საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობა უკანასკნელ ჟამს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • 21. ა) რის შემდეგ უნდა დაწყებულიყო დანიელის 12:11-ში ნაწინასწარმეტყველები პერიოდი? ბ) რა იყო „მუდმივი შესაწირავი“ და როდის შეწყდა ის? (იხილეთ 298-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო).

      21 ანგელოზმა უთხრა დანიელს: «მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი [„ათას ორას ოთხმოცდაათი“, ძველი აღთქმის ორტომეული] დღე გავა». ამგვარად, ეს პერიოდი განსაზღვრული მოვლენების შემდეგ დაიწყებოდა. „მუდმივი შესაწირავი“a უნდა შეწყვეტილიყო (დანიელი 12:11). რა შესაწირავს გულისხმობდა ანგელოზი? მას არ ჰქონდა მხედველობაში ტაძარში ცხოველების შეწირვა. ერთ დროს იერუსალიმში არსებული ტაძარიც კი „ანარეკლი“ იყო იეჰოვას იმ „ჭეშმარიტი“ სულიერი ტაძრისა, რომელიც ახ. წ. 29 წელს მის მღვდელმთავრად ქრისტეს ცხებისას ამოქმედდა! ამ სულიერ ტაძარში, რომლითაც ღვთისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობაა წარმოდგენილი, საჭირო არ არის ცოდვის მუდმივი მსხვერპლის შეწირვა, რადგან ‘ქრისტემ ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა’ (ებრაელთა 9:24—28). მაგრამ ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს მიაქვს შესაწირავი ამ ტაძარში. მოციქული პავლე წერდა: „მისი [ქრისტეს] საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“ (ებრაელთა 13:15). ასე რომ, წინასწარმეტყველების პირველი პირობა — „მუდმივი შესაწირავის“ შეწყვეტა — უკვე არსებობდა 1918 წლის მეორე ნახევრისთვის, როდესაც სამქადაგებლო საქმიანობა შეჩერებული იყო.

  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობა უკანასკნელ ჟამს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • მუდმივი შესაწირავის შეწყვეტა

      დანიელის წიგნში „მუდმივი შესაწირავი“ ხუთჯერ არის მოხსენიებული. ის გულისხმობს ქების მსხვერპლს — „ბაგეთა ნაყოფს“ — რომელსაც რეგულარულად სწირავენ იეჰოვა ღმერთს მისი მსახურები (ებრაელთა 13:15). მისი შეწყვეტის შესახებ წინასწარმეტყველება დანიელის 8:11-ში, 11:31-სა და 12:11-შია მოცემული.

      ორივე მსოფლიო ომის დროს იეჰოვას ხალხს სასტიკად დევნიდნენ „ჩრდილოეთის მეფისა“ და „სამხრეთის მეფის“ სამფლობელოებში (დანიელი 11:14, 15). „მუდმივი შესაწირავი“ შეწყდა პირველი მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში, როდესაც 1918 წლის მეორე ნახევრისთვის სამქადაგებლო საქმე შეჩერდა (დანიელი 12:7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება