-
არ დაკარგოთ გულმოდგინება მსახურებაში!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 თებერვალი
-
-
დაისახეთ გონივრული მიზნები
მსახურებაში წარმატებას არც გავრცელებული ჟურნალების რაოდენობა განსაზღვრავს და არც ის, თუ რამდენ ადამიანს ვასწავლით ბიბლიას ან რამდენს დავეხმარეთ, გამხდარიყო იეჰოვას მსახური. დაფიქრდით, ოჯახის წევრების გარდა, რამდენი ადამიანი მოაქცია ნოემ ჭეშმარიტებისკენ? ვერც ერთი, მიუხედავად იმისა, რომ იგი კარგი მქადაგებელი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ერთგულად ვემსახუროთ იეჰოვას (1 კორ. 4:2).
ბევრმა მაუწყებელმა აღმოაჩინა, რომ მსახურებაში სიხარულის შესანარჩუნებლად აუცილებელია გონივრული მიზნების დასახვა. ჩვენ რა მიზნების დასახვა შეგვიძლია? მათგან ზოგიერთი თანდართულ ჩარჩოშია მოხსენიებული.
იეჰოვას დახმარებით შეძლებთ, რომ თქვენი მსახურება უფრო ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყოს. დასახული მიზნების სისრულეში მოყვანის შემდეგ კმაყოფილების განცდა დაგეუფლებათ, რადგან ძალ-ღონე არ დაიშურეთ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად.
-