საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/08 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 1/08 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა იანვარში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი!“. თუ არა გაქვთ ეს წიგნი კრების მარაგში, შეგიძლიათ შესთავაზოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. თებერვალში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ განსაკუთრებით ეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. განსაკუთრებით ეცადეთ, განმეორებით მოინახულოთ ის ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სპეციალურ საჯარო მოხსენებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან. მათი მონახულებისას მიზნად გქონდეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. ივნისში: „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“.

◼ მარტში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დამხმარე პიონერებად ვიმსახუროთ.

◼ კრებებმა სათანადოდ უნდა იზრუნონ გახსენების საღამოს ჩატარებაზე, რომელიც ამა წლის 22 მარტს, შაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ გაიმართება. თუმცა შესაძლებელია მოხსენება მზის ჩასვლამდე დაიწყოს, სიმბოლოების ჩამოტარება მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ უნდა მოხდეს. ადგილობრივი წყაროებიდან დაადგინეთ, როდის ჩადის მზე თქვენს მხარეში. სასურველია, რომ ყველა კრებამ ცალ-ცალკე აღნიშნოს გახსენების საღამო, თუმცა ეს შეიძლება ყოველთვის არ მოხერხდეს. როდესაც ერთი და იმავე სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს, შეიძლება ამ საღამოსთვის რომელიმე მათგანმა ცალკე დარბაზი დაიქირავოს. თუ შესაძლებელია, კარგი იქნება პროგრამებს შორის მინიმუმ 40-წუთიანი შუალედი მაინც დატოვოთ, რათა გახსენების საღამოს აღნიშვნის შემდეგ ყველამ შეძლოს ერთმანეთთან ურთიერთობა. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ტრანსპორტის მოძრაობას და ავტოსადგომზე მანქანების გაჩერებას, მათ შორის მგზავრების ჩასხმას თუ ჩამოსხმას. უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ადგილობრივად რის გაკეთება იქნებოდა საუკეთესო.

◼ კრების მდივანმა უნდა შეამოწმოს, აქვს თუ არა ყველა პიონერის დანიშვნის წერილი (S-202). თუ მას არა აქვს რომელიმე პიონერის „დანიშვნის წერილი“, ამის შესახებ უნდა მისწეროს ოფისს.

◼ 2008 წლის 4 აგვისტოთი დაწყებული კვირიდან წიგნის შესწავლებზე განვიხილავთ წიგნს „იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით“.

◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ 2007 წლის აგვისტოში დაფიქსირდა მაუწყებლების უმაღლესი რიცხვი — 16 686. ეს 110-ით აღემატება 2007 წლის იანვარში მიღწეულ მაუწყებლების უმაღლეს რიცხვს.

◼ გორში, კვერნაკის ტერიტორიაზე აშენდა სამეფო დარბაზი. 2007 წლის 18 აგვისტოს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 213 ადამიანი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება