-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მას ნება მიეცა, ბრძოლა გაემართა წმინდების წინააღმდეგ და დაეპყრო ისინი. მიეცა მას ძალაუფლება ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე.
-
-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
1914 წლის ბოლოდან 1918 წლამდე, როცა ომში ჩაბმული ერები მხეცებივით გლეჯდნენ ერთმანეთს, თავიანთ მოქალაქეებს აიძულებდნენ, თაყვანი ეცათ მხეცისთვის, მონაწილეობა მიეღოთ რელიგიასთან გაიგივებულ ნაციონალიზმში და მომკვდარიყვნენ კიდეც საკუთარი ქვეყნისთვის. ასეთი ზეწოლის გამო მრავალი ცხებული იტანჯებოდა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ პირველ რიგში იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს, იესო ქრისტეს უნდა დამორჩილებოდნენ (საქმეები 5:29). 1918 წლის ივნისში ცხებულები უკიდურესად გამოიცადნენ, როცა ისინი „დაიპყრეს“. შეერთებულ შტატებში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პასუხისმგებელი პირები და სხვა წარმომადგენლები ცრუ ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს. ამან სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა ქრისტიანი ძმების ორგანიზებულ ქადაგებას. ვინაიდან მხეცს აქვს ძალაუფლება „ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე“, მან მთელ მსოფლიოში შეზღუდა ღვთის საქმე.
-