-
რას ვსწავლობთ იქიდან, რომ ღმერთმა ბოროტება დაუშვა?თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
-
-
რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,
-
-
რას ვსწავლობთ იქიდან, რომ ღმერთმა ბოროტება დაუშვა?თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
-
-
10. რატომ ავლენს იეჰოვა ბოროტთა მიმართ შემწყნარებლობას ბოლო 1900 წლის განმავლობაში?
10 იესოს მკვდრეთით აღდგომიდან 1900 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღმერთი განაგრძობს „რისხვის ჭურჭლების“ მიმართ შემწყნარებლობის გამოვლენას იმით, რომ არ ჩქარობს მათ განადგურებას. რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ ის ამზადებდა მათ, ვინც იესო ქრისტესთან ერთად უნდა იმეფოს ზეციერ სამეფოში. ისინი მოციქულ პავლეს მიერ მოხსენიებული „წყალობის ჭურჭლები“ არიან, რომელთა რიცხვიც 144000-ია. პირველად ამ ზეციერ კლასში იუდეველებიდან მოწვეული ადამიანები გაერთიანდნენ. მოგვიანებით ღმერთმა არაიუდეველებიდანაც მოიწვია ადამიანები. იეჰოვა არც ერთ მათგანს არ აიძულებს მისთვის მსახურებას. მათ შორის, ვინც მადლიერებას ავლენს იმ ყოველივესთვის, რასაც იეჰოვა სიყვარულით გვიკეთებს, ზოგს ძვირფასი შესაძლებლობა ეძლევა, გახდეს მისი ძის თანამმართველი ზეციერ სამეფოში. ამჟამად, ამ ზეციერი კლასის მომზადება თითქმის დასრულებულია (ლუკა 22:29; გამოცხადება 14:1—4, სსგ).
-