდარიყვნენ და რომლებსაც არაფერი ეძლეოდათ საჭმელადb.
მე მზადყოფნით ვიღებდი ნებისმიერ სამუშაო დავალებას იმ იმედით, რომ იქნებ როგორღაც კეტე შემხვედროდა. ასეც მოხდა. ის ორ სხვა პატიმართან ერთად სამუშაოდ მიდიოდა, როცა ერთმანეთს შევხვდით. მე, სიხარულით აღფრთოვანებულმა, მაგრად ჩავიკარი გულში. მაგრამ მცველმა ქალმა მაშინვე გვიჩივლა. ჩვენ დაგვკითხეს და იმ დროიდან ერთმანეთს დაგვაშორეს. ეს უკიდურესად ძნელი იყო.
ვერ ვივიწყებ ლიხტენბურგში მომხდარ კიდევ ორ შემთხვევას. ერთხელ შიდა ეზოში ყველა პატიმარი უნდა შევკრებილიყავით, რათა რადიოში ჰიტლერის ერთ-ერთი პოლიტიკური სიტყვა მოგვესმინა. იეჰოვას მოწმეებმა უარი ვთქვით, რადგანაც პატრიოტულ ცერემონიებს ჰქონდა ადგილი. ამიტომ მცველებმა ჰიდრანტიდან სახანძრო შლანგებით წყლის ძლიერი ნაკადი მოგვიშვეს და ამ უმწეო ქალებს მეოთხე სართულიდან შიდა ეზომდე გვდიეს. იქ თავიდან ფეხებამდე გალუმპულები უნდა ვმდგარიყავით.
მეორე შემთხვევისას მე, გერტრიუტ ემესა და გერტელ ბიურლენს გვიბრძანეს, კომენდანტის შტაბის განათება დეკორატიულად მოგვეწყო, რადგანაც ჰიტლერის დაბადების დღე ახლოვდებოდა. ჩვენ უარი ვთქვით, ვინაიდან მივხვდით სატანის ტაქტიკურ მცდელობას — პატარა საკითხებში კომპრომისზე წასვლით უმწიკვლოების დარღვევამდე მივეტყუებინეთ. დავისაჯეთ იმით, რომ თითოეულ ახალგაზრდა დას შემდეგი სამი კვირა სამარტოო ტუსაღობაში უნდა გაგვეტარებინა პატარა, ბნელ საკანში. მაგრამ იეჰოვა ჩვენთან ახლოს დარჩა და ამ საშინელ ადგილზეც კი გამოავლინა, რომ მფარველს წარმოადგენს.
-
-
ღმერთია ჩემი მფარველი და ძალასაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მაისი
-
-
b საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ ბერნში (შვეიცარია) გამოცემული 1940 წლის 1-ლი მაისის ჟურნალის — „ნუგეში“ (Trost) — მე-10 გვერდზე მოხსენიებული იყო, რომ ერთხელ ლიხტენბურგში იეჰოვას მოწმე ქალებს 14 დღის მანძილზე სადილი არ მიუღიათ, რადგანაც ნაცისტური ჰიმნების დაკვრისას ისინი უარს ამბობდნენ განდიდების გამომხატველ ჟესტზე. იქ იეჰოვას 300 მოწმე იყო.
-