-
განიახლეთ თავდაპირველი სიყვარული!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„მძლეველს“
13. ა) რა კურთხევები მოელოდათ ეფესოელებს, თუ ‘მძლეველები’ იქნებოდნენ? ბ) რა შემთხვევაში გახდებოდნენ ისინი ‘მძლეველები’?
13 ბოლოს, ისევე როგორც სხვა წერილებში, იესო ყურადღებას ამახვილებს ღვთის წმინდა სულზე, რომელიც იესოს წყალობით აკურთხებს ერთგულებს. ეფესოელებს მან მისწერა: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს: მძლეველს ნებას მივცემ, ჭამოს სიცოცხლის ხიდან, რომელიც ღვთის სამოთხეშია“ (გამოცხადება 2:7). მომსმენი ყურის მქონენი ყურად იღებდნენ ამ მნიშვნელოვან ცნობას, ვინაიდან ის იესოსგან კი არა, თავად იეჰოვასგან, უზენაესი უფლისგან მომდინარეობს წმინდა სულით, მისი მოქმედი ძალით. ისინი ‘მძლეველები’ გახდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ იესოს, რომელიც სიკვდილამდე ერთგული დარჩა და თქვა: „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 8:28; 16:33; იხილეთ აგრეთვე 1 იოანეს 5:4).
14. რას უნდა ნიშნავდეს იესოს მოხსენიებული „ღვთის სამოთხე“?
14 ეფესოელი ქრისტიანების მსგავსად არც სულითცხებულ ქრისტიანებს აქვთ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი. მაშ, როგორღა ‘შეჭამენ სიცოცხლის ხიდან, რომელიც ღვთის სამოთხეშია’? ამაში არ იგულისხმება დედამიწაზე აღდგენილი სამოთხე, რადგან 144 000 ცხებული ქრისტიანი, მათ შორის ეფესოელი ქრისტიანები, როგორც სულიერი ძეები, კრავთან, ქრისტესთან ერთად იმმართველებენ ზეციერი სიონის მთაზე (ეფესოელები 1:5—12; გამოცხადება 14:1, 4). აქედან გამომდინარე, საუბარი მიდის ზეციერ „ბაღისმაგვარ“ სამეფოზე, რომელსაც ეს ‘მძლეველები’ დაიმკვიდრებენ. იქ, „ღვთის სამოთხეში“, სწორედ იეჰოვას წინაშე, ისინი, ვინც უკვდავებას მიიღებენ. ისინი ‘სიცოცხლის ხიდან შეჭამენ’, ესე იგი უსასრულოდ იცხოვრებენ.
-
-
ვისწრაფვით გამარჯვებისკენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
6. ა) რატომ არ უნდა ეშინოდეთ სმირნელ ქრისტიანებს? ბ) რა სიტყვებით ამთავრებს იესო თავის მიმართვას სმირნის კრებისადმი?
6 მიუხედავად ამისა, სმირნელ ქრისტიანებს არ უნდა შეშინებოდათ და არც კომპრომისზე უნდა წასულიყვნენ. თუ ბოლომდე შეინარჩუნებდნენ ერთგულებას, მათ ჯილდოდ „სიცოცხლის გვირგვინი“ ანუ ზეცაში უკვდავი სიცოცხლე ელოდათ (1 კორინთელები 9:25; 2 ტიმოთე 4:6—8). ამ ჯილდოს მისაღებად პავლე მოციქული მზად იყო, ყველაფერი გაეღო, სიცოცხლეც კი (ფილიპელები 3:8). ერთგულ სმირნელ ქრისტიანებსაც უეჭველად მსგავსი თვალსაზრისი ექნებოდათ. იესო თავის სიტყვებს ასე ამთავრებს: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს: მძლეველს ვერაფერს ავნებს მეორე სიკვდილი“ (გამოცხადება 2:11). ‘მძლეველებს’ ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათ უკვდავ ზეციერ სიცოცხლეს სიკვდილი ვერაფერს ავნებს (1 კორინთელები 15:53, 54).
-
-
ვისწრაფვით გამარჯვებისკენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
სიკვდილამდე ერთგული დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10).
-