-
„იცოდე, ვის როგორი პასუხი გასცე“მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
კომენტარები კრების შეხვედრებზე
კრების შეხვედრებზე ხშირად გვეძლევა შესაძლებლობა, საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი რწმენა. ამის ერთ-ერთი საშუალება კომენტარებში მონაწილეობაა. როგორ უნდა ვუპასუხოთ კრების შეხვედრებზე? ჩვენი მიზანი იეჰოვას განდიდება უნდა იყოს. სწორედ ასე იქცეოდა ფსალმუნმომღერალი დავითი „შეკრებილ ხალხში“ (ფსალმ. 26:12). კომენტარის მიცემისას უნდა გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის რჩევა — გავამხნევოთ თანამორწმუნეები და „წავახალისოთ . . . სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:23—25). ამაში მასალის წინასწარ მომზადება დაგვეხმარება.
შეეცადე, შენი პასუხი მარტივი, გასაგები და მოკლე იყოს. მთელ აბზაცს ნუ მოჰყვები, მხოლოდ ერთ აზრზე გაამახვილე ყურადღება. თუ მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხებ, სხვებსაც მისცემ პასუხის გაცემის შესაძლებლობას. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ მასალაში მოყვანილ ბიბლიურ მუხლებზე გაამახვილებ ყურადღებას. შეეცადე, გამოკვეთო მუხლის ის მონაკვეთი, რომელიც განსახილველ საკითხს უკავშირდება. ისწავლე აზრის გადმოცემა საკუთარი სიტყვებით; ნუ წაიკითხავ აბზაციდან. არ იდარდო, თუ კარგად ვერ გამოხატავ აზრს. დროდადრო ეს ყველას ემართება.
-