საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 12/03 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
km 12/03 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა დეკემბერში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ასევე შეგიძლიათ შესთავაზოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ ან „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. იანვარში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თებერვალში: „დაუახლოვდი იეჰოვას“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაცია, შეგიძლიათ შესთავაზოთ „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“

◼ კრების საფინანსო ანგარიშებზე პასუხისმგებელ ძმებს შევახსენებთ, რომ მსოფლიო საქმისა და სამეფო დარბაზების ფონდისთვის გაღებული შესაწირავები აუცილებლად უნდა გაეგზავნოს საზოგადოებას ყოველთვიურად. ეს შესაწირავები არ უნდა იყოს გამოყენებული კრების მიერ აღებული სესხის ან სხვა ხარჯების დასაფარავად.

◼ კრებებში მალე მიიღებთ 2004 წლის გახსენების საღამოს მოსაწვევებს იმ ენაზე, რომელზეც თქვენი კრება ტარდება. თუ თქვენს ტერიტორიაზე სხვა ენაზე მოლაპარკეები არიან და გინდათ, რომ ამ ენებზეც გქონდეთ მოსაწვევები, რაც შეიძლება მალე უნდა შეუკვეთოთ „ლიტერატურის გამოწერის ბლანკის“ (S-14) მეშვეობით. იმ ენების სია, რომლებზეც არის გახსენების საღამოს მოსაწვევები, მოცემული იქნება წერილში „განცხადება ყველა კრებას“. გთხოვთ, მხოლოდ იმ ენებზე შეუკვეთეთ მოსაწვევები, რომლებზეც ნამდვილად არის საჭირო თქვენს ტერიტორიაზე.

◼ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ 2005 წელს გახსენების საღამო ჩატარდება ხუთშაბათს, 24 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს განცხადება იმ მიზნით კეთდება, რომ ძმებმა შეძლონ წინასწარ იზრუნონ დარბაზების შოვნასა და კონტრაქტების დადებაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ერთი სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს. უხუცესები უნდა მოელაპარაკონ დარბაზების ადმინისტრაციას და შეუთანხმდნენ, რომ იმ დროისათვის რაიმე ღონისძიებამ ხელი არ შეუშალოს გახსენების საღამოს მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩატარებას. ვინაიდან ეს ძალზე მნიშვნელოვანი საღამოა, მომხსენებლად უხუცესთა საბჭო უფრო გამოცდილ უხუცესს ირჩევს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ სიის მიხედვით ხდებოდეს არჩევა ან ყოველწლიურად ერთი და იგივე ძმა გამოდიოდეს მოხსენებით. თუ არის ცხებული ძმა, რომელსაც მოხსენების წარმოთქმა შეუძლია, საბჭომ ის უნდა აირჩიოს.

◼ 2004 წლის 15 მარტიდან 2005 წლის 16 მაისის ჩათვლით წიგნის შესწავლებზე განვიხილავთ წიგნს „დაუახლოვდი იეჰოვას“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება