-
დიდი ბაბილონის დასჯაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ისინი შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი სძლევს მათ, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. სძლევენ ისინიც, რომლებიც მასთან არიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ (გამოცხადება 17:12—14).
-
-
დიდი ბაბილონის დასჯაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მაგრამ იესოს ძმები, ქალის შთამომავალთაგან ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრებნი, ერთი შეხედვით უმწეონი ჩანან (გამოცხადება 12:17). ბევრი „რქა“ მტრულ დამოკიდებულებას ავლენს მათდამი და ამგვარად ებრძვის კრავს (მათე 25:40, 45). მალე ღვთის სამეფო „ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს“ (დანიელი 2:44). დედამიწის მეფეები კი ბოლომდე შეებრძოლებიან კრავს. ამ ბრძოლას მალე ვიხილავთ (გამოცხადება 19:11—21). როგორც დავინახეთ, ეს ერები ვერ გაიმარჯვებენ. მართალია, მათ და გაეროს, იგივე ალისფერ მხეცს, „ერთი აზრი“ აქვთ, მაგრამ ისინი ვერ დაამარცხებენ „უფალთა უფალს და მეფეთა მეფეს“, ვერც „მოწოდებულებს, რჩეულებსა და ერთგულებს“, რომლებიც უკვე მასთან არიან და რომელთა რიცხვს ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრები სულით ცხებული მიმდევრებიც მიეკუთვნებიან. ისინიც გაიმარჯვებენ, რადგან უმწიკვლობას შეინარჩუნებენ და პასუხს გასცემენ სატანის ცრუ ბრალდებებს (რომაელები 8:37—39; გამოცხადება 12:10, 11).
-