საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ დავრჩეთ ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • პავლე მოციქულმა დაწერა: «ჩვენ ელჩები ვართ ქრისტეს ნაცვლად . . . ჩვენ ქრისტეს ნაცვლად გთხოვთ: „შეურიგდით ღმერთს“» (2 კორინთელები 5:20).a

      4. როგორ ავლენენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის სამეფოსადმი ერთგულებას? (იხილეთ ჩარჩო „პირველი ქრისტიანები იცავდნენ ნეიტრალიტეტს“.)

      4 ელჩები უცხო ქვეყანაში თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლები არიან, ამიტომ ისინი ნეიტრალიტეტს იცავენ და უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ერევიან. თუმცა ისინი იცავენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებს. იმავეს თქმა შეიძლება ქრისტეს სულითცხებულ მიმდევრებზე, რომელთა „მოქალაქეობა ზეცაშია“ (ფილიპელები 3:20). სამეფოს შესახებ გულმოდგინე ქადაგებით ისინი ქრისტეს მილიონობით „სხვა ცხვარს“ დაეხმარნენ, რომ ღმერთს შერიგებოდნენ (იოანე 10:16; მათე 25:31—40). „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები კი, ასე ვთქვათ, დესპანები არიან და იესოს ცხებულ ძმებს ეხმარებიან. ერთ ფარად გაერთიანებული ეს ორი ჯგუფი მხარს უჭერს მესიანურ სამეფოს, მტკიცედ იცავს ნეიტრალიტეტს და არ ერევა პოლიტიკაში (წაიკითხეთ ესაიას 2:2—4).

  • როგორ დავრჩეთ ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • a ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული ქრისტე მეფობს დედამიწაზე მყოფი სულითცხებული მიმდევრების კრებაზე (კოლოსელები 1:13). 1914 წელს ქრისტე „ქვეყნიერების სამეფოზე“ გამეფდა. ასე რომ, დღეს სულითცხებული ქრისტიანები მესიანური სამეფოს ელჩებადაც მსახურობენ (გამოცხადება 11:15).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება