განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა დეკემბერში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. იანვარში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თებერვალში: „დაუახლოვდი იეჰოვას“. მარტში: ბროშურა „იფხიზლეთ!“ თუ ადამიანი გულწრფელ ინტერესს ავლენს, შესთავაზეთ „შემეცნება“ და ეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.
◼ კრებებში მალე მიიღებთ 2005 წლის გახსენების საღამოს მოსაწვევებს იმ ენაზე, რომელზეც თქვენი კრება ტარდება. თუ თქვენს ტერიტორიაზე სხვა ენაზე მოლაპარაკეებიც არიან და გინდათ, რომ ამ ენებზეც გქონდეთ მოსაწვევები, რაც შეიძლება მალე უნდა შეუკვეთოთ „ლიტერატურის გამოწერის ბლანკის“ (S–14) მეშვეობით. იმ ენების სია, რომლებზეც არის გახსენების საღამოს მოსაწვევები, მოცემული იქნება წერილში „განცხადება ყველა კრებისთვის“, რომელიც ყოველთვიურად ეგზავნება კრებებს. გთხოვთ, მხოლოდ იმ ენებზე შეუკვეთეთ მოსაწვევები, რომლებზეც ნამდვილად არის საჭირო თქვენს ტერიტორიაზე.
◼ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ 2006 წელს გახსენების საღამო ჩატარდება ოთხშაბათს, 12 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს განცხადება იმ მიზნით კეთდება, რომ ძმებმა შეძლონ წინასწარ იზრუნონ დარბაზების შოვნასა და კონტრაქტების დადებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ერთი სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს. უხუცესები უნდა მოელაპარაკონ დარბაზების ადმინისტრაციას და შეუთანხმდნენ, რომ იმავე შენობაში დაგეგმილმა სხვა ღონისძიებამ ხელი არ შეუშალოს გახსენების საღამოს მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩატარებას.
◼ ვინაიდან გახსენების საღამო ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მომხსენებლად უხუცესთა საბჭო ერთ–ერთ უფრო გამოცდილ უხუცესს ირჩევს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მორიგეობით არჩევა ან ყოველწლიურად ერთი და იგივე ძმა გამოდიოდეს მოხსენებით. თუ არის ცხებული ძმა, რომელსაც მოხსენების წარმოთქმა შეუძლია, უხუცესთა საბჭომ ის უნდა აირჩიოს.
◼ 2005 წლის 27 ივნისით დაწყებული კვირიდან კრების წიგნის შესწავლებზე განვიხილავთ წიგნს „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“