-
ერთგული მმართველი და ხელმძღვანელი საბჭოსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
-
-
ვინ არის იესოს მიერ მოხსენიებული მონა, იგივე მმართველი, და როგორ აძლევს ის ‘დროულად საზრდოს’ მსახურებს? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვისი მეშვეობით გვაწვდის ღმერთი სულიერ საზრდოს.
3. ა) ვის უკავშირებენ თეოლოგები იესოს სიტყვებს, რომლებიც „მონას“ ეხება? ბ) ვინ არის „მმართველი“ ანუ „მონა“ და ვინ არიან „მსახურები“ ანუ „შინაურები“?
3 თეოლოგები იესოს ამ სიტყვებს ხშირად ქრისტიანული სამყაროს მაღალი რანგის სასულიერო პირებს უკავშირებენ. მაგრამ იესოს მხედველობაში არ ჰყოლია უამრავი მონა, რომლებიც გაფანტული იქნებოდნენ სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობაში. მან გასაგებად თქვა, რომ იქნებოდა მხოლოდ ერთი „მმართველი“, იგივე „მონა“, რომელსაც ბატონი მთელ თავის ქონებას ჩააბარებდა. „საგუშაგო კოშკში“ არაერთხელ იყო ახსნილი, რომ „მმართველით“ წარმოდგენილია ცხებულთა ჯგუფი ანუ „მცირე სამწყსო“. ამის თქმის საფუძველს ლუკას სახარებაში რამდენიმე მუხლით ადრე იესოს მიერვე მოხსენიებული „მცირე სამწყსო“ იძლევა (ლუკ. 12:32). „მსახურებიც“ ანუ „შინაურებიც“ ამავე ჯგუფს წარმოადგენენ, ოღონდ ამ შემთხვევაში, არა როგორც მთლიანი ჯგუფი, არამედ როგორც ამ ჯგუფის ცალკეული წევრები.
-
-
ერთგული მმართველი და ხელმძღვანელი საბჭოსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
-
-
ერთგული მონა ჩვენს დროში
11. რა არის „ქონება“, რომელიც „მონას“ აქვს ჩაბარებული?
11 მათეს 24:45-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან და ამ მუხლის კონტექსტიდან ჩანს, რომ ერთგული და გონიერი მონის კლასს ბოლო დღეებშიც უნდა ეარსება. გამოცხადების 12:17-ში მათ ეწოდებათ „დანარჩენები“ ქალის შთამომავლებიდან. როგორც ჯგუფს, ამ დარჩენილ ნაწილს ჩაბარებული აქვს ქრისტეს ქონება დედამიწაზე. „ერთგული მმართველისთვის“ ჩაბარებულ ქონებაში შედის ყველაფერი, რაც ღვთის სამეფოს ინტერესებს ემსახურება დედამიწაზე — ამ სამეფოს ქვეშევრდომები და ის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად არის საჭირო.
-