საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w02 6/15 გვ. 31
  • საიდუმლოს გაცხადების დრო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საიდუმლოს გაცხადების დრო
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
w02 6/15 გვ. 31

საიდუმლოს გაცხადების დრო

გარკვეული საკითხების საიდუმლოდ შენახვა-არშენახვა შეიძლება მშვიდობის ან უთანხმოების საწინდარი იყოს. მაგრამ დგება როდისმე საიდუმლოს გამჟღავნების დრო? ყურადღება მიაქციე, რას ამბობს წინასწარმეტყველი ამოსი ღვთის შესახებ: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3:7). ამ სიტყვებიდან საიდუმლოს შენახვის შესახებ რაღაცის სწავლა შეგვიძლია. იეჰოვამ შეიძლება გარკვეული დროის მანძილზე შეინახოს რაიმე საიდუმლოდ და ბოლოს, ზოგიერთ პიროვნებას გაუმხილოს. როგორ უნდა მივბაძოთ იეჰოვას ამ საკითხში?

ზოგჯერ ქრისტიანული კრების უხუცესები ხედავენ, რომ უკეთესი იქნებოდა გარკვეული საკითხის საიდუმლოდ შენახვა (საქმეები 20:28). მაგალითად, კრების ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი წყვეტენ, რომ რაიმე ღონისძიების შესახებ დაწვრილებითი ცნობები ან კრებაში პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული ცვლილებები განსაკუთრებულ დრომდე საიდუმლო დარჩეს.

ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვისაც ამის შესახებ აქვთ ინფორმაცია, იცოდნენ, როდის და რა სახით გაცხადდება ეს საკითხი. იმის ცოდნა, თუ როდის გაკეთდება ამ საკითხის შესახებ განცხადება, შეიძლება მათ საიდუმლოს შენახვაში დაეხმაროს (იგავნი 25:9).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება